| From : | Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge> |
| To : | etikaradze@moh.gov.ge |
| Subject : | დამატებითი ღონისძიებები |
| Cc : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> |
| Received On : | 24.02.2020 13:57 |
| Attachments : |
ქალბატონო ეკატერინე,
გამომდინარე იქიდან, რომ ეპიდსიტუაცია გლობალურად და ჩვენს ირგვლივ მყოფ რეგიონში რთულდება და ინფექციის გავრცელებისა და შემოტანის რისკი რეალურად იზრდება,
თავს ნებას ვაძლევ მოგახსენოთ ჩემი გადასახედიდან დამატებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ, რომელთა გადაწყვეტას სასწრაფოა. ამიტომ ამ წერილს გიგზავნით მხოლოდ თქვენ და ვაკოპირებ ქალბატონ თამართან.
დიდი ალბათობით ქვეყანაში უახლოეს მომავალში დაფიქსირდება ახალი კორონავირუსის შემთხვევა, განსაკუთრებით ამის თქმის საფუძველს მაძლევს ისეთ დასენიანებულ ქვეყნებთან
აქტიური მიმოსვლა როგორც ამ ეტაპისთვის არის ირანი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, იტალია, ამიტომ მხოლოდ საზღვრების კონტროლი ვერ დაგვიცავს ინფექციის შემოტანისგან, და საჭიროა გადავიდეთ პანდემიური მზადყოფნის ღონისძიებებზე, რომლთა შორისაც გამოვყოფდი:
·
საიზოლაციო/საკარანტინო სივრცეების იდენტიფიკაციას და გამოყოფას დაახლოებით 1000-2000 ადამიანის განთავსების მოცულობით და სამკურნალო ღონისძიებებისთვის შესაბამისი სავარაუდო
ჰოსპიტლების (დაახლოებით 100-200 საწოლი) იდენტიფიცირებას. ამასთან დაკავშირებით ჩვენი მოსაზრებაა რომ საიზოლაციო/საკარანტინო სივრცეებზე თავისთავად უნდა იზრუნოს თავდაცვის სამინისტრომ, რაც ასახულია განკარგულებაში, მაგრამ სარეზერვოდ ასევე შეიძლება ფიქრი იმ 2 დიდ
დაწესებულებაზე, რომელზეც უკვე მოგახსენეთ (რუხისა და ბათუმის საავადმყოფოების ავეჯით აღჭურვა, რეგიონალური განაწილების უზრუნველყოფისათვის). ასევე შესაძლებელია განხილულ იქნას ზოგიერთი სამედიცინო დაწესებულების ამ მიზნით გამოყენება, მაგ. გორის ჰოსპიტალი, რესპუბლიკური
საავადმყოფო, სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკა და სხვა სახელმწიფოს დაქვემდებარებაში არსებული კლინიკები, რომლებიც შესაძლოა გამოყენებულ იქნეს როგორც საიზოლაციოდ, ასევე ჰოსპიტალიზაციისთვის. უშუალოდ პაციენტების სამკურნალოდ შემოგთავაზებდით გარდა ინფექციური საავადმყოფოსი,
რომელსაც აქვს ყველაზე დიდი გამოცდილება, გამოყენებულ იქნეს ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკა და ასევე სასწრაფოდ ჩატარდეს კონსულტაციები დიდი მრავალპროფილიან კლინიკებთან (ღუდუშაული, ევექსი, ინგოროყვა, ავერსი და სხვა), სადაც შეუძლიათ მწვავე რესპირაციული ინფექციის
მქონე ავადმყოფთა ინტენსიური მართვა; ამ ეტაპზე ეს მიმაჩნია ყველაზე რთულად და სასწრაფოდ მოსაგვარებლად.
·
სასურველია დაწესდეს საზღვრებზე, ჩინეთიდან შემოსულების მსგავსად, იგივე რეჟიმი დასენიანებული რეგიონებიდან შემოსულ ადამიანებზე; ფინანსთა სამინისტროს წინაშე დადგეს საკითხი
მათი სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური სამსახურების სიმძლავრეების რადიკალურად გაძლიერების, დროებით ეპიდემიოლოგების დამატებით;
·
დადგეს საკითხი წითელი ჯვრის წინაში კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფი ადამინების მონიტორინგისა და დახმარების შესახებ;
·
ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად დეტალურად იქნას შესწავლილი ჩინეთის და ირანის მუშახელით დაკომპლექტებული ადგილები (დავალება მიცემული აქვს ჩვენს რაიონულ განყოფილებებსაც,
მაგრამ საჭიროებენ დახმარებას);
·
საერთაშორისო მოგზაურობასთან დაკავშირებით სასურველია საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელოს რეკომენდაციები ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით; ასევე მოიძიოს ინფორმაცია
თუ რომელი ქვეყნების მიერ ხორციელდება ქვეყნიდან გასვლისას სკრინინგი;
·
არსებული რისკების გათვალისწინებით მიზანშეწონილია დასენიანებული ტერიტორიებიდან ჩამოსული პირების იზოლაცია/კარანტინი ტერიტორიის დატოვებიდან 14 დღის განმავლობაში. კარანტინის
განხორციელება შესაძლებელია: სპეციალურად გამოყოფილ საიზოლაციო სივრცეებში ან თვითიზოლაცია (თვითიზოლაციის სივრცის ინდივიდუალური შეფასების შემდეგ). აღნიშნულის მონიტორინგი აწარმოოს შსს-მ; საგარეო საქმეთა სამინისტრომ და სხვა შესაბამისმა უწყებებმა უზრუნველყონ აღნიშნული
ინფორმაციის გავრცელება; ამ ეტაპზე ეს მიმაჩნია ყველაზე რთულად და სასწრაფოდ მოსაგვარებლად.
·
სასურველია იდენტიფიცირებული კლინიკების პანდემიისათვის მზადყოფნის შესაძლებლობების კიდევ ერთხელ შეფასება, რისთვის შეგვიძლია შევიმუშავოთ შეფასების სპეციალური კითხვარი (ჩექლისტი).
ასევე მიზანშეწონილია პირადი დაცვის აღჭურვილობის და სახარჯი მასალის 6 თვიანი მარაგების შექმნა სამედიცინო მომსახურების მიმწოდბელთა მიერ და ხარჯვის პრიორიტეტიზაცია;
·
მიეცეს შესაბამისი მითითება ადგილობრივ ხელისუფლებებს, იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც მდებარეობს სასაზღვრო გამტარი პუნქტები, ადამინური რესურსებით გაძლიერდეს საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის ცენტრები დროებითი კონტრაქტების საშუალებით;
·
არსებობს გარკვეული კვლევები, რომ ახალი კორონავირუსი შესაძლოა გადაეცემოდეს ფეკალურ-ორალური მექანიზმით. აღნიშნულის გათვალისწინებით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასმელი
და რეკრეაციული წყლების მოხმარებას და მათ უსაფრთხოებას. საჭიროა გამკაცრდეს წყლის ხარისხზე მონიტორინგის სისტემები და რადგანაც საქართველოს მოსახლეობა უმთავრესად მოიხმარს ცენტრალური წყალმომარაგებისა და ადგილობრივ წყაროს წყლებს დაევალოს წყალმომარაგების შესაბამის
კომპანიებს გააძლიერონ წყლის უსაფრთხოებაზე მონიტორინგი.
ეპიდსიტუაციის ცვლილებების მიხედვით, დიდი ალბათობით,პერიოდულად დაგვჭირდება განკარგულების განახლება და სხვა დამატებითი რეგულიაციების დაწესება.
პატივისცემით,
ამირანი
ამირან გამყრელიძე,
მედ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი
გენერალური დირექტორი
კახეთის გზატკეცილი 99, თბილისი 0198
ტელ.: +995 32 2192599
Email: a.gamkrelidze@ncdc.ge