From : Tamar Gabunia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=E6CA04F38EC94D0CADAB9CBDF90FCDDE-TAMAR G>
To : khatuna zaldastanishvili <khzaldastani@gmail.com>
Subject : RE: საბჭოს 30 მარტის სხდომის გადაწყვეტილების თაობაზე
Cc : Kakhaber Shalikadze <kshalikadze@moh.gov.ge>
Received On : 05.04.2021 15:43
Attachments :

ქალბატონო ხათუნა

 

მადლობა ამ განმარტებისთვის. ვფიქრობ კარგი იქნება ისევ საბჭოს ფორმატში განვიხილოთ წევრის მიერ გადაწყვეტილების შეცვლის საკითხის იურიდიული და ეთიკური მხარეები. თუკი არსებობს საბჭოს დებულებაში უკვე განსაზღვრული წესი, მაშინ უნდა მივყვეთ იმ წესს და ბ-ნ გივის პასუხი დავუბრუნოთ წერილობით.  

 

პატივისცემით,

თამარ გაბუნია

მინისტრის პირველი მოადგილე

 

Sincerely,

Tamar Gabunia, MD, MPH

First Deputy Minister

 

cid:image001.jpg@01D50033.645805C0

 

 

 

From: khatuna zaldastanishvili [mailto:khzaldastani@gmail.com]
Sent: 5 April, 2021 16:48
To: Tamar Gabunia
Cc: Kakhaber Shalikadze ; Zaal Kapanadze ; Irma Kitiashvili
Subject: საბჭოს 30 მარტის სხდომის გადაწყვეტილების თაობაზე

 

ქალბატონო თამარ,

გაცნობებთ, რომ სამინისტროს იურიდიულ სამსახურთან ერთად (ირმა ქიტიაშვილი) განვიხილეთ გივი ჯავაშვილის წერილი, რომელიც შეეხებოდა შპსაკადემიკოს . ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრი“- ქირურგისთვის საექიმო საქმიანობის შეჩერებას 2 თვით ან წერილობით გაფრთხილებას. ერთი ხმით მეტით მიღებულ იქნა შეჩერების გადაწყვეტილება. ბატონი გივი ჯავაშვილმა მხარი დაუჭირა შეჩერებას, ხოლო შემდგომში წერილობით მივიღეთ ინფორმაცია, რომ ცვლიდა გადაწყვეტილებას და მხარს უჭერდა წერილობითი გაფრთხილების გადაწყვეტილებას. რაც ცვლიდა საბოლოო გადაწყვეტილებას

იმის გათვალისწინებით რომ სხდომა ჩატარდა დასწრებით, გაკეთდა აუდიოჩანაწერი და გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სხდომის მიმდინარეობის დროს, იურიდიული სამსახურის აზრითშემდგომ პერიოდში, გადაწყვეტილების შეცვლა არ არის მიზანშეწონილი.