From : Tamar Gabunia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=E6CA04F38EC94D0CADAB9CBDF90FCDDE-TAMAR G>
To : Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>
Subject : RE: მოხალისეთა სია
Cc : Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>
Received On : 02.04.2021 12:55
Attachments :

ბატონო ამირან

 

როგორც საბჭოზე ვისაუბრეთ ამ ეტაპზე 100 ცნობადი სახის საჯარო ვაქცინაციის აქცია არ განხორციელდება. სამინისტრო გასცემს წერილს პასუხს დადგენილი წესით. ვაქცინის დანაკარგის პრობლემის გადაჭრა პოლიციის და ჯარის საშუალებით უფრო ეფექტურად იქნება შესაძლებელი.

მარინა ეგუტია, რომელიც სამინიტროს სახელით მუშაობს ამ ეტაპზე პირადად ესაუბრა ქვემოთ მოყვანილი კორესპონდენციის ავტორს და აუხსნა ეს საკითხი. ამდენად სამინისტროს მხრიდან ამ და ნებისმიერი სხვა ინტერესის იგნიორირების საკითხი სრულიად საფუძველს მოკლებულია.

 

პატივისცემით,

თამარ გაბუნია

მინისტრის პირველი მოადგილე

 

Sincerely,

Tamar Gabunia, MD, MPH

First Deputy Minister

 

cid:image001.jpg@01D50033.645805C0

 

 

 

From: Amiran Gamkrelidze [mailto:A.Gamkrelidze@ncdc.ge]
Sent: 2 April, 2021 16:55
To: Tamar Gabunia
Cc: Nini Talakhadze ; Nino Mamaladze ; Irma Khonelidze
Subject: FW: მოხალისეთა სია

 

ქალბატონო თამარ,

 

ეს საკითხი რაღაცნაირად გადასაწყვეტია. იქნებ განვიხილოთ და ნაწილი ადამიანებისა დავაკმაყოფილოთ გარკვეული პრინციპების საფუძველზე, არ გვინდა კიდევ ზედმეტი აჟიოტაჟი, ჯობია  იყოს თანამშრომლობა მისაღებ ფარგლებში.

 

პატივისცემით,

 

ამირანი

 

 

ამირან გამყრელიძე, მედ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი

ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი

გენერალური დირექტორი

 

კახეთის გზატკეცილი 99, თბილისი 0198

ტელ.: +995 32 2192599

Email: a.gamkrelidze@ncdc.ge

www.ncdc.ge

 

 

image001

 

 

 

From: Levan Butkhuzi [mailto:lbutkhuzi@gmail.com]
Sent: Friday, April 2, 2021 3:39 PM
To: Irma Khonelidze Gmail; Amiran Gamkr
elidze
Cc: Irma Khonelidze; Stambolishvili Tiniko; NinoMamukashviliGmail; Nana_Ormotsadze_Gmail; tamuna.kvaratskhelia@gmail.com
Subject: Re: მოხალისეთა სია

 

პატივცემულო კოლეგებო,

 

ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბ-ნ ამირანს, ქ-ნ ირმას და NCDС-ს ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც 2021 წლის 26 მარტს ესწრებოდა ჩვენ შეხვედრას „ლუგარის“ ცენტრში. „სოლიდარობის მოძრაობის“ სახელით მინდა მოგახსენოთ, რომ თქვენგან ძლიერი მხარდაჭერა ვიგრძენით.

 

ჩვენთვის სრულიად გასაგები იყო თქვენი პოზიცია, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყება იღებს.  ქ-ნი ირმასგან ვიცოდით, რომ NCDC აქტიურად მუშაობდა სამინისტროსთან „სოლიდარობის მოძრაობისთვის“ მხარდაჭერის მოსაპოვებლად.

 

საქმე რომ წინ წაგვეწია, სოც-ქსელის საშუალებით მივწერეთ სამინისტროს საზოგადოების სამსახურს (ქ-ნ ნინი ტალახაძეს). მიუხედავად იმისა, რომ ქ-ნმა ნინიმ წერილი მიიღო და წაიკითხა, მისგან რეაგირება არ ყოფილა.

 

სამწუხაროდ, სამინისტრომ დრო ვერ გამონახა თავის 900-ზე მეტი ენთუზიასტი თანამოქალაქისთვის რაიმე ტიპის პასუხი ეთქვა ან ელ-ფოსტით, ან პრეს-რელიზით ან მედიით ან თუნდაც „ფეისბუკით“.

 

რადგან ნატვირთი მაქვს პასუხისმგებლობა „სოლიდარობის მოძრაობისა“ და საქართველოს დაინტერესებული მოქალაქეების წინაშე, ორშაბათს (5 აპრილს) საღამოსთვის ვაპირებ მათთვის ანგარიშის ჩაბარებას და თქმას, რომ NCDC-ს დიდი მხარდაჭერის მიუხედავად, სამინისტრო კონტაქტზე არ გამოდის. ეს ცოტა გაუგებარია იმ ფონზე, როდესაც მინისტრი საუბრობს „გაფუჭებულ“ დოზებზე.

 

ჩვენ სამუშაო ფორმატს რომ „არ გადავახტე“, ამ წერილს ჯერ თქვენ გიგზავნით. პარალელურად, გთხოვთ, თუ თავს უფლებამოსილად თვლით, მომაწოდოთ ინფორმაცია თანახმაა თუ არა სამინისტრო ჩვენ ინიციატივაზე და თუ არა, ხომ არ იცით რატომ?

 

თუ თვლით, რომ პასუხი სამინისტროს გასაცემია, მაშინ ზემოხსენებული შინაარსის ანგარიშს ჩავაბარებ ჯგუფს ხსენებულ დროს (ბუნებრივია NCDC-ს მხარდამჭერი როლის სპეციალური აღნიშვნით!).

 

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბ-ნ ამირანს და მთელ NCDC-ს მხარდაჭერისთვის!

 

„სოლიდარობის მოძრაობის“ სახელით და კეთილი სურვილებით,

 

ლევან ბუთხუზი (599 93 99 88)

 

ასლი:

თამარ კვარაცხელია - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კომუნიკაციების კონსულტანტი.

ნანა ორმოცაძე - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონტრაქტორი, კომუნიკაციების სპეციალისტი 

 

On Sun, Mar 28, 2021 at 6:59 PM Irma Khonelidze <ikhonelidze@gmail.com> wrote:

მოგესალმებით ლევან

 

მადლობა მოწოდებული ინფორმაციისთვის. საინიციატივო ჯგუფთან დაკავშირებით პროგრესს ,შეგატყობინებთ როგორც კი მივიღებთ დასტურს

 

პატივისცემით

ირმა

 

On Sat, Mar 27, 2021 at 4:53 PM Levan Butkhuzi <lbutkhuzi@gmail.com> wrote:

პატიცვემულო კოლეგებო,

გამოგზავნის შემდეგ სიიდან ამოვარდა ერთი ადამიანი, ჩაჯდა სხვა და ერთმა მომწერა, რომ მისი სახელი არასწორად ეწერა. ამიტომ, შეძლებისდგვარდ ყველაფერი გავასწორე და გიგზავნით თავიდან. რომ არ აგერიოთ, დაკორექტირებულ ფაილს დავარქვი ინგლისური სათაური Updated_List_27.03.21.

ბოდიში, გმადლობთ,

ლევანი

 

 

On Sat, Mar 27, 2021 at 2:31 PM Levan Butkhuzi <lbutkhuzi@gmail.com> wrote:

ბოდიში, 208- ადამიანს უწერია "რეზერვი" რადგან ერთი ამოვარდა და რეზერვიდან ჩაჯდა, რეალურად კი ცნობილი ფოტოგრაფია - ლეილა (ლელი) ბლაგონრავოვა :)))

სამწუხაროდ, ექიმებისგან განსხვავებით რიგით მოქალაქეებში "წყვეტაა" ასტრაზენეკაზე.

არა უშავს! იმედი მაქვს ჩვენი მიკრო-კამპანია ბევრ ადამაინს წამოიკიდებს!

კეთილი სურვილებით,
ლევანი

 

On Sat, Mar 27, 2021 at 2:28 PM Levan Butkhuzi <lbutkhuzi@gmail.com> wrote:

პატივცემულო კოლეგებო,

დიდი მადლობა გუშინდელი ნაყოფიერი შეხვედრისთვის.

დაპირებისამებრ გიგზავნით დაზუსტებულ სიას, რომელიც პაქტიკულობის მიზნით 10 ჯგუფზე ზუსტად იყოფა.

პარალელურად, ვმუშაობთ ჩევნი სომეხი და აზერბაიჯანელი მოქალაქეების სიაზე. იქ კი მართლა "ინფლუენსერები" გვინდა ალბათ. აზერბაიჯანულ მხარეს ვეცდებით მარნეულში ჩატარდეს და, ასევე, ვეცდებით მათ სულიერ ლიდერებთან დაკავშირებას. რაც შეეხება სომეხ თანამოქალაქეებს, სანამ ახალცხის ცენტრი დაკეტილია განვიხილოთ თბილისელი სომეხი თანამოქალაქეები არა?

შემდეგი კვირიდან (ორშაბათიდან) მზად ვართ მივხედოთ საორგანიზაციო და მეთოდურ საკითხებს და სინქრონიზაცია დავამყაროთ სხვა ჯგუფებთან (პირველ რიგში სამინისტროსთან). 

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა.

პატივისცემით,

ლევანი


 

--

Irma Khonelidze

Deputy Director General, MPA

National Center for Disease Control and Public Health