| From : | Anti-Corruption Council of Georgia <accouncil@justice.gov.ge> |
| To : | Anti-Corruption Council of Georgia <accouncil@justice.gov.ge> |
| Subject : | ანტიკორუფციული საბჭოს სხდომა |
| Received On : | 24.07.2019 13:25 |
| Attachments : |
პატივცემულო ანტიკორუფციული საბჭოს წევრებო,
შეგახსენებთ, რომ ანტიკორუფციული საბჭოს რიგით მე-17 სხდომა გაიმართება
პარასკევს, 26 ივლისს, 16:00 სთ-ზე, სასტუმროში „თბილისი მარიოტი“. სხდომის დღის წესრიგი მოგვიანებით გამოგეგზავნებათ.
დანართის სახით, გთხოვთ, იხილოთ შემოსული კომენტარების მიხედვით განახლებული 2019-2020 წწ. ანტიკორუფციული სტრატეგია, სამოქმედო გეგმა და სამოქმედო გეგმის ბიუჯეტი, რომელთა განხილვა 26 ივლისის საბჭოს სხდომაზე იგეგმება.
პატივისცემით,
ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნო
|
|
||||
|
გორგასალის 24ა, |
||||
|
თბილისი, 0114, საქართველო |
||||
|
ტელ.: (995 32) 240 57 87
|
||||
From: Anti-Corruption Council of Georgia
Sent: Friday, July 19, 2019 21:10
To: Anti-Corruption Council of Georgia
Subject: Follow up -
პატივცემულო ანტიკორუფციული საბჭოს წევრებო,
გაცნობებთ, რომ ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნომ პასუხისმგებელი უწყებებისგან შემოსული კომენტარების საფუძველზე 2019-2020 წწ. ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პროექტების საბოლოო ვერსიები
განაახლა (იხ. დანართი).
სამოქმედო გეგმასა და სტრატეგიაში მაქსიმალურადაა ასახული ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნოს მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების, აგრეთვე სახელმწიფო უწყებებისგან მიღებული რეკომენდაციები და კომენტარები.
ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების კომენტარებისა და იდეების ნაწილთან დაკავშირებით კვლავ მიმდინარეობს მუშაობა შესაბამის უწყებებთან ანტიკორუფციული პოლიტიკის დოკუმენტებში მათი ასახვის მიზნით.
გთხოვთ, კიდევ ერთხელ გაეცნოთ აღნიშნულ დოკუმენტებსა და სამოქმედო გეგმის ფარგლებში პასუხისმგებელი უწყებების ბიუჯეტირების ინსტრუმენტის შევსებულ ნაწილს და კომენტარების/შენიშვნების არსებობის შემთხვევაში,
მოგვაწოდოთ ისინი ორშაბათს, 22 ივლისს.
აქვე გაცნობებთ, რომ ანტიკორუფციული
საბჭოს სხდომა გაიმართება 26 ივლისს, 16:00 სთ-ზე. სხდომის ადგილსა და დღის წესრიგს დამატებით გაცნობებთ.
პატივისცემით,
ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნო
|
|
||||
|
გორგასალის 24ა, |
||||
|
თბილისი, 0114, საქართველო |
||||
|
ტელ.: (995 32) 240 57 87
|
||||
From: Anti-Corruption Council of Georgia
Sent: Friday, July 12, 2019 17:59
To: Anti-Corruption Council of Georgia <accouncil@justice.gov.ge>
Subject: განახლებული
ანტიკორუფციული სტრატეგია
და ახალი 2019-2020
წწ. სამოქმედო
გეგმა
Importance: High
პატივცემულო ანტიკორუფციული საბჭოს წევრებო,
გაცნობებთ, რომ ანტიკორუფციული საბჭოს რიგით მე-17 სხდომა
22 ივლისის კვირაში გაიმართება. დეტალურ ინფორმაციას სხდომასთან დაკავშირებით, მათ შორის
სხდომის ადგილსა და დღის წესრიგს, მოგვიანებით გამოგიგზავნით.
ანტიკორუფციული საბჭოს სხდომაზე მოხდება განახლებული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და ახალი 2019-2020 წწ. სამოქმედო გეგმის დამტკიცება.
როგორც მოგეხსენებათ, ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნო (იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი) ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ანტიკორუფციული სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად ინტენსიურად მუშაობდა
2019-2020 წლების ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განახლებაზე.
სამდივნო, პოლიტიკის შემუშავების სახელმძღვანელოს პრინციპებზე დაყრდნობით, გადავიდა პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების ახალ ეტაპზე, რაც სხვა ცვლილებებთან ერთად, გულისხმობს
SMART ინდიკატორების განსაზღვრას.
აღსანიშნავია, რომ ანტიკორუფციული პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების პროცესში, ანტიკორუფციული პრიორიტეტებისა და აქტივობების განსაზღვრა შესაბამის სექტორებში არსებული რისკების შესწავლის, ასევე
წინა სტრატეგიული დოკუმენტების შესრულების შეფასების შედეგებისა და არასამთავრობო/საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევების ანალიზის საფუძველზე განხორციელდა.
კონკრეტულად, განახლებულ ანტიკორუფციულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში გაწერილ ამოცანებსა და აქტივობებს საფუძვლად დაედო:
-
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელის (OECD-ACN)
მონიტორინგის მე-4 რაუნდის რეკომენდაციები;
-
ევროპის საბჭოს სახელმწიფოთა ჯგუფი კორუფციის წინააღმდეგ (GRECO)
შეფასების მე-4 რაუნდის რეკომენდაციები;
-
კორუფციის წინააღმდეგ გაეროს კონვენციით (UNCAC)
გათვალისწინებული ვალდებულებები;
-
არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციები;
-
სხვადასხვა ანგარიშები.
ანტიკორუფციული პოლიტიკის დოკუმენტებზე ექსპერტული მოსაზრებები საჯარო ადმინისტრირების რეფორმის ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის (EU PAR technical assistance)
ექსპერტებმაც წარმოადგინეს.
სამოქმედო გეგმასა
და სტრატეგიაში მაქსიმალურადაა ასახული ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნოს მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების, აგრეთვე სახელმწიფო უწყებებისგან მიღებული რეკომენდაციები და კომენტარები. ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების კომენტარებისა და იდეების ნაწილთან დაკავშირებით
კვლავ მიმდინარეობს მუშაობა შესაბამის უწყებებთან ანტიკორუფციული პოლიტიკის დოკუმენტებში მათი ასახვის მიზნით.
გიგზავნით სამდივნოს მიერ ზემოაღნიშნული პროცესის საფუძველზე შემუშავებულ დოკუმენტებს კომენტარებისთვის:
1.
განახლებული ანტიკორუფციული სტრატეგია
2.
2019-2020 წლების ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმა
გთხოვთ, თქვენი შენიშვნები და კომენტარები მოგვაწოდოთ 22 ივლისამდე.
პატივისცემით,
ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნო
|
|
||||
|
გორგასალის 24ა, |
||||
|
თბილისი, 0114, საქართველო |
||||
|
ტელ.: (995 32) 240 57 87
|
||||