მოგესალმებით,
გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
- განათლება 10208
- პროექტი ითვალისწინებს, სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისათვის სახელმწიფო შესყიდვის განსახორციელებლად წინასწარი თანხმობის მიცემას.
- განათლება 10194 -
პროექტით
განისაზღვრება
2021-2022 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობა და ოდენობები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებები, მათ შორის, პრიორიტეტული
საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებები, ამასთან განხორციელდეს თითოეულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებასა და პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებას შორის სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო
პროგრამული მიმართულებებისათვის გამოყოფილი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობის განაწილება.
- თავდაცვა 10164
- მტკიცდება „საზღვარგარეთ
თავდაცვის
ატაშეს,
საქართველოს
თავდაცვის
სამინისტროს
წარმომადგენლისა
და
მათი
აპარატების
მფლობელობაში
არსებული
მოძრავი
ქონების
მართვის
წესი“.
- შსს 10058 -
პროექტი ითვალისწინებს,
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელებას.
- შსს
10057
- პროექტი ითვალისწინებს,
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე წინასწარი თანხმობის გაცემას.
- გარემო 10237 -
ცვლილება შედის
აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებებში, რომლის მიხედვით,
დაზუსტდება სამთავრობო კომისიის შემადგენლობა
(წევრის სტატუსით შედის ჯანდაცვის მინისტრი) და
დაკონკრეტდა ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოების როლი და ჩართულობა
აზიური ფაროსანას წინააღმდეგ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებაში.
- რეგიონული
10243
- ცვლილება შედის მთის განვითარების ეროვნული საბჭოს შემადგენლობაში, ემატება საქართველოს
მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონების სტრატეგიული განვითარების საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე ერეკლე ტრიპოლსკი და მისი მოადგილე მირიან წიკლაური. ამასთან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ნაცვლად საბჭოს წევრებად განისაზღვრებიან
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი.
ასევე მოქმედ შემადგენლობაში შედის ჯანდაცვის მინისტრი.
- ფინანსები 10241 -
პროექტი მიხედვით,
ფინანსური ინსტიტუტების სიას დაემატება საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD).
- რეგიონული
10240
- მიეცემა თანხმობა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს, მის სარგებლობაში არსებული მოძრავი ქონება - L=33 მეტრი სიგრძის „САРМ“-ის ტიპის მალის ნაშენის ერთი
კომპლექტი უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე, თხოვების ფორმით, სარგებლობაში გადასცეს შპს „GEORGIAN BRIDGE CONSTRUCTION“-ს 2021 წლის 25 დეკემბრამდე.
ხელმოსაწერი:
- 10273
- „საყოველთაო
ჯანდაცვაზე
გადასვლის
მიზნით
გასატარებელ
ზოგიერთ
ღონისძიებათა
შესახებ“
საქართველოს
მთავრობის 2013
წლის 21
თებერვლის
№36
დადგენილებაში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე.
(2014 – 2019 წლებში შესაბამისი სახელმწიფო პროგრამით
„კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფის კომპონენტის“ ფარგლებში გადაცემული კოხლეარული იმპლანტის გამოყენების ვადად განისაზღვროს 2 წელი,
სხვადასხვა უწყებებიდან მონაცემთა ბაზები სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოს ნაცვლად, უნდა მიეწოდოს სსიპ-ჯანმრთელობის ეროვნული
სააგენტოს; 2020 წელს შესყიდული და 2021 წლის იანვრის და თებერვლის თვეში მიმწოდებლებისთვის უსასყიდლოდ გადაცემული ერთ/ორკამერიანი კარდიოვერტერ-დეფიბრილატორებისა და რესინქრონიზატორ-დეფიბრილატორების სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე, აღნიშნული საქონლისა და მომსახურების
(მ. შ. ლოჯისტიკის) 2021 წლის ბიუჯეტი განისაზღვრა 3,000 ათსი ლარით;
გაუმჯობესდება პროგრამის ადმინისტრირება.) - 10221 –
მთავრობასთან თანხმდება,
შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასა“ და ერთობლივ საწარმოს „SADE CGTH - RIKO“-ს შორის 2018 წლის 20 დეკემბერს გაფორმებული
ხელშეკრულების (ხელშეკრულების საგანი: ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტის ფარგლებში სანიტარული ნაგავსაყრელის მშენებლობა) ფარგლებში გასაფორმებელი ხელშეკრულება (შუალედური შეთანხმება).
- 10188
- პროექტი ითვალისწინებს,
სსიპ
- საქართველოს
ტურიზმის
ეროვნული
ადმინისტრაციის
მიერ
სახელმწიფო
შესყიდვების
გამარტივებული
შესყიდვის
საშუალებით
განხორციელებას.
- 10181
- სტიქიის
შედეგად
დაზიანებული
ინფრასტრუქტურული
ობიექტების
რეაბილიტაციის მიზნით,
საქართველოს
რეგიონებში
განსახორციელებელი
პროექტების
ფონდიდან
მუნიციპალიტეტებს
გამოეყოფად
არაუმეტეს 1 573 257
ლარი.
- 10159 -
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების სადამფუძნებლო კორპორაციასთან (IFRS) გაფორმებული
ხელშეკრულების ფარგლებში, პატენტსა და საავტორო უფლებებთან დაკავშირებულ საკონსულტაციო მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვას განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით,
2017-2022 წლების სახელმწიფო საბიუჯეტო კანონებით მისთვის განსაზღვრულ ასიგნებათა ფარგლებში.
- 10163 -
მტკიცდება
გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთებზე სასტუმრო კომპლექსის განაშენიანების დეტალური გეგმა.
- 10158 -
პროექტი ითვალისწინებს,
სსიპ - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე წინასწარი
თანხმობის მიცემას.
- 10156 -
პროექტი ითვალისწინებს,
სსიპ - შემოსავლების სამსახურის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისათვის წინასწარი თანხმობის მიცემას.
- 10154 -
პროექტი ითვალისწინებს,
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის სახელმწიფო შესყიდვის განსახორციელებლად წინასწარი თანხმობის მიცემას.
- 10152 -
პროექტი ითვალისწინებს,
საქართველოს
თავდაცვის
სამინისტროსთვის
სახელმწიფო
შესყიდვის
განსახორციელებლად
წინასწარი
თანხმობის
მიცემას.
- 10150 -
პროექტი ითვალისწინებს
სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების თაობაზე თანხმობის გაცემას.
- 10148 -
მტკიცდება
გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთებზე მრავალფუნქციური კომპლექსის
განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია.
კანონპროექტი:
- 10210 -
საქართველოს კანონების პროექტებს: „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ და „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივა
არსი: დარეგულირდება ვეტერინარულ საქმიანობასთან დაკავშირებული ურთიერთობები, მოხდება მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნეს ოპერატორების
განსაზღვრა და სააგენტოს ექნება შესაძლებლობა, ზუსტად დააიდენტიფიციროს აღნიშნული ბიზნესოპერატორები. ამასთან, სსიპ-სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირს მიეცემა შესაძლებლობა მის მიერ გამოწერილი ყველა საჯარიმო ქვითარი ადრესატს დროულად ჩააბაროს, რითაც უზრუნველყოფილი
იქნება საჯარიმო ქვითრების აღსრულება. შესაძლებელი გახდება სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში სამართალდარღვევების ზუსტად იდენტიფიცირება და მათზე შესაბამისი რეაგირება. ასევე, სპირტიანი
სასმელის, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტისა და დისტილატების წარმოებისა და გადამუშავების ეტაპზე განისაზღვრება კონტროლის განმახორციელებელი ორგანო და მისი უფლებამოსილებები.
პატივისცემით,
ნათია