From : Natela Khmaladze <nkhmaladze@moh.gov.ge>
To : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; Tamila Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>
Subject : ელ.მთავრობის პროგრამის საკითხები_24.03.21
Cc : Marika Ghadua <mghadua@moh.gov.ge>
Received On : 24.03.2021 07:53

           მოგესალმებით,

გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

1.     ეკონომიკა 9454 - პროექტი ითვალისწინებს, შპს ,,ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას“ თანამშრომელთა გარკვეული ჯგუფისათვის სოციალური შემწეობის აღმოჩენას. შპს „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას“ გათავისუფლებულ თანამშრომლებს გაეწევათ ერთჯერადი 1200 სოციალური შემწეობა.

პროექტი შეთანხმდა პოლიტიკის დეპარტამენტთან შენიშვნები არ აქვს.

2.     განათლება 10039 - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საშტატო ნუსხა, თანამდებობრივი სარგო და შრომის ანაზღაურება.

3.     მთავრობა 10037 - პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული და მათ ბალანსზე არსებული ვიდეოსათვალთვალო კამერების (სატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო ნომრის ამომცნობი და ზოგადი ხედვის) მოვლა-პატრონობის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერების საშუალებით განხორციელებას.

4.     მერია 9999 - პროექტი ითვალისწინებს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელებ.

5.     განათლება 9998 - 2021 წლის 19 მარტამდე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საბალანსო მონაცემების მიხედვით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთვის გადასაცემი აქტივებისა და მიმდინარე ვალდებულებების, აგრეთვე სამსახურებრივი დოკუმენტაციის (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალისა და სხვა დოკუმენტაციის) განსაზღვრის, განკარგვის და აღნიშნული სამინისტროებისთვის გადაცემის მიზნი იქმნებ  კომისია.

6.     მერია 9947 - მთავრობასთან თანხმდება, ააიპ ,,მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს“ საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოებ.

7.     განათლება 9938 - პროექტი ითვალისწინებს, სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისათვის სახელმწიფო შესყიდვის  განსახორციელებლად საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობის მიცემას.

8.     ეკონომიკა 9916 - ფიზიკურ პირ მარიტა პატარაიას გადაეცემა ხის ჩასაბერი მუსიკალური საკრავი კლარნეტი (BUFFET CRAMPON BC1107L-2-0 წყობა -Bb442 ჰც.) და ხის ჩასაბერი მუსიკალური საკრავი კლარნეტი (BUFFET CRAMPON BC1207L-2-0, წყობა - A442 ჰც.), რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა, ნიჭიერი მუსიკოსის შემდგომ პროფესიულ განვითარებას და აქტიურ მუსიკალურ მოღვაწეობას.

9.     გარემო 9915 - ცვლილება შედის ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის წესებ, რომლის მიხედვით, 2021 წლის ნაცვლად, 2023 წლის პირველ იანვრამდე სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტო ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციასა და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციას განახორციელებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.

 

 

 

 

 

კანონპროექტი:

 

  1. გარემო 9908 - „ვაზისა და ღვინის შესახებ“   საქართველოს კანონში  ცვლილების შეტანის თაობაზე“ და   „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტე

    არსი: პროექტი უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკის პრიორიტეტული დარგის განვითარების ხელშეწყობას. ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმლის მწარმოებელ კომპანიებს შესაძლებლობა მიეცემათ აწარმოონ დარგისათვის ახალი ღვინისეული სასმელი (ღვინის ბაზაზე დამზადებული ალკოჰოლიანი სასმელი), რაც თავის მხრივ დადებითად აისახება მეღვინეობის განვითარებასა და ექსპორტის მაჩვენებელზე, ვინაიდან აღნიშნულ პროდუქტზე მაღალი მოთხოვნაა რიგ იმპორტიორ ქვეყნებში.
  2. მთავრობა 9794 - საქართველოს ორგანული კანონის პროექტ - „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს კანონის პროექტს - „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

არსი: მუნიციპალიტეტს მიეცემა შესაძლებლობა, საკუთარი უფლებამოსილებების ეფექტიანად განხორციელების მიზნით, დააფუძნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის საშუალებითაც განახორციელებს მშენებლობის ნებართვის გაცემის, მშენებლობაზე საჯარო ზედამხედველობის განხორციელების რეგულირებას. აღნიშნული უფლებამოსილების გამოყენება დამოკიდებული იქნება მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერზე.



პატივისცემით,  

ნათია