| From : | Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge> |
| To : | Khatuna Zakhashvili <episurv@ncdc.ge>; Amiran Gamkrelidze Gmail <gamkrelidzea@gmail.com>; Paata Imnadze <pimnadze@ncdc.ge> |
| Subject : | RE: სპორტული და გასართობი ღონისძიებები |
| Cc : | Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; Marine Baidauri <mbaidauri@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Ketevan Dartsmelia <kdartsmelia@moh.gov.ge>; bperadze1@gmail.com |
| Received On : | 23.03.2021 15:40 |
ქალბატონო ხათუნა,
გადმოგზავნილ დოკუმნტთან (დანართი 13 - სპორტი) დაკავშირებით სხვა ჩანაწერები (მაგ. განთავსება და დასტიკერება) მისაღებია?
რაც შეეხება ტესტირებას - თუ სწორად გავიგე შემდეგი ფორმულირებით უნდა იყოს : შეკრების შეჯიბრის დაწყების წინ უნდა მოხდეს სული შემადგენლობის ტესტირება პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის(პჯრ) ან სწრაფი ტესტის მეშვეობით, სპორტის შესაბამისი სახეობის საერთაშორისო ფედერაციის რეკომენდაციების გათვალისწინებით.
პატივისცემით
ბექა ფერაძე
From: Khatuna Zakhashvili
Sent: 23 March, 2021 18:44
To: Beka Peradze
Cc: Ekaterine Tikaradze
Subject: RE: სპორტული და გასართობი ღონისძიებები
ბატონო ბექა,
გავეცანით გადმოგზავნილ დოკუმნტს (დანართი 13 - სპორტი). საკითხის მნიშვნელობის, ქვეყანაში არსებული ტესტირების პრაქტიკის, შესაძლებლობების, ხელმისაწვდომობის და პროცესების შეუფერხებელი წარმოებისთვის მივიჩნევთ, რომ პჯრ და ანტიგენ ტესტირება შეიძლება შეთავაზებულ იქნეს როგორც ურთიერთკონკურენტული - სპორტის შესაბამისი სახეობის საერთაშორისო ფედერაციის რეკომენდაციების გათვალისწინებით.
ჩვენს რეკომენდაციებს ბავშვთა გასართობ ცენტრებთან დაკავშირებით წარმოგიდგენთ ხვალ, 24.03-ს.
პატივისცემით,
ხათუნა ზახაშვილი
From: Beka Peradze [mailto:bperadze@moh.gov.ge]
Sent: Tuesday, March 23, 2021 5:22 PM
To: Amiran Gamkrelidze Gmail; Paata Imnadze; Khatuna Zakhashvili
Cc: Ekaterine Tikaradze; Tamar Gabunia; Ekaterine Adamia; Marine Baidauri; Tamar Barkalaia; Ketevan Dartsmelia; bperadze1@gmail.com
Subject: სპორტული და გასართობი ღონისძიებები
ბატონო ამირან, ბატონო პაატა, ქალბატონო ხათუნა,
როგორც თქვენთვის ცნობილია, საკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 მარტს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას დაერთო ნება, საფეხბურთო მატჩზე მაყურებელთა 30 პროცენტის დასწრებასთან დაკავშირებით.
აღნიშნულის გათვალისწინებით, სხვადასხვა უწყებების აქტიური ჩართულობით განხორციელდა რამდენიმე შეხვედრა მატჩის უსაფრთხოდ ორგანიზებასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც შემუშავდა სქემა, რომელიც ვფიქრობთ მოცემულ მომენტში უზრუნველყოფს დაცვისთვის საჭირო უსაფრთოების მოთხოვნებს (იხ. რეკომენდაცია და საილუსტრაციო ფოტო). მოცემული მოდელის მიხედვით, მაყურებელთა დასწრება უნდა განხორციელდეს არანაკლებ ყოველი ერთის გამოტოვებით, თუმცა იმისთვის, რომ მაყურებელთა გადანაწილება მოხდეს პროპორციულად და არ იყოს ერთ სივრცეში მაქსიმალური კონცენტრაცია, ფედერაცია უზრუნველყოფს ბილეთების ისე გაყიდვას და მონიტორინგ, რომ მაყურებლებს სორის არსებობდეს შესაბამისი საჭირო დისტანცია.
გარდა ამისა, ჩვენი მოთოვნა იყო, ვიზუალური აღქმადობისთვის რომ გაუმარტივდეს მაყურებელს დასაჯდომი/აკრძალული ადგილების იდენტიფიცირება, მომხდარიყო შესაბამისი მონიშვნები სტიკერების გამოყენებით. აღნიშნულთან დაკავშირებით ფეხბურთის ფედერაციამ წარმოადგინა ბაზრის კვლევა, რომლითაც ჯამში 15 000 ლარი უჯდებათ სტიკერების განთავსება(შესყიდვა+დასტიკერება). აღნიშნულის გამო გვთხოვეს, რომ თუ კრიტიკულად მნიშნვნელოვანი არაა მონიშვნები, არ მოვთხოვოთ სავალდებულოდ.
კიდევ ერთი საკითი, რომელიც დაკავშირებულია სპორტთან, უკავშრდება შეჯიბრის წინ COVID-19-ზე პჯრ-ტესტირების. გთხოვთ გაგვიზიაროთ თქვენი მოსაზრება ამ ეტაპზე, დავტოვოთ იგივე მოთხოვნა თუ ჩავანაცვლოთ სწრაფი ტესტირებით.
ასევე როგორც თქვენთვის ცნობილია 1 აპრილიდან ფუნქციონირებას განაახლებს ბავშვთა გასართობი ცენტრები. გიგზავნით რეკომენდაციას.
გთხოვთ აღნიშნულ საკითებთან დაკავშირებით თქვენს პოზიციას.
პატივისცემით
ბექა ფერაძე