| From : | Tamar Gabunia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=E6CA04F38EC94D0CADAB9CBDF90FCDDE-TAMAR G> |
| To : | etikaradze@yahoo.de<etikaradze@yahoo.de> <etikaradze@yahoo.de>; etikaradze@yahoo.de |
| Subject : | Fwd: კლინიკების განაწილება აცრებისთვის |
| Received On : | 20.03.2021 17:15 |
| Attachments : |
ქალბატონო თამარ,
გთხოვთ გადახედოთ ამ განაწილებას ჰოსპიტლების, რომელიც ჩვენებმა მოამზადეს შიდა კონსულტაციების შემდეგ და რომლებმაც უნდა იფუნქციონირონ შემდეგი კვირიდან როგორც ამცრელებმა.
ფაიზერის ჩამოსვლის შემდეგ ადრე გადამზადებული 9 კლინიკა გადაერთვება ფაიზერის ვაქცინის ადმინისტრირებაზე. და დიდ ქალაქებში (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი) ასტრაზენეკასთვის ისინი ჩანაცვლდებიან სხვა შემოთავაზებული კლინიკებით, რომელთაც თქვენი თანხმობის შემთხვევაში სამინისტრომ უნდა მისცეს შესაბამისი დავალება, უნდა გადამზადდენ შესაბამისად და ფუნქციონირება დაიწყონ შემდეგი კვირის ხუთშაბათ-პარასკევიდან.
ჩვენები მზად არიან ჯანდაცვისა და რეგულირების დეპარტამენტებთან ერთად განიხილონ სქემა ორსაბათს და შეთანხმების შემდეგ დაიწყონ
კლინიკების მომზადება.
პატივისცემით
ამირანო
გთხოვთ ქვემოთ იხილოთ ნარატივი (მოამზადეს პროგრამებმა და გადამდებმა დეპარტამენტმა) და ბმულში ექსელის ცხრილის სახით განაწილება.
თბილისში 6 სტაციონარი გვქონდა, ფაიზერზე გადასვლის შემდგომ შესაძლებელი განვიხილოთ შემდეგი კლინიკების დამატების შესაძლებლობა ასტრაზენეკას ადმინისტრირებისთვის:
1. ღუდუშაური
2. მე-5 კლინიკური საავადმყოფო
3. ნიუ ჰოსპიტალსი
4. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა
5. ბოჭორიშვილის კლინიკა
6. ინგოროყვას კლინიკა
იმერეთში 5 სტაციონარი გვქონდა დატოვებული, საიდანაც ვფიქრობთ პროცესი დავტოვოთ მხოლოდ სამში ქუთაისის ცხაკაიას ინტერვენციულში, ქუთაისის თანამედროვე ტექნოლოგიებსა და საჩხერის რაიონულ საავადმყოფოებში, ფაიზერზე გადასვლის შემდეგ ქუთაისში ასტრაზენეკას ადმინისტრირებისთვის შეგვიძლია ჩავრთოთ
1. რეგიონული ჯანდაცვის ო.ჩხობაძის სახ. საავადმყოფო
აჭარაში 2 სტაციონარი გვქონდა ბათუმის რესპუბლიკური და ქობულეთის საავადმყოფო, ფაიზერზე გადასვლის მერე ბათუმში შეგვიძლია ჩავრთოთ ასტრაზენეკას ადმინისტრირებისთვის
1. ევექსის ჰოსპიტლების - ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი
გურიაში 3 სტაციონარი გვქონდა, აქედან ვტოვებთ მხოლოდ ოზურგეთის მედალფას
რაჭაში 1 სტაციონარია ამბროლაურში და ვფიქრობთ ეს დაწესებულება უნდა დარჩეს მიმწოდებლად.
კახეთში 8 სტაციონარი გვქონდა, საიდანაც ვფიქრობთ პროცესი დავტოვოთ მხოლოდ სამში თელავში, გურჯაანსა და ლაგოდეხში
სამეგრელოში 1 სტაციონარი გვქონდა ზუგდიდში და ვფიქრობთ უნდა მიემატოს სენაკის არქიმედეს კლინიკა, სამინისტრო ითხოვს ასევე რუხის კლინიკის ჩართვას აფხაზეთიდან გადმოსულების აცრისთვის
მცხეთა-მთიანეთში 2 სტაციონარი გვქონდა ყაზბეგსა და დუშეთში, ყაზბეგში ვაჩერებთ და მცხეთაში ვამატებთ 1 სტაციონარს მცხეთის სამედიცინო ცენტრს, რომელსაც აქვს რეანიმაცია, ასევე რჩება დუშეთის ჯეოჰოსპიტალიც
სამცხე-ჯავახეთში 3 სტაციონარი გვქონდა, აქედან ვაუქმებთ ბორჯომს და აცრებს ვტოვებთ ახალქალაქსა და ახალციხეში
ქვემო ქართლში 5 სტაციონარი გვქონდა და ვაქცინაციას ვტოვებთ მხოლოდ მარნეულსა და გარდაბანში (ეთიშება წალკა, ბოლნისი, დმანისი) და რუსთავში უნდა ჩავრთოთ ერთი კლინიკა მაინც ან ცენტრალური საავადმყოფო ან აზოტის საავადმყოფო (საღამოთი მოგვაწვდის ინფორმაციას ბატონი დავით ბეგაშვილი, როგორც ამიხსნა ცენტრალური კლინიკა სჯობია მაგრამ დირექტორია წინააღმდეგი)
შიდა ქართლში 5 სტაციონარი გვქონდა, აქედან ვფიქრობთ მხოლოდ 2-ის დატოვებას გორში 1 კლინიკის გორმედი და ხაშურში ევექსის ახალი კლინიკა