| From : | Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge> |
| To : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> |
| Subject : | RE: კლინიკების განაწილება აცრებისთვის და პრიორიტეტული ჯგუფები |
| Cc : | giorgi chavchavadze <gchavchavadze@moh.gov.ge>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; Paata Imnadze <pimnadze@ncdc.ge>; Irma Khonelidze <I.khonelidze@ncdc.ge>; Aleko Turdziladze Gmail <turdziladze@gmail.com>; Khatuna Zakhashvili <episurvncdc@gmail.com>; Khvicha Getia Gmail <khgetia@gmail.com>; Lia Jabidze <L.Jabidze@ncdc.ge>; Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge>; Zaal Kapanadze <zkapanadze@moh.gov.ge>; Kakhaber Shalikadze <kshalikadze@moh.gov.ge> |
| Received On : | 21.03.2021 18:28 |
| Attachments : |
ქალბატონო თამარ,
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განვიხილეთ თქვენს მიერ მოწოდებული
წინასწარი
მონახაზი ვაქცინაციის პროგრამის განხორციელების პრინციპების თაობაზე,
წარმოგიდგენთ ჩვენს მოსაზრებებს:
პირველ ოთხ პუნქტთან დაკავშირებით, კერძოდ:
1.
22 მარტს გამოცხადდეს, რომ სამედიცინო პერსონალთან ერთად რეგისტრაციის და რიგის დაჯავშნის საშუალება ექნებათ 55 წლის ზემოთ ასაკის პირებს
2.
პრიორიტეტული რეგისტრაცია შენარჩუნდეს 55 წლის ზემოთ სამედიცინო პერსონალისთვის- არსებული დოზების გარკვეული პროცენტი (იხილეთ ცხრილში) უნდა იქნას დარეზერვებული
სამედიცინო პერსონალისთვის
3.
55 წლამდე სამედიცინო პერსონალს რიგში ჩაწერის საშუალება მიეცეს არაუადრეს 1 აპრილისა
4.
ასევე რეგისტრაცია პრიორიტეტული გახდეს 65 წლის ზემოთ პირებისთვის ანუ ვაქცინების არსებულის დოზების გარკვეული პროცენტი უნდა დარეზერვდეს ამ ჯგუფისთვის
ვფიქრობთ, უმჯობესია მივყვეთ
COVID19
ვაქცინაციის გეგმას, შესაბამისად 22 მარტს გამოცხადდეს, რომ სამედიცინო პერსონალთან ერთად რეგისტრაციის და რიგის დაჯავშნის საშუალება ექნება 65 წელს ზემოთ მოსახლეობას.
რეგისტრაცია დაიწყება მინიმუმ 3 დღით ადრე ამ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციის დაწყებამდე.
ხსენებული ასაკობრივი ჯგუფისთვის განმარტებული იქნება, რომ: დაჯავშნა შესაძლებელია ონლაინ, 1522-თან
დაკავშირებით ან შერჩეული დაწესებულებისთვის მიმართვით; რიგების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდირებულია ონლაინ რეგისტრაცია.
55 წლამდე სამედიცინო პერსონალის რეგისტრაციის განსხვავებულ რეჟიმში გადატანა
ბევრი არგუმენტით არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად. ასევე, მთავარი მესიჯი რასაც შეთანხმებულად ვაჟღერებთ არის ჩვენი გადაწყვეტილებების საფუძვლად
EMA
და
WHO
- ს რეკომენდაციების გათვალისწინება.
5.რეგისტრაციის პორტალი უნდა იძლეოდეს რიგის დაჯავშნის საშუალებას 30 აპრილის ჩათვლით
ტექნიკურად შესაძლებელია, თუმცა მარაგებში არსებული ნაშთების შევსებასთან ერთად შეჩერდება თუ უფრო ადრე მოხდა ყველა ვაქცინის დარეზერვება.
6. ასევე აუცილებლად უნდა დავიწყოთ საერთო რეგისტრაცია ყველა ასაკობრივ ჯგუფში იმისთვის, რომ ვნახოთ ვინ არის აცრით დაინტერესებული.
დღეს არსებული სისტემა გაკეთდა რიგების მართვისთვის/ვიზიტის დაჯავშნისთვის, რომელიც რეალურ დროში უყურებს არსებულ მარაგებში არსებულ ნაშთებს და მოქალაქეებს შესაბამისად აძლევს საშუალებას
დარეგისტრირდნენ. სამწუხაროდ, აღნიშნული სისტემა სხვა მიზნით ვერ იქნება გამოყენებული.
7.უნდა შეიქმნას მექანიზმი, რაც საერთო რეგისტრაციიდან აცრის რიგში გადმოყვანის შესაძლებლობას მისცემს პირს, თუკი ვინმე ჯავშანს გააუქმებს ან დამატებითი დოზები გამოჩნდება ვაქცინის
დღეს სწორედ ასე მუშაობს ელექტრონული სისტემა და ამ ნაწილში ცვლილება არ არის საჭირო
8.საკომუნიკაციო კამპანიის წარმოებისთვის გამოიყოს 1000 დოზა (500 ცნობადი სახის ასაცრელად მაღალი
ასაკობრივი ჯგუფებიდან)
ვფიქრობთ შესაძლებელია შემცირდეს რაოდენობა მაგ.: 100-მდე; კამპანიისთვის გამოყენებული უნდა იყოს ექსკლუზიურად
ასტრაზენეკას ან სინოფარმის ვაქცინა.
ამასთან
გთხოვთ ხვალვე იყოს მიღებული გადაწყვეტილება ჰოსპიტლების წარმოდგენილი განაწილების თაობაზე, რათა თქვენი თანხმობის შემთხვევაში ჯანდაცვისა და რეგულირების დეპარტამენტებთან
სწრაფად მოხდეს სქემაზე შეთანხმება, დაწესებულებების შემოწმება და ჩატარდეს ტრენინგები.
პატივისცემით,
ამირანი
ამირან გამყრელიძე,
მედ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი
გენერალური დირექტორი
კახეთის გზატკეცილი 99, თბილისი 0198
ტელ.: +995 32 2192599
Email:
a.gamkrelidze@ncdc.ge
From: Tamar Gabunia [mailto:tgabunia@moh.gov.ge]
Sent: კვირა, 21 მარტი, 2021 12:42
To: Amiran Gamkrelidze
Cc: giorgi chavchavadze; Ekaterine Adamia; Paata Imnadze; Irma Khonelidze; Aleko Turdziladze Gmail; Khatuna Zakhashvili; Khvicha Getia Gmail; Lia Jabidze; Ketevan Goginashvili; Zaal Kapanadze; Kakhaber Shalikadze
Subject: კლინიკების განაწილება აცრებისთვის და პრიორიტეტული ჯგუფები
ბატონო ამირან
დიდი მადლობა კლინიკების წინასწარი სიისთვის. ხვალ სამინისტროში იგეგმება ვაქცინაციის ეროვნული საბჭოს შეკრება (12.00 საათზე), რათა ვიმსჯელოთ პრიორიტეტული
ჯგუფების გაფართოვების პროცესზე, შემდეგ 1 საათზე მოვიწვევთ ვაქცინააციის უწყებათაშორის საბჭოს, რომელიც საბოლოოდ შეითანხმებს პრიორიტეტების გადანაწილებას. ჰოსპიტლების თემაზე მსჯელობა გავაგრძელოთ 3 საათიდან.
გთხოვთ უზრუნველყოთ სამინისტროში იმუნიზაციის პროცესზე პასუხისმგებელი პირების დასწრება ამ შეხვედრებზე, რათა საბოლოოდ ჩამოვყალიბდეთ სამოქმედო გეგმაზე
და შესაბამისი განცხადებებიც გავაკეთოთ.
აქვე გიგზავნით წინასწარ მონახაზს ვაქცინაციის პროგრამის განხორციელების პრინციპების თაობაზე, რისი შეთანხმებაც უნდა მოხდეს ორივე საბჭოსთან,. კარგი
იქნება ჩვენი შიდა პოზიცია დღეს რომ ჩამოვაყალიბოთ, ამიტომ დაველოდები გამოხმაურებას.
პატივისცემით,
თამარ გაბუნია
მინისტრის პირველი მოადგილე
Sincerely,
Tamar Gabunia,
MD, MPH
First Deputy Minister
From: Amiran Gamkrelidze [mailto:A.Gamkrelidze@ncdc.ge]
Sent: 20 March, 2021 21:08
To: Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
Cc: giorgi chavchavadze <gchavchavadze@moh.gov.ge>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; Paata Imnadze <pimnadze@ncdc.ge>; Irma
Khonelidze <I.khonelidze@ncdc.ge>; Alexander Turdziladze <turdziladze@gmail.com>; Khatuna Zakhashvili <episurvncdc@gmail.com>; Khvicha
Getia Gmail <khgetia@gmail.com>; Lia Jabidze <L.Jabidze@ncdc.ge>
Subject: კლინიკების განაწილება აცრებისთვის
Importance: High
ქალბატონო თამარ,
გთხოვთ გადახედოთ ამ განაწილებას ჰოსპიტლების, რომელიც ჩვენებმა მოამზადეს შიდა კონსულტაციების შემდეგ და რომლებმაც უნდა იფუნქციონირონ შემდეგი კვირიდან
როგორც ამცრელებმა.
ფაიზერის ჩამოსვლის შემდეგ ადრე გადამზადებული 9 კლინიკა გადაერთვება ფაიზერის ვაქცინის ადმინისტრირებაზე. და დიდ ქალაქებში (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი)
ასტრაზენეკასთვის ისინი ჩანაცვლდებიან სხვა შემოთავაზებული კლინიკებით, რომელთაც თქვენი თანხმობის შემთხვევაში სამინისტრომ უნდა მისცეს შესაბამისი დავალება, უნდა გადამზადდენ შესაბამისად და ფუნქციონირება დაიწყონ შემდეგი კვირის ხუთშაბათ-პარასკევიდან.
ჩვენები მზად არიან ჯანდაცვისა და რეგულირების დეპარტამენტებთან ერთად განიხილონ სქემა ორსაბათს და შეთანხმების შემდეგ დაიწყონ
კლინიკების მომზადება.
პატივისცემით
ამირანო
გთხოვთ ქვემოთ იხილოთ ნარატივი (მოამზადეს პროგრამებმა და გადამდებმა დეპარტამენტმა) და ბმულში ექსელის ცხრილის სახით განაწილება.
თბილისში 6
სტაციონარი
გვქონდა,
ფაიზერზე
გადასვლის შემდგომ
შესაძლებელი განვიხილოთ
შემდეგი კლინიკების
დამატების შესაძლებლობა
ასტრაზენეკას ადმინისტრირებისთვის:
1. ღუდუშაური
2. მე-5
კლინიკური საავადმყოფო
3. ნიუ
ჰოსპიტალსი
4. პირველი
საუნივერსიტეტო
კლინიკა
5. ბოჭორიშვილის
კლინიკა
6. ინგოროყვას
კლინიკა
იმერეთში 5
სტაციონარი
გვქონდა
დატოვებული,
საიდანაც ვფიქრობთ
პროცესი დავტოვოთ
მხოლოდ სამში
ქუთაისის ცხაკაიას
ინტერვენციულში, ქუთაისის
თანამედროვე
ტექნოლოგიებსა და
საჩხერის რაიონულ
საავადმყოფოებში, ფაიზერზე
გადასვლის
შემდეგ ქუთაისში
ასტრაზენეკას ადმინისტრირებისთვის
შეგვიძლია
ჩავრთოთ
1.
რეგიონული
ჯანდაცვის
ო.ჩხობაძის
სახ. საავადმყოფო
აჭარაში 2
სტაციონარი
გვქონდა
ბათუმის
რესპუბლიკური და
ქობულეთის საავადმყოფო,
ფაიზერზე გადასვლის
მერე ბათუმში
შეგვიძლია ჩავრთოთ
ასტრაზენეკას ადმინისტრირებისთვის
1.
ევექსის
ჰოსპიტლების -
ბათუმის რეფერალური
ჰოსპიტალი
გურიაში 3
სტაციონარი
გვქონდა,
აქედან
ვტოვებთ მხოლოდ
ოზურგეთის მედალფას
რაჭაში 1
სტაციონარია ამბროლაურში
და
ვფიქრობთ ეს
დაწესებულება უნდა
დარჩეს მიმწოდებლად.
კახეთში 8
სტაციონარი
გვქონდა, საიდანაც
ვფიქრობთ
პროცესი დავტოვოთ
მხოლოდ სამში
თელავში, გურჯაანსა
და ლაგოდეხში
სამეგრელოში 1
სტაციონარი
გვქონდა
ზუგდიდში
და ვფიქრობთ
უნდა მიემატოს
სენაკის არქიმედეს
კლინიკა, სამინისტრო
ითხოვს ასევე
რუხის კლინიკის
ჩართვას აფხაზეთიდან
გადმოსულების აცრისთვის
მცხეთა-მთიანეთში 2
სტაციონარი
გვქონდა
ყაზბეგსა
და დუშეთში,
ყაზბეგში ვაჩერებთ
და მცხეთაში
ვამატებთ 1 სტაციონარს
მცხეთის სამედიცინო
ცენტრს, რომელსაც
აქვს რეანიმაცია,
ასევე რჩება
დუშეთის ჯეოჰოსპიტალიც
სამცხე-ჯავახეთში 3
სტაციონარი
გვქონდა,
აქედან
ვაუქმებთ ბორჯომს
და აცრებს
ვტოვებთ ახალქალაქსა
და ახალციხეში
ქვემო
ქართლში 5 სტაციონარი
გვქონდა
და
ვაქცინაციას ვტოვებთ
მხოლოდ მარნეულსა
და გარდაბანში (ეთიშება
წალკა,
ბოლნისი, დმანისი)
და რუსთავში
უნდა ჩავრთოთ
ერთი კლინიკა
მაინც ან
ცენტრალური საავადმყოფო
ან აზოტის
საავადმყოფო (საღამოთი
მოგვაწვდის ინფორმაციას
ბატონი დავით
ბეგაშვილი, როგორც
ამიხსნა ცენტრალური
კლინიკა სჯობია
მაგრამ დირექტორია
წინააღმდეგი)
შიდა
ქართლში 5 სტაციონარი
გვქონდა,
აქედან
ვფიქრობთ მხოლოდ 2-ის
დატოვებას
გორში 1 კლინიკის გორმედი
და
ხაშურში ევექსის
ახალი კლინიკა