From : Tamar Gabunia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=E6CA04F38EC94D0CADAB9CBDF90FCDDE-TAMAR G>
To : giorgi chavchavadzegiorgiEkaterine AdamiaEkaterineLela TsotsoriaLelaetikaradze@yahoo.de <etikaradze@yahoo.de>; Tea BakradzeTeaKetevan GoginashviliKetevan
Subject : Primary Care Reform
Cc : Beka JakeliBekatmeliqidze@yahoo.com <tmeliqidze@yahoo.com>; Giorgi TsotskolauriGiorgiTinatin KhardzianiTinatinAleksandre KalandiaAleksandreZaal KapanadzeZaal
Received On : 04.04.2021 09:31
Attachments :

ბატონო გია

 

როგორც შევთანხმდით მნიშვნელოვანია პირველადი ჯანდაცვის რეფორმისთვის განფასების მოდელის შესწავლა და დეტალების დაზუსტება, რათა უკვე კონკრეტულად ჩამოვყალიბდეთ ანაზღაურების ოდენობასა და გადახდის მექანიზმებზე.

გიგზავნით პჯდ დაფინანსების მოდელს ექსელის ფაილში. ამ კვირაში შეგვიძლია მოვითხოვოთ კაკის და ირინას მონაწილეობა სამუშაო შეხევდრაში, რომ კარგად გაერკვეთ რა ელემენტებს შეიცავს ეს მოდელი.

რეფორმის ეტაპობრივი დაწყების და განხორციელების მოდელი დასამუშავებელი გვექნება და ამ მიმართულებითაც უნდა იმუშაოს პოლიტიკის სამმართველომ.

საწყისი იდეა ასეთია (ვაგზავნი დისკუსიისთვის და შემდგომი დამუშავებისთვის) : პროგრამა დააყენებს ხარისხობრივ მოთხოვნებს და მხოლოდ იმ კლინიკებს ჩართავს გაზრდილი ტარიფით ანაზღაურებად სქემებში, რომლებიც ამ მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ. გარკვეულ წილად ეს გამოიწვევს უთანაბრობას ხარისხიან სერვისზე ხელმისაწვდომობაში, თუმცა მოქალაქეს შეუძლია გააკეთოს არჩევანი და გადმომაგრდეს იმ კლინიკაში, რომელიც ხარისხის ნიშნით შეირჩა პროგრამაში მონაწილეობისთვის. მაგ. თუ დავიწყებთ იმ კლინიკებით, რომლებიც ემსახურებიან 13000-ზე მეტ მოსახლეს, აქვთ კარგი ინფრაქსტრუქტურა და გაფართოვების პოტენციალი (20000- მდე რომ მაინც ავიდნენ დიდ ქალაქებში), მისი პერსონალი უწყევეტი სამედიცინო განათლების პროგრამებში მონაწილეობს და სხვ. ; მათ ავუნაზღაურებთ გაზრდილი ტარიფით და ასევე პრიორიტეტული პროგრამული პაკეტების განხორციელებისთვის (მაგ. ბავშვთა ადრეული განვითარების შეფასება და არაგადამდები დაავადებების მართვა და ა.შ.), მოსალოდნელია, რომ მოქალაქე გადავიდეს ასეთ კლინიკაში, ასევე სხვა მცირე კლინიკებს შეექმნებათ გაერთიანების მოტივაცია. პროცესი შეგვიძლია დავიწყოთ მაგ. ივნისიდან 1 წლიანი გარდამავალი პერიოდით.

სოფლად პრიორიტეტული პროგრამები დამატებით კაპიტაციაში შეიძლება მოხვდეს და დაემატოს მათ ვინც სათანადო შესრულებას უჩვენებს. ამისთვის მეტი მოსამზადებელი პერიოდი დაგვჭირდება.

რეფორმის განხორციელების პროცესზე ერთად ვიმსჯელოთ.  

გთხოვთ ამ ეტაპზე მოახდინოთ დანართში წარმოდგენილ „PHC Payment Model” ერთეულის ფასების ვალიდაცია, რომ ახალი კაპიტაციისთვის კარგი საფუძველი გვქონდეს.

დიდი მადლობა!

 

პატივისცემით,

თამარ გაბუნია

მინისტრის პირველი მოადგილე

 

Sincerely,

Tamar Gabunia, MD, MPH

First Deputy Minister

 

cid:image001.jpg@01D50033.645805C0