From : Natela Khmaladze <nkhmaladze@moh.gov.ge>
To : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; Tamila Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>
Subject : ელ.მთავრობის პროგრამის საკითხები_29.03.21
Cc : Marika Ghadua <mghadua@moh.gov.ge>
Received On : 29.03.2021 07:55

           მოგესალმებით,

გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

  1. მთავრობა 10650 - საქართველოს მთავრობის მიერ განისაზღვრება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის კანდიდატის შესარჩევი ღია კონკურსის ჩატარების წესი და პროცედურები.  
  2. ეკონომიკა 10637 - შპს „აჩინებულს“ საკუთრებაში გადაეცემა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, თელავში, აჩინებულში მდებარე 3068.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობები,რაც სავარაუდოდ, ხელს შეუწყობს საკვები პროდუქციის შესანახი სამაცივრე მეურნეობის შექმნას და ამ მიზნით 616 804 ლარის ინვესტიციის განხორციელებას.
  3. ეკონომიკა 10600 - უძრავი ქონება საკუთრებაში გადაეცემა  შპს  „თბილისი დრაი პორტს“, რაც, სავარაუდოდ, ხელს შეუწყობს ქონებაზე სასაწყობე/ლოჯისტიკური ცენტრის/მეურნეობის შექმნის მიზნით, არანაკლებ 27 000 000 ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელებას.
  4. ეკონომიკა 10595 - ერთობლივ საწარმო „POLAT YOL & MAPA“-ს იჯარის უფლებით გადაეცემა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ წინსვლაში მდებარე 2337 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული N1 შენობა-ნაგებობა, რაც, სავარაუდოდ, ხელს შეუწყობს ბათუმის შემოვლითი გზის მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების განხორციელებას.
  5. ეკონომიკა 10585 - შუახევის მუნიციპალიტეტის მერიას გადაეცემა უძრავი ქონება (მგზავრთა მოსაცდელი - სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ელემენტი), რომელიც გამოყენებული იქნება  მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით.
  6. ეკონომიკა 10539 - სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და შპს „პრომეთეს ბაღებს“ შორის გაფორმდება უძრავი ქონების გაცვლის ხელშეკრულება.
  7. ფინანსები 10523 - პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის სახელმწიფო შესყიდვების განსახორციელებლად წინასწარი თანხმობის მიცემ.
  8. განათლება 10520 - პროექტი ითვალისწინებს, სსიპ - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ სახელმწიფო შესყიდვის  გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელებას.
  9. ფინანსები 10518 - პროექტი ითვალისწინებს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მიერ 2021 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული მიმდინარე ვალდებულების დაფინანსება.

     

 

პატივისცემით,  

ნათია