From : Natela Khmaladze <nkhmaladze@moh.gov.ge>
To : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; Tamila Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>
Subject : ელ.მთავრობის საკითხები_18.03.21
Cc : Marika Ghadua <mghadua@moh.gov.ge>; Tea Kankia <tkankia@moh.gov.ge>
Received On : 18.03.2021 07:39

           მოგესალმებით, გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

  1. ფინანსები 9102 - ცვლილება შედის „საქართველოს სახელით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოსაშვები უცხოურ კონვერტირებად ვალუტაში დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების შესახებ დებულებაში, რომლის მიხედვით, დებულება შესაბამისობაში მოვა „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონთან.
  2. ფინანსები 9100 - მთავრობის ცნობად - საქართველოს ახალი ევროობლიგაციების გამოშვების უზრუნველყოფის მიზნით,  შერჩეულ საინვესტიციო ბანკებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო იურიდიულ მრჩევლებთან და ფისკალურ აგენტთან დაიწყება მოლაპარაკებები ტრანზაქციასთან დაკავშირებულ საკითხებზე; ასევე, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო დაიწყებს მოლაპარაკებებს შერჩევის პროცესში მონაწილე ადგილობრივ საინვესტიციო ბანკებთან Galt & Taggart-თან და TBC Capital-თან სიმბოლურ თანხად (თითოეულისათვის 16,500 ლარით დღგ-ის გარეშე) ტრანზაქციაში დამხმარე ანდერრაითერებად (ბუქრანერებად) მონაწილეობის მიღების მიზნით.
  3. საგარეო 9175 - საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის მეგობრული ურთიერთობების, ქართველ და ებრაელ ხალხებს შორის მრავალსაუკუნოვანი ისტორიული კავშირების გათვალისწინებით, 27 იანვარი გამოცხადდება ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ საქართველოში.
  4. ფინანსები 9157 - ისრაელის სახელმწიფოში ქართული დიასპორისა და საქართველოს საელჩოს საჭიროებებისათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობებთან დაკავშირებული (3 შენობა-ნაგებობა) დავალიანების დაფარვის მიზნით, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გამოეყოფა 60 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი.
  5. ფინანსები 9129 - პროექტის მიხედვით, განხორციელდება მუნიციპალიტეტების მიერ 2021 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული მიმდინარე ვალდებულების დაფინანსება.
  6. განათლება 9125 - პროექტი ითვალისწინებს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განსახორციელებლად საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობის მიცემ.
  7. მერია 9124 - მთავრობასთან თანხმდება, ა(ა)იპ ,,მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს“ საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოებ.
  8. განათლება 9122 - პროექტი ითვალისწინებს, სსიპ - გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტისთვის სახელმწიფო შესყიდვის განსახორციელებლად წინასწარი თანხმობის მიცემ.
  9. იუსტიცია 9120 - პროექტი ითვალისწინებს, სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების თაობაზე თანხმობის გაცემ.
  10. იუსტიცია 9117 - პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს მიერ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების თაობაზე თანხმობის გაცემ.
  11. მთავრობა 9083 - მთავრობასთნ თანხმდება, საჯარო სამსახურის ბიუროსა და გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) შორის გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულებ და ,,სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროსათვის „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო  ბიუჯეტის შესახებ“  საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე  გამონაკლისის დაშვების თაობაზე'' პროექტი.
  12. გარემო 9062 - საქართველოს ტყის კოდექსიდან გამომდინარე მტკიცდება „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულება.
  13. ფინანსები 9029 - პროექტი ითვალისწინებს, სსიპ - საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისათვის წინასწარი თანხმობის მიცემ.

     

    ხელმოსაწერი:
  1. 9126 - მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურული ობიექტების რეაბილიტაციის მიზნით მუნიციპალიტეტებს გამოეყოფად 206 108 989 ლარი.
  2. 9096 - „1957 წლის 30 სექტემბრისსახიფათო ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების შესახებევროპული შეთანხმების (ADR) 1() მუხლში, 14(1) მუხლსა და 14(3)() მუხლში შესწორებების შეტანის შესახებ ოქმის“  საქართველოს პარლამენტის პლენარულ და საკომიტეტო სხდომაზე განხილვისას მომხსენებლად დაინიშნება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე - გ. გურამიშვილი.
  3. 9072 - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით საკუთრებაში გადაეცემა ადგილობრივი მნიშვნელობის უძრავი ქონება, რომელიც წარმოადგენს სკვერს.
  4. 9071 - პროექტი ითვალისწინებს, სსიპ − შემოსავლების სამსახურისთვის სახელმწიფო შესყიდვის  განხორციელებისათვის წინასწარი თანხმობის მიცემას.
  5. 9070 - ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ახალი აბონენტების გარე ელექტრომომარაგების უზრუნველყოფისთვის, 10 კვ. ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის მიზნით,  სსენერგო-პრო ჯორჯიას“ მიეცემა თანხმობა, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს „საქართველოს წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეები და შესაბამისად, შეუფერხებლად განაგრძოს ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა.
  6. 9068 - პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვებ.
  7. 9056 - პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისთვის - მამუკა ბახტაძისათვის სახელმწიფო დაცვის დანიშვნას.
  8. 9055 - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქმეზე „შავაძე საქართველოს წინააღმდეგ“ 2020 წლის 19 ნოემბერს გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულებისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გადასახადის დასაფინანსებლად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო  2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გამოუყოს 50 000 ევროს ეკვივალენტი ლარი.
  9. 9034 - პროექტის მიხედვით განხორციელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ 2021 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 31 დეკემბრამდე ვადადამდგარი ძირითადი თანხის გადასახდელების შესაბამისი გადახდის თარიღებიდან გადავადება საურავების დარიცხვის გარეშე შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად.

 

პატივისცემით,  

ნათია