From : Tengiz Tsertsvadze <tt@aidscenter.ge>
To : etikaradze@moh.gov.ge
Subject : თრომბოციტების ფუნქციის კვლევის აპარატი
Cc : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Nino Kvernadze <ninokvernadze@moh.gov.ge>; Lia Tavadze <LTavadze@moh.gov.ge>
Received On : 24.03.2021 18:51
Attachments :

ქალბატონო ეკატერინე,   

მოგესალმებით.

COVID-19-ით პაციენტებში განვითარებული თრომბოციტოპენიის დიაგნოსტიკისა და კლინიკური მართვისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს სისხლში თრომბოციტების რაოდენობის ზუსტ განსაზღვრას და მათი ფუნქციის შეფასებას.

თრომბოციტების კვლევის ყველაზე უახლეს და მაღალტექნოლოგიურ მეთოდს წარმოადგენს თრომბოციტების ფუნქციის სკრინინგული კვლევა ავტომატიზებული ანალიზატორით, რაც საშუალებას იძლევა რაოდენობრივად უმოკლეს დროში შეფასდეს თრომბოციტების დისფუნქცია.

აღნიშნული მეთოდი ასევე მნიშვნელოვანია სხვა ინფექციური დაავადებებით, მათ შორის ვირუსული ჰეპატიტებით პაციენტების კლინიკური მენეჯმენტის თვალსაზრისითაც.     

სადღეისოდ სისხლში თრომბოციტების ფუნქციის კვლევისთვის საუკეთესოდ ითვლება შემდეგი აპარატი:    

·         INNOVANCE PFA-100 System 

 

დახასიათება: სისტემა იკვლევს პირველადი ჰემოსტაზის რთულ პროცესს და უზრუნველყოფს თრომბოციტების დისფუნქციის და თრომბოციტოპენიების ავტომატიზირებულ in vitro შეფასებას.

 

მწარმოებელი: კომპანია „Siemens“. პოტენციური შემომტანი: შპს დელტამედი. საკონტაქტო პირი: კობა ბურნაძე.  

დაახლოებითი ფასი: 12 000 ევრო.  

 

საკითხის აქტუალობის გათვალისწინებით გთხოვთ, განიხილოთ ჩვენი ცენტრისთვის ზემოთაღნიშნული აპარატის  (1 კომპლექტი) შეძენის შესაძლებლობა.

გიგზავნით აპარატ INNOVANCE PFA-100 System-ის მოკლე დახასიათებას.

წინასწარ გიხდით მადლობას.

პატივისცემით,

თენგიზ ცერცვაძე