| From : | Irma Khonelidze <ikhonelidze@gmail.com> |
| To : | eadamia@moh.gov.ge; Lela Tsotsoria <ltsotsoria@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; nfmtc <nfmtc@nilc.org.ge>; Nato Shengelia <natoshengelia@gmail.com>; Ivdity Chikovani (i.chikovani@curatio.com) <i.chikovani@curatio.com>; Marina Topuridze <topuridzemarina@gmail.com>; Irma Khonelidze <i.khonelidze@ncdc.ge> |
| Subject : | Covid 19 vaccination _ PHC trainings |
| Received On : | 27.03.2021 08:36 |
| Attachments : |
როგორც 22 მარტს სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ვისაუბრეთ, საოჯახო მედიცინის პროფესიონალთა კავშირთან თანამშრომლობით (ქ-ნები ირინა ქაროსანიძე, ნატო შენგელია) მომზადდა ტრენინგის მასლა პრეზენტაციის სახით კოვიდ 19 ვაქცინაციასთან დაკავიშირებულ საკითხებზე ძირითადად ვაქცნაციის შემდგომ გვერდით მოვლენებზე. ტრენინგი განკუთვნილია პჯდ პერსონალისთვის. ტრენინგი უკვე ჩაუტარდა 1522 - ის თანამშრომლებს და ჩვენი ინფორმაციით კმაყოფილები არიან როგორც მონაწილეები, ისე ტრენერები. ტრენინგები ჩაატარეს:ნატო შენგელიამ, ივდით ჩიქოვანმა და მაკო თოფურიძემ, დიდი მადლობა მათ!
პრეზენტაციასთან ერთად მსმენელებს გადაეცათ საინფორმაციო მასალის პაკეტი:
დამატებითი ინფორმაცია და მასალები იხ. ცენტრის ვებგვერდზე (ყველაფერი კოვიდ ვაქცინის შესახებ - https://www.ncdc.ge/#/home
თუ თქვენი თანხმობა იქნება, ვფიქრობთ დაეგზავნოს პჯდ პერსონალს აღნიშნული პაკეტი და დაიგეგმოს ონლაინ ტრენინგები. +65 მოსახლეობის ვაქცინაციასთან ერთად მოიმატებს ზარების რაოდენობა, რომელსაც 1522 სავარაუდოდ გადაამისამართებს პჯდ ქსელში.
ტრენინგების გრაფიკი შესათანხმებელი იქნება საოჯახო მედიცინის პროფესიონალთა კავშირთან, პირველ რიგში ქალბატონ ნატო შენგელიასთან, რომელიც თავისი დატვირთული გრაფიკის მიუხედავად თანახმაა ჩაატაროს აღნიშნული ტრენინგები. აქვე გაცნობებთ, რომ ამ ტრენინგების მხარდაჭერისთვის ფინანსური რესურსი ამ ეტაპზე არ გაგვაჩნია.
ყოფილი ონლაინ კლინიკების ამჟამინდელი სტატუსი ჩემთვის უცნობია; თუ კვლავ აქტიურია შესაძლოა ტრენინგები პირველ რიგში ამ კლინიკების თანამშრომლებს ჩაუტარდეს. პრიოორიტეტულად რჩება თბილისი, ქუთაისი და ბათუმი, რამდენადაც იმუნიზაციის პროცესი ამ ქალაქებშია უფრო ინტენსიურია.
რამდენადაც ვიცი, კარიტასს შეუძლია დახმარება სოფლის ექიმებისთვის ამ ტრენინგების ორგანიზებაში, თუ სამინისტრო საჭიროდ ჩათვლის და მიმართავს.
Irma Khonelidze
Deputy Director General, MPA
National Center for Disease Control and Public Health