| From : | Nato Kvernadze <nkvernadze@moh.gov.ge> |
| To : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> |
| Subject : | Fwd: საერთაშორისო ფონდი კურაციო |
| Received On : | 26.03.2021 08:20 |
| Attachments : |
ნატა გამარჯობა,
გაცნობებთ რომ საერთაშორისო ფონდი კურაციო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „ტექნიკური დახმარება საქართველოში COVID-19-ის მასშტაბური ვაქცინაციის ცენტრების შექმნისათვის“, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია ცენტრის ოპერაციული სახელმძღვანელოს შექმნა სამინისტროსთან და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან მჭიდრო თანამშრომლობით.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში ოთხშაბათს, 31 მარტს, 15:00 საათზე დაგეგმილია პირველი სამუშაო შეხვედრა, რომლის მიზანია მასობრივი ვაქცინაციის ცენტრების მოწყობის ხედვასა და დაგეგმვისათვის საჭირო გადაწყვეტილებებზე შეთანხმება.
წერილთან ერთად გიზიარებთ :
შეხვედრა გაიმართება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის პირველ სართულზე, შეხვედრების ოთახში, თუმცა ქალბატონი თამარის ჩართვა მოხდება დისტანციურად, ბმულის მეშვეობით.
ასევე მაქვს ერთი კითხვა : აღნიშნულ შეხვედრაზე სასურველია მოვიწვიოთ სანებართვო საკითხების სპეციალისტი სამინისტროდან, და ვის გაუწევდით რეკომენდაციას ?
უღრმესი მადლობა!
პატივისცემით,
ანო ახვლედიანი
|
Ano Akhvlediani |
|
3 Kavsadze str, Office 5, 0179, Tbilisi, Georgia |