From : tamar kavteladze <tkavteladze@ssa.gov.ge>
To : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
Subject : С ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტების მარაგებთან დაკავშირებით
Cc : lgogodze@gmail.com; gtsotskolauri@moh.gov.ge; kchkhartishvili@ssa.gov.ge; eadamia@moh.gov.ge; ggelashvili@ssa.gov.ge
Received On : 12.11.2019 13:04

ქალბატონო თამარ მოგესალმებით,
 
როგორც 2019 წლის 29 ოქტომბერის N04/56328 წერილით გაცნობეთ, 2019 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით, С ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის მკურნალობის კომპონენტში პაციენტთა ყოველთვიური ჩართვის საშუალო მაჩვენებელი 1140 პაციენტს შეადგენს. მათ შორის, მედიკამენტ ეპკლუსას სამკურნალო რეჟიმებზე იმყოფება პაციენტთა 47%, ხოლო მედიკამენტ ჰარვონის სამკურნალო რეჟიმზე 53%.
С ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ჩატარებული სამუშაო შეხვედრებიდან ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ გილეადის მხრიდან, მომავალში შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ პანგენოტიპური ანტივირუსული მედიკამენტის-ეპკლუსას დონაცია. 
ამ ინფორმაციის გათვალისწინებით, ჩვენს მიერ, პროგრამის მიმწოდებლებში (სულ 39) დაანგარიშდა ჰარვონის  მარაგები და კომისიის გადაწყვეტილებით, მკურნალობაში უკვე ჩართულ პაციენტთა  მკურნალობის სრული კურსის დასასრულებლად საჭირო  რაოდენობები.
იმ შემთხვევაში, თუ ჰარვონის დონაცია აღარ იგეგმება, დაწესებულებებს დროულად უნდა შევატყობინოთ, რომ გადავიდნენ ეპკლუსას სამკურნალო რეჟიმებზე. ასევე განვახორციელოთ სხვა დამატებით ლოჯისტიკური ღონისძიებები (ტრანსფერები).  მოგახსენებთ, რომ სააგენტოში ეპკლუსას მარაგი (საწყობი+ დაწესებულება) შეადგენს 3833 კოლოფს. ოქტომბრის ჩათვლით ყოველთვიურად პაციენტებზე გაიცემოდა 1600-1700 კოლოფი ეპკლუსა.
ჰარვონის დანიშვნის შემცირებით (დავუშვებთ მხოლოდ 286 პაციენტზე), გაიზრდება ეპკლუსას დანიშვნა/ხარჯვა და შესაძლოა, შეგვექნას დეფიციტი და ასეთ შემთხვევაში ეპკლუსას ახალი რაოდენობის მიღება სასურველია განხორციელდეს დეკემბრის დასაწყისში.
აქვე მოგახსენებთ, რომ  2018 წლის 26 იანვარს მიღებული ჰარვონის 40 000 კოლოფიდან, რომლის ვადა სრულდებოდა 2019 წლის 31 დეკემბერს, დარჩენილია მხოლოდ 3 კოლოფი, რომლის გახარჯვა განხორციელდება 2019 წლის 22 ნოემბერს.
 
გთხოვთ, თქვენს რეაგირებას.
 
პატივისცემით,
 
თამარ კავთელაძე
 
C ჰეპატიტის მართვის სამმართველოს უფროსი
 
სსიპ- სოციალური მომსახურების სააგენტო