From : Natela Khmaladze <nkhmaladze@moh.gov.ge>
To : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; Tamila Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>
Subject : ელ.მთავრობის პროგრამის საკითხები_07.04.21
Cc : Marika Ghadua <mghadua@moh.gov.ge>
Received On : 07.04.2021 08:43

           მოგესალმებით,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

1.     ეკონომიკა 11267 - ა(ა)იპ - მზის შვილებს, 2018 წელს უზუფრუქტუარს ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების პირობით უსასყიდლო სარგებლობაში გადაეცა ქ. თბილისში, გლდანის ხევში (ნაკვეთი 02/145) მდებარე შენობა-ნაგებობა, უზუფრუქტუარმა იკისრა რიგი ვალდებულებები, მათ შორის: 2020 წლის 30 ოქტომბრისა, არანაკლებ 150 შშმ ბავშვისა და მოზარდის (ადრეული განვითარების ასაკის (6 წლამდე), 6-იდან-18 წლამდე ასაკის, 18 წლისა და მეტი ასაკის) მომსახურებაზე გათვლილი დღის ცენტრის შექმნა და ამ მიზნით არანაკლებ 200 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება.

პროექტის მიხედვით, იცვლება სახელშეკრულებო პირობები, უზუფრუქტუარი გათავისუფლდება ვალდებულებების დარღვევისათვის დასაკისრებელი/დაკისრებული პირგასამტეხლოსგან.

პროექტი შეთანხმდა პოლიტიკის დეპარტამენტთან შენიშვნები არ აქვს.

2.    ეკონომიკა 12202 - მთავრობის ცნობად მსოფლიო ბანკის მიერ შეთანხმებული ,,ახალციხე-ბათუმის 220 კილოვოლტიანი გადამცემი ხაზის მშენებლობის განსახლების პოლიტიკის ჩარჩო დოკუმენტის“ შესაბამისად, მას შემდეგ რაც გეგმა ოფიციალურად შეთანხმდება საქართველოს მთავრობასთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ გამოუყოფს განსახლების სამოქმედო გეგმის განხორციელებისათვის საჭირო თანხას - 3 349 819 ლარს. რაც ხელს შეუწყობს ,,ახალციხე-ბათუმის 220 კვ-იანი ორჯაჭვიანი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის“ მშენებლობის დროულად დაწყებას და შემდგომში მის შეუფერხებლად განხორციელებას.

3.    მთავრობა 12164 - პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის თანამდებობრივი სარგოს გამოანგარიშების წესისგან განსხვავებული წესის დადგენს.

4.    ეკონომიკა 12154 - სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საკუთრებაში გადაეცემა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე 5485.13 მ საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი, კომპანია საჭიროების შემთხვევაში, საკუთარი სახსრებით უზრუნველყოფს ელექტროგადამცემი ხაზებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის სარემონტო სამუშაოების ჩატარებას მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიის შეუფერხებელი მიწოდების, ქვესადგურების გამართული ფუნქციონირებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.

5.    ეკონომიკა 12153 - საქართველოს მთავრობასა და შპს  ,,პარვუს ჯგუფს’’  შორის დაიდება ,,როშკა 4 ჰესის’’ ელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის კვლევის ჩატარების, ელექტროსადგურის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ ხელშეკრულება.

6.    ეკონომიკა 12152 - საქართველოს მთავრობასა და შპს  ,,პარვუს ჯგუფს’’  შორის დაიდება ,,კორშა ჰესის’’ ელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის კვლევის ჩატარების, ელექტროსადგურის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ ხელშეკრულება.

7.    ეკონომიკა 12151 - საქართველოს მთავრობასა და შპს  ,,პარვუს ჯგუფს’’  შორის დაიდება ,,ბასრა 1’’ და ,,ბასრა 2’’ ჰესების ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის კვლევის ჩატარების, ელექტროსადგურის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ ხელშეკრულება.

8.    მერია 12146 - პროექტი ითვალისწინებს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების  კვლევის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელებ.

9.    რეგიონული 12136 - პროექტი ითვალისწინებს, თელავის მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელებ.

10.  ეკონომიკა 12112 - პროექტი ითვალისწინებს,  მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ნაწილსთვის განსაკუთრებული  რეგულირების ზონის სტატუსის მინიჭებას.

11.  გარემო 12075 - ცვლილება შედის, „დაცული ტერიტორიების უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემისას საწყისი სააუქციონო ფასის განსაზღვრისა და აუქციონის ჩატარების წესში, რომლის მიხედვით, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილი იქნება, ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული და/ან სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების განხორციელებისათვის, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეცვალოს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 მაისის №125 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი სარგებლობის საფასური ან გაათავისუფლოს დაინტერესებული პირი მისი გადახდისაგან.

12.  ეკონომიკა 12071 - შპს „ეკოკემიკა სერვის ჯგუფს“  საკუთრებაში გადაეცემა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ თბილისში, ფონიჭალას დასახლებაში მდებარე 3500.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობა, რაც სავარაუდოდ, ხელს შეუწყობს ქიმიური პროდუქციის მწარმოებელი საწარმოს შექმნას და ამ მიზნით 651 000 ლარის ინვესტიციის განხორციელებას.

13.  ეკონომიკა 12064 - შპს „სანეს“ საკუთრებაში გადაეცემა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ თბილისში, ფონიჭალას დასახლებაში, ყოფილი სახაზინო საწარმო „სპეცმშენმრეწვმონტაჟის“ ტერიტორიაზე მდებარე 6159.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობები, რაც, სავარაუდოდ, ხელს შეუწყობს სამშენებლო მასალის/ლითონის ნაწარმის მწარმოებელი საწარმოს შექმნას და ამ მიზნით 1 039 542 ლარის ინვესტიციის განხორციელებას.

14.  ეკონომიკა 12061 - შპს „აჯამურას“ საკუთრებაში გადაეცემა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ ზესტაფონში, მდებარე შენობა-ნაგებობები, რაც სავარაუდოდ, ხელს შეუწყობს ბოჭკოვანი მინის მწარმოებელი საწარმოს შექმნას და ამ მიზნით 2 152 000 ლარის ინვესტიციის განხორციელებას.

 

ხელმოსაწერი:

  1. 12138 - მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურული ობიექტების რეაბილიტაციის მიზნით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროე­ქ­­­ტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებს გამოეყოფად 208 519 883 ლარი.


    კანონპროექტი:
  2. გარემო 11896 - ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექი.

არსი: განისაზღვრება ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის, როშკის ბუნების ძეგლის და ასის აღკვეთილის ახალი ფართობები და საზღვრების კოორდინატები.




პატივისცემით,   ნათია