საღამო მშვიდობისა ქალბატონო ირმა,
შეპირებისამებრ, გიგზავნით განახლებულ კრეატიულ მიმართულებას, რომლის სახელიც არის "Let's not go back". აღნიშნული მიმართულება აერთიანებს როგორც ემოციების (რაზეც აუდიტორია პოზიტიურად რეაგირებდა), ასევე კოვიდის ეკონომიკურ და სოციალურ შედეგებს, რასაც გუშინდელი უკუკავშირი
ეხებოდა.
სლაიდებში მოცემული ფოტოები შეიძლება შეიცვალოს. ხოლო ფაქტები ამ ეტაპზე რაც წერია, ყველა ჰიპოთეტურია და უბრალოდ ილუსტრაციისთვის არის დაახლოებით რა სახის მონაცემები შეიძლება იყოს დატანილი.
დღეს საღამოს განხილვის შედეგად უკვე ვიცით რამდენიმე ცვლილება რაც ამ მიმართულებაში უნდა აისახოს. ესენია:
- დავამატოთ საავადმყოფოების გადატვირთულობაზე სლაიდი
- ამოვიღოთ სასაფლაო/გლოვის სლაიდი
- ის სლაიდები სადაც ნახსენებია სიღარიბე შევცვალოთ შემდეგნაირად:
- ერთის ფოკუსი იქნება მცირე/საშუალო ბიზნესი საფრთხის ქვეშ
- მეორის ფოკუსი იქნება ადამიანების მიერ შემოსავლის დაკარგვა
მზად ვართ ცხადია სხვა ცვლილებებიც შევიტანოთ თუ მიმართულება ზოგადად მოსაწონია, მაგრამ რაღაც ასპექტებზე შენიშვნები იქნა.
ასევე, თუ საჭიროდ ჩათვლით, შემიძლია დღეს საღამოს ან ხვალ დილას თქვენთან ერთად გავიაროთ ეს მიმართულება ლონდონის გუნდის გარეშე, ქართულად.
პატივისცემით,
მიშა
|
This message is intended only for the use of the person(s) ("The intended recipient(s)") to whom it is addressed. It may contain information, which is privileged and confidential within the meaning of applicable law. If you are not the intended recipient, please contact the sender as soon as possible. The views expressed in this communication may not necessarily be the views held by Zinc Network Ltd.
Zinc Network, Chovelidze St. 4, 8th Floor, Tbilisi 0108, Georgia
|
|