From : Givi Javashvili <gjavashvili@tsmu.edu>
To : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
Subject : პროფესიული განვითარების საბჭოს დღევანდელი სხდომის მე-11 საკითხის შესახებ
Received On : 30.03.2021 18:57

     ქალბატონო თამარ,
     გწერთ პროფესიული განვითარების საბჭოს დღევანდელი სხდომის მე-11 საკითხის თაობაზე, რომელიც შეეხებოდა შპს „აკადემიკოს ზ. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში“ პატიმარ ალექსანდრე გოგოხიასათვის  გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხს.
     საბჭომ საკმაოდ დიდი დრო დაუთმო ამ საკითხის განხილვას და სხდომის ბოლოს, როდესაც კენჭი ვუყარეთ ორ წინადადებას - (ა) ქირურგისთვის საექიმო საქმიანობის შეჩერებას 2 თვით და (ბ) ქირურგისთვის გაფრთხილების მიცემას, მე მხარი პირველ წინადადებას დავუჭირე.
     მიუხედავად ამისა, სხდომის დამთავრებისთანავე კიდევ მოვუბრუნდი ამ საკითხს და კიდევ დაწვრილებით განვსაჯე სხდომის დროს მოსმენილი და შემთხვევის აღწერილობაში ამოკითხული. 
     საბოლოოდ იმ დასკვნამდე მივედი, რომ ქირურგისთვის საქმიანობის უფლების შეჩერებისათვის მხარდაჭერა ჩემს მიერ არ იყო გამართლებული. ამისთვის რამდენიმე არგუმენტი მაქვს და ამჯერად დროს არ წაგართმევთ.
     ამასთან, მაქვს თხოვნა, რომ კენჭისყრაში ჩემი პოზიცია დააფიქსიროთ, როგორც მეორე წინადადების მხარდამჭერი, რომელიც ექიმისთვის გაფრთხილების მიცემას ითვალისწინებს. 
    როგორც მახსოვს, ჩემი თხოვნის გათვალისწინების შემთხვევაში, კენჭისყრის შედეგები გათანაბრდება 8 ხმა 8 ხმის წინააღმდეგი და ჩემი მიზანიც ეს არის, რომ საკითხის განხილვა გადაიდოს, სანამ უფრო მეტი არგუმენტი გამოჩნდება ადეკვატური გადაწყვეტილების მისაღებად.
     პატივისცემით,
     გივი ჯავაშვილი
     საბჭოს წევრი
     თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი.


Givi Javashvili, MD, PhD
Professor, Head of Family Medicine Department
Tbilisi State Medical University
Chairman, National Council on Bioethics
Tel.: +995 32-2542557
Mob.: +995 599-105087