From : Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>
To : Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
Subject : დედათა სიკვდილიანობა
Cc : Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; lela Shengelia <lelasheng@gmail.com>; Maia Kereselidze <M.Kereselidze@ncdc.ge>; Lela Sturua <lela.sturua@ncdc.ge>
Received On : 02.08.2019 11:51
Attachments :

 

ბატონო ზაზა,

ქალბატონო თამარ,

 

როგორც გუშინ მოგახსენეთ, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკოორდინაციო საბჭოს  ქვესაბჭოს წარმოადგენს დედათა სიკვდილიანობის შემთხვევათა შემსწავლელი ორგანო, რომელსაც ხელმძღვანელობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო,  ჯანმრთელობის დეპარტამენტი. ხოლო ქვესაბჭოს სამდივნოს წარმოადგენს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დედათა ბავშვთა და რეპოროდუქციული ჯანმრთელობის სამმართველო. საბჭოს მუშაობაში ჩართული არიან დარგის ექსპერტები.

 

ყოველწლიურად ქვესაბჭო დედათა სიკვდილის შემთხვევებს განიხილავს შემდეგი ფორმატით:

 

1. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისმიერ მომზადებული ოთხი დამოუკიდებელი საინფორმაციო სისტემის ტრიანგულაციის შედეგების წარდგენა. თავისმხრივ, მონაცემთა ტრიანგულაცია მოიცავს შემდეგი საინფორმაციო სისტემების შედარებას: ა. სამინისტროსთან არსებული სასწრაფო შეტყობინებების რეგისტრაციის სისტემა - დედის სიკვდილის, მკვდრადშობადობისა და 5 წლამდე ასაკის ბავშვთა გარდაცვალების შესახებ

. დაავადებათა ზედამხედველობის ელექტრონულ ინტეგრირებულ სისტემა (დზეის)-რეპროდუქციული ასაკის (15-49 წლის) ქალთა გარდაცვალებათა რეგისტრაციის სისტემა;

გ. ელექტრონული სისტემა „ორსულთა და ახალშობილთა მეთვალყურეობის რეგისტრი“, ე.წ. „ქართული დაბადების რეგისტრი“;

დ. დაბადება-გარდაცვალების ელექტრონული სისტემა.

 

2.                  დარგის ექსპერტების მიერ დედათა სიკვდილის (როგორც ადრეული ასევე გვიანი) სავარაუდო შემთხვევათა სამედიცინო ჩანაწერების ანალიზი,

3.                  დაავადებათა კონტროლის მიერ ჩატარებული ვერბალური აუტოფსიის შედეგების განხილვა.

4.                  წარმოდგენილი შედეგების განხილვა და შეჯამება

ისევე როგორც ყოველ წელს, 2018 წლის შემთხვევების განხილვა დაიგეგმა მაისის ბოლოს თუმცა რამდენიმეჯერ გადაიდო ქვესაბჭოს წევრების მოუცლელობის გამო. ქვესაბჭოზე მოწვეულები იყვნენ ბატონები თენგიზ ასათიანი, ნუკრი კინტრაია, მამუკა ნემსაძე, ზაზა სინაურიძე, ნოდარ ზალდასტანიშვილი.

საბოლოოდ სხდომა ჩატარდა 2019 წლის 27 ივნისი 16:00. დაავადებათა კონტროლისა  და საზოგადოებრივი  ჯანმრთელობის  ეროვნულ  ცენტრში. 27 ივნისი იყო ბოლო ვადა, როცა საქსტატს უნდა წარსდგენოდა ქვეყნის მასშტაბით 2018 გარდაცვლილ დედათა საბოლოო რაოდენობრივი მონაცემები. შესაბამისად სხდომის გადადება ვერ მოხერხდებოდა. სხდომის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს მხოლოდ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმთელობის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა: ლელა შენგელია, ლელა სტურუა, სოფიო ჭირაქაძე, ნანა გეთია, იულია ზედგენიძე, დალი ტრაპაიძე, მაია კერესელიძე, ნატო კოპალეიშვილი. ასევე სხდომის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო ბატონმა მამუკა ნემსაძემ. ვინაიდან ბატონი თენგიზ ასათიანი ვერ დაესწრო სხდომას გარკვეული მიზეზების გამო, მათან გადაგზავნილი იქნა მომზადებული მასალები ელექტრონულად. ხოლო შემდეგ სხდომაზე განხილული იყო ბატონი თენგიზ ასათიანის მიერ ელექტრონული სახით მოწოდებული ექსპერტული მოსაზრებები და დასკვნები დედის გარდაცვალების თითოეულ შემთხვევაზე.

 

ქვესაბჭოს მუშაობის შედეგად დადგინდა, რომ 2018 წელს ქვეყანაში ორსულობისას ან ორსულობის შეწყვეტიდან 42 დღის განმავლობაში გარდაიცვალა 14 დედა, თითოეული შემთხვევა დაკავშირებული იყო სამეანო გართულებებთან ან ორსულობის მიმდინარეობისას არსებული ექსტრაგენიტალური დაავადებებით ან/და დაავადებებით, რომელიც განვითარდა ორსულობისას.

 

ამრიგად, 2018 წელს დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებელმა შეადგინა 27.3 /100000 ცოცხალშობილზე და გახლავთ მნიშვნელოვნად მომატებული 2017 წელთან შედარებით.

სიტუაცია არის ძალზედ საყურადღებო და ვფიქრობთ, რომ საჭიროა დეტალური განხილვა დედათა და ბავშთა საბჭოზე დაშესაბამისი  ქმედითი ღონისძიებების გატარება. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანრმთელობის ეროვნული ცენტრი მზადაა აქტიურად ჩაერთოს პროცესებში თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

 

პატივისცემით,

 

ამირანი

 

 

 

 

ამირან გამყრელიძე, მედ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი

ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი

გენერალური დირექტორი

 

კახეთის გზატკეცილი 99, თბილისი 0198

ტელ.: +995 32 2192599

Email: a.gamkrelidze@ncdc.ge

www.ncdc.ge

 

 

Description: NCDC logo3