From : Natela Khmaladze <nkhmaladze@moh.gov.ge>
To : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; Tamila Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>
Subject : ელ.მთავრობის პროგრამის საკითხები_26.03.21
Cc : Marika Ghadua <mghadua@moh.gov.ge>
Received On : 26.03.2021 08:42

           მოგესალმებით,

გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

1.     გარემო 9063 - მტკიცდება  ტექნიკური რეგლამენტი - ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი კაკაოსა და შოკოლადის  პროდუქტების შესახებ“.

პროექტი შეთანხმდა პოლიტიკის დეპარტამენტთან შენიშვნები არ აქვს.

2.    განათლება 10393 - ცვლილება შედის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულებაში, რომლის მიხედვით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიეცემა უფლება დააფუძნოს კერძო სამართლის არასამეწარმეო იურიდიული პირები (გარდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა).

3.    ეკონომიკა 10391 - დაზარალებულ პირებს საკუთრებაში გადაეცემათ ამავე დანართში მითითებული უძრავი ქონება მათთვის მიყენებული ზიანის კომპენსირების მიზნით, რის შედეგადაც, დაზარალებული პირები უარს განაცხადებენ  სახელმწიფოს მიმართ ქონებრივი ან სხვა სახის ზიანის ანაზღაურებაზე, ასევე, ყოველგვარ მოთხოვნაზე, საჩივარზე, სარჩელზე, როგორც საქართველოს საერთო სასამართლოებში, ისე, ნებისმიერი სხვა ქვეყნის, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ან/და არბიტრაჟში. 

4.    ეკონომიკა 10362 - შპს „ფემილი ფარმს“ საკუთრებაში გადაეცემა წარმოდგენილი განკარგულების პროექტის პირველი პუნქტით განსაზღვრული უძრავი ნივთები, რითაც, სავარაუდოდ, ხელი შეეწყობა კასპის მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის დარგში ინვესტიციის განხორციელებას.

5.    ეკონომიკა 10359 - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს საპატრიარქოს მიერ დაფუძნებული,  ზოგიერთი დაწესებულების ფინანსური დახმარების (6.500.000.00) გაწევის მიზნით, განახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს.

6.    ეკონომიკა 10352 - უძრავი ქონება საკუთრებაში გადაეცემა სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურს“, რაც, სავარაუდოდ, ხელს შეუწყობს აღნიშნულ  უძრავ ქონებაზე ასფალტის საფარის, განათებისა და სადრენაჟო სისტემის მოწყობის სამუშაოების განხორციელების მიზნით, არანაკლებ 420 000 ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელებას.

7.    ფინანსები 10324 - შპს „ოპტიმეს“ მიენიჭება საერთაშორისო კომპანიის სტატუსი.

 

ხელმოსაწერი:

 

  1. 10421 - ასოცირების შესახებ შეთანხმების XIII დანართის (საბაჟო კანონმდებლობის დაახლოება) განახლების შესახებ საქართველო-ევროკავშირის ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტის №1/2021 გადაწყვეტილების ხელმოწერის უფლებამოსილება მიენიჭება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს გენადი არველაძეს.
  2. 10415 - 2021 წლის პირველი მაისიდან ნატალი საბანაძე გათავისუფლდება ბელგიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლის თანამდებობიდან.
  3. 10303 - პროექტი ითვალისწინებს „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ზოგიერთი პროგრამული კოდის ასიგნებების განკარგვის უფლებამოსილება მინიჭებას, რაც გამოწვეულია განათლების და კულტურის სამინისტოს გაყოფით.

     

 

პატივისცემით,  

ნათია