From : Tamar Gabunia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=E6CA04F38EC94D0CADAB9CBDF90FCDDE-TAMAR G>
To : Aleko Tskitishvili <a.tskitishvili@gmail.com>; info <info@moh.gov.ge>
Subject : RE: ადამიანის უფლებათა ცენტრი - შეხვედრის თხოვნა
Cc : hrc@hrc.ge<hrc@hrc.ge> <hrc@hrc.ge>; hrc@hrc.ge; nino tlashadze <ninotlashadze@gmail.com>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>
Received On : 02.04.2021 13:04
Attachments :

დიდი მადლობა წერილისთვის!

 

ნატა

გთხოვ გააგრძელოთ კომუნიკაცია და ჩანიშნოთ შეხვედრა.

 

პატივისცემით,

თამარ გაბუნია

მინისტრის პირველი მოადგილე

 

Sincerely,

Tamar Gabunia, MD, MPH

First Deputy Minister

 

cid:image001.jpg@01D50033.645805C0

 

 

 

 

From: Aleko Tskitishvili [mailto:a.tskitishvili@gmail.com]
Sent: 2 April, 2021 17:05
To: Tamar Gabunia ; info
Cc: hrc@hrc.ge; nino tlashadze
Subject: ადამიანის უფლებათა ცენტრი - შეხვედრის თხოვნა

 

ქალბატონო თამარ, მოგესალმებით. 

 

მოგმართავთ უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციის - ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი.

 

ადამიანის უფლებათა ცენტრი 2021 წლის 20 იანვრიდან ახორციელებს პროექტს - „პანდემიის შედეგების შემსუბუქება მარტოხელა ხანდაზმულებისთვის შიდა ქართლში“. პროექტის ფარგლებში მოხალისეებმა ოთხივე მუნიციპალიტეტში (გორი, ხაშური, ქარელი, კასპი) პირდაპირი ვიზიტის ფარგლებში გამოკითხეს 100-ზე მეტი მარტოხელა/მარტო მცხოვრები ხანდაზმული.  მათი აბსოლუტური უმრავლესობის განცხადებით, ისინი ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამით ვერ სარგებლობენ, მიუხედავად იმისა, რომ პროგრამა ითვალისწინებს რიგი დაავადებების  სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფას.

 

ამ პრობლემებთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ცენტრმა ცოტა ხნის წინ გაავრცელა საჯარო მიმართვა

http://humanrights.ge/index.php?a=main&pid=20346&lang=geo

 

მიმართვაში წარმოდგენილია კონკრეტული  რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინების შემთხვევაში, ჩვენი აზრით, პროგრამა უფრო ეფექტური იქნება.

 

ჩვენი სურვილია, ამ თემებთან დაკავშირებით შეგხვდეთ და ერთად განვიხილოთ ხანდაზმული ადამიანების მედიკამენტებით უზრუნველყოფის პრობლემებზე, გავცვალოთ ინფორმაცია და გაგაცნოთ ჩვენი ხედვები ამ პრობლემების მოგვარებისათვის. 

 

გთხოვთ, 10-20 აპრილის შუალედში გამონახოთ დრო ან გამოყოთ სამინისტროში ამ თემატიკაზე მომუშავე და პასუხისმგებელ პირები, ვისაც შევხვდებით და გავუზიარებთ ჩვენს ხედვებს. 

 

მნიშვნელოვანია, შეხვედრაში მონაწილეობა ასევე მიიღონ, სააფთიაქო ქსელების წარმომადგენლებმაც, რადგან ჩვენი რეკომენდაციის ნაწილი მათ ეხებათ. 

 

ჩვენს მიმართვას ასევე გიგზავნით დანართის სახითაც.

 

დიდი მადლობა წინასწარ!


პატივისცემით და თანამშრომლობის იმედით,

ალეკო ცქიტიშვილი

--

Aleko Tskitishvili

Executive Director

Human Rights Center (HRC)

 

11 A, Ak. Gakhokidze str., III Floor
Tbilisi, 0160 Georgia;    
Tel: 
(+995 32) 237 69 50(+995 32) 238 46 48
Web-Site: 
http://www.hridc.org

Visit our Online Magazine at: http://www.humanrights.ge

Video Portal on Human Rights: http://www.hridc.tv

A sorry campaign: http://www.apsni.org