From : Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>
To : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
Subject : RE: კლინიკების განაწილება აცრებისთვის და პრიორიტეტული ჯგუფები
Cc : giorgi chavchavadze <gchavchavadze@moh.gov.ge>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; Paata Imnadze <pimnadze@ncdc.ge>; Irma Khonelidze <I.khonelidze@ncdc.ge>; Aleko Turdziladze Gmail <turdziladze@gmail.com>; Khatuna Zakhashvili <episurvncdc@gmail.com>; Khvicha Getia Gmail <khgetia@gmail.com>; Lia Jabidze <L.Jabidze@ncdc.ge>; Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge>; Zaal Kapanadze <zkapanadze@moh.gov.ge>; Kakhaber Shalikadze <kshalikadze@moh.gov.ge>
Received On : 21.03.2021 09:42
Attachments :

მადლობა ქალბატონო თამარ,

 

დღეს 19.00 შიდა განხილვა გვაქვს ვაქცინაციის საკითხების. გავივლით ყველაფერს და გვიან დაგიბრუნდებით.

 

პატივისცემით,

 

ამირანი

 

From: Tamar Gabunia [mailto:tgabunia@moh.gov.ge]
Sent: კვირა, 21 მარტი, 2021 12:42
To: Amiran Gamkrelidze
Cc: giorgi chavchavadze; Ekaterine Adamia; Paata Imnadze; Irma Khonelidze; Aleko Turdziladze Gmail; Khatuna Zakhashvili; Khvicha Getia Gmail; Lia Jabidze; Ketevan Goginashvili; Zaal Kapanadze; Kakhaber Shalikadze
Subject: კლინიკების განაწილება აცრებისთვის და პრიორიტეტული ჯგუფები

 

ბატონო ამირან

 

დიდი მადლობა კლინიკების წინასწარი სიისთვის. ხვალ სამინისტროში იგეგმება ვაქცინაციის ეროვნული საბჭოს შეკრება (12.00 საათზე), რათა ვიმსჯელოთ პრიორიტეტული ჯგუფების გაფართოვების პროცესზე, შემდეგ 1 საათზე მოვიწვევთ ვაქცინააციის უწყებათაშორის საბჭოს, რომელიც საბოლოოდ შეითანხმებს პრიორიტეტების გადანაწილებას. ჰოსპიტლების თემაზე მსჯელობა გავაგრძელოთ 3 საათიდან.

გთხოვთ უზრუნველყოთ სამინისტროში იმუნიზაციის პროცესზე პასუხისმგებელი პირების დასწრება ამ შეხვედრებზე, რათა საბოლოოდ ჩამოვყალიბდეთ სამოქმედო გეგმაზე და შესაბამისი განცხადებებიც გავაკეთოთ.

აქვე გიგზავნით წინასწარ მონახაზს ვაქცინაციის პროგრამის განხორციელების პრინციპების თაობაზე, რისი შეთანხმებაც უნდა მოხდეს ორივე საბჭოსთან,. კარგი იქნება ჩვენი შიდა პოზიცია დღეს რომ ჩამოვაყალიბოთ, ამიტომ დაველოდები გამოხმაურებას.

 

პატივისცემით,

თამარ გაბუნია

მინისტრის პირველი მოადგილე

 

Sincerely,

Tamar Gabunia, MD, MPH

First Deputy Minister

 

cid:image001.jpg@01D50033.645805C0

 

 

 

From: Amiran Gamkrelidze [mailto:A.Gamkrelidze@ncdc.ge]
Sent: 20 March, 2021 21:08
To: Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
Cc: giorgi chavchavadze <gchavchavadze@moh.gov.ge>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; Paata Imnadze <pimnadze@ncdc.ge>; Irma Khonelidze <I.khonelidze@ncdc.ge>; Alexander Turdziladze <turdziladze@gmail.com>; Khatuna Zakhashvili <episurvncdc@gmail.com>; Khvicha Getia Gmail <khgetia@gmail.com>; Lia Jabidze <L.Jabidze@ncdc.ge>
Subject: კლინიკების განაწილება აცრებისთვის
Importance: High

 

ქალბატონო თამარ,

 

გთხოვთ გადახედოთ ამ განაწილებას ჰოსპიტლების, რომელიც ჩვენებმა მოამზადეს შიდა კონსულტაციების შემდეგ და რომლებმაც უნდა იფუნქციონირონ შემდეგი კვირიდან როგორც ამცრელებმა.

ფაიზერის ჩამოსვლის შემდეგ ადრე გადამზადებული 9 კლინიკა გადაერთვება  ფაიზერის ვაქცინის ადმინისტრირებაზე. და დიდ ქალაქებში (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი) ასტრაზენეკასთვის ისინი ჩანაცვლდებიან სხვა შემოთავაზებული კლინიკებით, რომელთაც თქვენი თანხმობის შემთხვევაში სამინისტრომ უნდა მისცეს შესაბამისი დავალება, უნდა გადამზადდენ შესაბამისად და ფუნქციონირება დაიწყონ შემდეგი კვირის ხუთშაბათ-პარასკევიდან.

 

ჩვენები მზად არიან ჯანდაცვისა და რეგულირების დეპარტამენტებთან ერთად განიხილონ სქემა ორსაბათს და შეთანხმების შემდეგ დაიწყონ

კლინიკების მომზადება.

 

პატივისცემით

 

ამირანო

 

 

გთხოვთ ქვემოთ იხილოთ ნარატივი (მოამზადეს პროგრამებმა და გადამდებმა დეპარტამენტმა) და ბმულში ექსელის ცხრილის სახით განაწილება.

 

 

თბილისში 6 სტაციონარი ვქონდა, ფაიზერზე გადასვლის შემდგომ შესაძლებელი განვიხილოთ შემდეგი კლინიკების დამატების შესაძლებლობა ასტრაზენეკას ადმინისტრირებისთვის:

 

1. ღუდუშაური

2. მე-5 კლინიკური საავადმყოფო

3. ნიუ ჰოსპიტალსი

4. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა

5. ბოჭორიშვილის კლინიკა

6. ინგოროყვას კლინიკა

 

იმერეთში 5 სტაციონარი ვქონდა დატოვებული, საიდანაც ვფიქრობთ პროცესი დავტოვოთ მხოლოდ სამში ქუთაისის ცხაკაიას ინტერვენციულში, ქუთაისის თანამედროვე ტექნოლოგიებსა და საჩხერის რაიონულ საავადმყოფოებში, ფაიზერზე გადასვლის შემდეგ ქუთაისში ასტრაზენეკას ადმინისტრირებისთვის შეგვიძლია ჩავრთოთ

1.      რეგიონული ჯანდაცვის .ჩხობაძის სახ. საავადმყოფო

 

აჭარაში 2 სტაციონარი ვქონდა ბათუმის რესპუბლიკური და ქობულეთის საავადმყოფო, ფაიზერზე გადასვლის მერე ბათუმში შეგვიძლია ჩავრთოთ ასტრაზენეკას ადმინისტრირებისთვის

1.      ევექსის ჰოსპიტლების - ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი

 

გურიაში 3 სტაციონარი ვქონდა, აქედან ვტოვებთ მხოლოდ ოზურგეთის მედალფას

რაჭაში 1 სტაციონარია ამბროლაურში და ვფიქრობთ ეს დაწესებულება უნდა დარჩეს მიმწოდებლად.

კახეთში 8 სტაციონარი ვქონდა,  საიდანაც ვფიქრობთ პროცესი დავტოვოთ მხოლოდ სამში თელავში, გურჯაანსა და ლაგოდეხში

სამეგრელოში 1 სტაციონარი ვქონდა ზუგდიდში და ვფიქრობთ უნდა მიემატოს სენაკის არქიმედეს კლინიკა, სამინისტრო ითხოვს ასევე რუხის კლინიკის ჩართვას აფხაზეთიდან გადმოსულების აცრისთვის

მცხეთა-მთიანეთში 2 სტაციონარი ვქონდა ყაზბეგსა და დუშეთში, ყაზბეგში ვაჩერებთ და მცხეთაში ვამატებთ 1 სტაციონარს მცხეთის სამედიცინო ცენტრს, რომელსაც აქვს რეანიმაცია, ასევე რჩება დუშეთის ჯეოჰოსპიტალიც

სამცხე-ჯავახეთში 3 სტაციონარი ვქონდა, აქედან ვაუქმებთ ბორჯომს და აცრებს ვტოვებთ ახალქალაქსა და ახალციხეში

ქვემო ქართლში 5 სტაციონარი ვქონდა და ვაქცინაციას ვტოვებთ მხოლოდ მარნეულსა და გარდაბანში (ეთიშება წალკა, ბოლნისი, დმანისი) და რუსთავში უნდა ჩავრთოთ ერთი კლინიკა მაინც ან ცენტრალური საავადმყოფო ან აზოტის საავადმყოფო (საღამოთი მოგვაწვდის ინფორმაციას ბატონი დავით ბეგაშვილი, როგორც ამიხსნა ცენტრალური კლინიკა სჯობია მაგრამ დირექტორია წინააღმდეგი)

შიდა ქართლში 5 სტაციონარი ვქონდა, აქედან ვფიქრობთ მხოლოდ 2-ის დატოვებას გორში 1 კლინიკის  გორმედი და ხაშურში ევექსის ახალი კლინიკა