ქალბატონო თამარ,
გაცნობებთ, რომ სამინისტროს იურიდიულ სამსახურთან ერთად (ირმა ქიტიაშვილი) განვიხილეთ გივი ჯავაშვილის წერილი, რომელიც შეეხებოდა შპს „აკადემიკოს ზ. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრი“-ს ქირურგისთვის საექიმო საქმიანობის შეჩერებას 2 თვით ან წერილობით გაფრთხილებას. ერთი ხმით მეტით მიღებულ იქნა შეჩერების გადაწყვეტილება. ბატონი გივი ჯავაშვილმა მხარი დაუჭირა შეჩერებას, ხოლო შემდგომში წერილობით მივიღეთ ინფორმაცია, რომ ცვლიდა გადაწყვეტილებას და მხარს უჭერდა წერილობითი გაფრთხილების გადაწყვეტილებას. რაც ცვლიდა საბოლოო გადაწყვეტილებას.
იმის გათვალისწინებით რომ სხდომა ჩატარდა დასწრებით, გაკეთდა აუდიოჩანაწერი და გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სხდომის მიმდინარეობის დროს, იურიდიული სამსახურის აზრით, შემდგომ პერიოდში, გადაწყვეტილების შეცვლა არ არის მიზანშეწონილი.