From : Tengiz Tsertsvadze <tt@aidscenter.ge>
To : Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>
Subject : Re: COVID-19-თან დაკავშირებული გარდაცვალების საკითხები
Cc : levangopodze@yahoo.com; David.Gadelia@bochorishvili.ge; kakhaber.ishkhneli@bochorishvili.ge; Levani Ratiani <levaniratiani@yahoo.com>; marinaezugbaia@yahoo.com; marinaendeladze@ymail.com; ketimachavariani57@gmail.com; ninochumburidzetch@gmail.com; maiakere59@gmail.com; tmeliqidze@yahoo.com; Giorgi Chavchavadze <gchavchavadze@moh.gov.ge>; a.gamkrelidze@ncdc.ge; Anzor Tchavtchavadze <atchavtchavadze@moh.gov.ge>; Alisa Tsuladze <atsuladze@moh.gov.ge>; akakiabutidze@yahoo.com; Levan Kandelaki <lkandelaki8@gmail.com>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
Received On : 30.03.2021 19:18

ქალბატონო ეკა,

გავეცანით COVID-19-თან დაკავშირებული სიკვდილის მიზეზების განსაზღვრისა და გარდაცვალების სამედიცინო ცნობის აღრიცხვის წესების გზამკვლევს.

ვფიქრობთ, დოკუმენტი ძალიან კარგადაა შედგენილი, კრიტერიუმები და რეკომენდაციები გასაგებად და დამაჯერებლადაა ფორმულირებული. გზამკვლევი დიდ დახმარებას გაუწევს კლინიცისტებს COVID-19-ით პაციენტებში გამოსავლების შეფასების ოპტიმაზაციის თვალსაზრისით.

საკითხის აქტუალობის გათვალისწინებით, გთხოვთ განიხილოთ აღნიშნული დოკუმენტის უმოკლეს დროში დამტკიცების და მისი იმპლემენტაციის შესაძლებლობა.  

პატივისცემით,

თენგიზ ცერცვაძე 


On Tue, Mar 9, 2021 at 12:11 PM Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge> wrote:

მოგესალმებით,


როგორც მოგეხსენებათ, კლინიკური ჯგუფის მიერ, ბოლო შეხვედრაზე განხილულ იქნა COVID-19-თან დაკავშირებული გარდაცვალების საკითხები. განმეორებით გიგზავნით შეხვედრის ოქმს და გთხოვთ, თქვენს პოზიციას. 


ასევე, გაცნობებთ, რომ შეხვედრაზე გამოთქმული მოსაზრებების გათვალისწინებით, დაავადებათა კონტროლთან ერთად, შემუშავდ,,COVID-19-თან დაკავშირებული სიკვდილის მიზეზების განსაზღვრისა და გარდაცვალების სამედიცინო ცნობის აღრიცხვის წესების გზამკვლევი" და „დაბადებისა და გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობის ფორმების, მათი შევსებისა და გაგზავნის, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან დაბადებისა და გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 24 აგვისტოს №01-37/ნ – №173 ერთობლივ ბრძანების ცვლილების პროექტი.


გიგზავნით აღნიშნულ დოკუმენტებს შესათანხმებლად და გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი წინადადებები და მოსაზრებები.


პატივისცემით,


ეკა