From : Natela Khmaladze <nkhmaladze@moh.gov.ge>
To : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; Tamila Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>
Subject : ელ.მთავრობის პროგრამის საკითხები_06.04.21
Cc : Marika Ghadua <mghadua@moh.gov.ge>
Received On : 06.04.2021 08:36

           მოგესალმებით,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

1.     ეკონომიკა 10583  - პროექტში მითითებულ 80 პირთან გაფორმებული ხელშეკრულებით, აღნიშნულ პირებს საკუთრებაში გადაეცემათ მათ ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული, დანართში მითითებული უძრავი ქონება.

პროექტი შეთანხმდა პოლიტიკის დეპარტამენტთან შენიშვნები არ აქვს.

2.    მთავრობა 12027 - პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე წინასწარი თანხმობის მიცემ.

3.    ფინანსები 12021 - პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის სახელმწიფო შესყიდვების განსახორციელებლად წინასწარი თანხმობის მიცემ.

4.    ფინანსები 12018 - პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის სახელმწიფო შესყიდვების განსახორციელებლად წინასწარი თანხმობის მიცემ.

5.    ფინანსები 12017 - პროექტი ითვალისწინებს, სსიპ - შემოსავლების სამსახურის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისათვის წინასწარი თანხმობის მიცემ.

6.    ეკონომიკა 12000 - პროექტი ითვალისწინებს, შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზასა“ და დსს „აზერბაიჯანის რკინიგზას“ შორის გაფორმებულ №№85; 87; 88; 136; 182 ხელშეკრულებებში, ასევე, შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზასა“ და შპს ,,აზერინშაატსერვისს“ შორის გაფორმებულ №23  ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანას, კერძოდ, აღნიშნული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების დასრულების ვადად განისაზღვრება 2021 წლის 31 დეკემბერი და ზემოხსენებულ №85 ხელშეკრულებაში განისაზღვრება ახალი სახელშეკრულებო ღირებულება.

7.    ეკონომიკა 11992 - ცვლილება შედის საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამაშ, ცვლილება ითვალისწინებს პროგრამის საპილოტე ნაწილის ფარგლებში დამატებითი - მეორე საპილოტე რეგიონის შერჩევას ოუფენ ნეტის მიერ და აღნიშნულ რეგიონში, ოუფენ ნეტის საკუთარი სახსრებით ინფრასტრუქტურის პროექტირება-მშენებლობას არაუგვიანეს 2021 წლის სექტემბრისა.

8.    ეკონომიკა 11986 - ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის თოვლით დანამქვრისგან დამცავი დამატებითი ნაგებობების მშენებლობისთვის საჭირო, სარკინიგზო დერეფანსა და მისი გაფართოების არეალში მდებარე მიწის ნაკვეთების გამოსყიდვის მომსახურების შესყიდვას სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტო განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით 121610 ლარის ფარგლებში საკუთარი სახსრებიდან.

9.    ეკონომიკა 11985 - პროექტი ითვალისწინებს, სსიპ - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისათვის სახელმწიფო შესყიდვების განსახორციელებლად წინასწარი თანხმობის მიცემ.

10.  რეგიონული 11978 - ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი ნაწილობრივ დააფინანსებს ქალაქ ფოთში კუნძულის უბნის სანაპირო ზოლისა და მისასვლელი გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, მესამე ეტაპის სამუშაოებს.

11.  რეგიონული 11976 - მთავრობასთან თანხმდება, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასა“ და ერთობლივ საწარმოს - CDM Smith Europe GmbH (ლიდერი) (გერმანია)/Saunders Group Ltd (წევრი) (საქართველო) შორის გასაფორმებელი ხელშეკრულება (ხელშეკრულების საგანი: ქუთაისის წყალარინების პროექტის სარეაბილიტაციო სამუშაოების რედიზაინი და ზედამხედველობა).

12.  ეკონომიკა 11974 - შპს „გუდაური რესორტი“ (სოლიდარულად პასუხისმგებელი პირები: შპს „ჰოტელ გუდაური რესორტ“ და შპს „გუდაური ლოჯი“) გათავისუფლდება ნაკისრი ვალდებულების დარღვევისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოსგან.

13.  ეკონომიკა 11972 - საქართველოს მთავრობას, შპს „ჭიორა ჰესს“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, სს „გაერთიანებულ ენერგეტიკულ სისტემა საქრუსენერგოს“, შპს „ენერგოტრანსსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის დაიდება შეთანხმება „ჭიორა ჰესი“ ჰიდროელექტროსადგურის შესახებ 2017 წლის 6 ნოემბერს დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილების შეტანის თაობაზე და გახანგრძლივდება კომპანიისთვის მშენებლობის ნებართვის საფუძველზე მშენებლობის დასაწყებად მინიჭებული ვადა 2021 წლის 30 იანვრამდე.

14.  ეკონომიკა 11967 - შპს „ივერია პალასს“ 2018 წელს საკუთრებაში გადაეცა: ქ. წყალტუბოში, 26 მაისის ქ. №1-ში მდებარე 21770.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობები: კომპანიამ იკისრა რიგი ვალდებულებები, მათ შორის:

საპრივატიზებო თანხის 500 000 ლარის გადახდა,  არაუგვიანეს 2023 წლის 1 აგვისტოსი, ქონებაზე ან მის ნაწილზე პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, არანაკლებ 130-ნომრიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა/რეკონსტრუქცია, ექსპლუატაციაში მიღება, აღჭურვა, ფუნქციონირების დაწყება, სასტუმროს ეზოს კეთილმოწყობა, ვალდებულების შესრულების მიზნით, არანაკლებ 20 000 000 ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელება.

იცვლება სახელშეკრულებო პირობები.

15.  ფინანსები 11941 - პროექტის მიხედვით, „სასოფლო-სამეურნეო პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სასოფლო-სამეურნეო კულტურების სათესი და სარგავი მასალების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 აპრილის №173 დადგენილებით დამტკიცებულ „სასოფლო-სამეურნეო პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სასოფლო-სამეურნეო კულტურების სათესი და სარგავი მასალების ნუსხაში“ გათვალისწინებული იქნება „საქონლის აღწერის და კოდირების ჰარმონიზებული სისტემის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის 2017 წლის რედაქციის შესაბამისად მომზადებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნულ სასაქონლო ნომენკლატურაში (სეს ესნ)“ განხორციელებული ცვლილებები.

16.  გარემო 11936 - ცვლილება შედის, თევზჭერის ლიცენზიის გაცემის წესსა და პირობებიი, რომლის მიხედვით, ავ ზღვაზე თევზჭერის ლიცენზიატებს განესაზღვრებათ სალიცენზიო პირობების შესრულების ახალი ვადები და შესაბამისად, შესაძლებლობა მიეცემათ, შეუფერხებლად განაგრძონ სალიცენზიო საქმიანობა და უზრუნველყონ სალიცენზიო პირობების შესრულება.

17.  მთავრობა 11933 - ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცისათვის დაშვებულ იქნება გამონაკლისი და განისაზღვრება დამხმარე ფუნქციების შესრულების მიზნით, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ოდენობა.

18.  ეკონომიკა 11929 - ცვლილება შედის გარკვეული კატეგორიის ძრავიან სატრანსპორტო საშუალებებში სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების მონტაჟისა და გამოყენების წესსში, რომლის მიხედვით, ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნები ქვეყნის შიდა გადაზიდვებთან დაკავშირებით, გავრცელდება მხოლოდ იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც საქართველოში პირველად რეგისტრაციას გაივლიან 2022 წლის 1 ივნისიდან.

19.  შსს 11901 - პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე წინასწარი თანხმობის გაცემ.

20.  გარემო 11895 - ცვლილება შედის ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნებ, რომლის მიხედვით, ბიზნესოპერატორებს მიეცემათ საშუალება წყლის შემცველობა გაზარდონ ფრინველის ხორცში არაუმეტეს 7 %-ით.

21.  ახელმწიფო მინისტრის აპარატი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებშ 11880 - პროექტი ითვალისწინებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილ დათა ვანიშვილის ოჯახის ერთჯერადი ფინანსური დახმარების 5000  ლარის ოდენობით გაცემას.

22.  მთავრობა 11852 - პროექტი ითვალისწინებს, სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსათვის მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების მომსახურების  ერთჯერადი  ტარიფების განსაზღვრას.

23.  მთავრობა 11849 - პროექტი ითვალისწინებს, სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებით წინასწარი თანხმობის მიცემ.

24.  ფინანსები 11842 - ძალადაკარგულად გამოცხადდება „საქართველოს ინტეგრირებული ტარიფის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 23 დეკემბრის №351 დადგენილება, რაც გამოწვეულია 2019 წლის 1 სექტემბრიდან საქართველოს საგადასახადო კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებთან. საგადასახადო კოდექსიდან ამოღებულ იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის X კარი (საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილება).

25.  კულტურა 12047 - პროექტის მიხედვით, სსიპ  საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს ეწოდება: „საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი.“

26.  რეგიონული 11816 - მტკიცდება ურბანული განახლების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა“, რომლის ფარგლებშიც, ურბანული განახლების მიზნით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, განხორციელდება სხვადასხვა ობიექტის რეაბილიტაციის პროექტი.

27.  ფინანსები 11881 - სსიპ - შემოსავლების სამსახურსა და 15 გადასახადის გადამხდელს შორის გაფორმდება საგადასახადო შეთანხმების აქტი (საგადასახადო შეთანხმება), რომლითაც აღნიშნულ გადასახადის გადამხდელებს  შეუმცირდებათ საგადასახადო დავალიანების ოდენობა.

1. / მერაბ ქავთარაძე (/  22001008641)

          2. / "აიკ ხაჩატურიან" (/  59001033806)

          3. / "ნანი დოთიაშვილი" (/  59001049985)

4. / "სულხანი პაპავა" (/  48001004127)

          5. / "ლეონიდე კვაჭაძე" (/  42001033606)

          6. / "ილია ბარამიძე" (/  26001024365)

7. / "ნონა შალამბერიძე" (/  19001033040)

          8. შპს "L.K." (/  400069705)

          9. / "მარინა ნაცვალაძე" (/  33650001303)

10. შპს "დაბრო-პირველი" (/  440887364)

          11. / "ვანო პეტრიაშვილი" (/  01009013701)

          12. / იამზე ბუხნიკაშვილი (/  01008000966)

          13. / "ქეთევან მონასელიძე" (/  01024021160)

          14. / ლევანი ჩიჩოელი (/  01036001391)

15. / "ვლადიმერი ბეროძე" (/  41001014692)

 

 

ხელმოსაწერი:

 

  1. 12005 - იქმნება სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის საბჭო.
  2. 11892 - ნოტების გაცვლის გზით, გაიმართება მოლაპარაკება „საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის მოქალაქეთა ორმხრივი უვიზო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით.
  3. 11890 - გაიმართოს მოლაპარაკებასაქართველოს მთავრობასა და იტალიის რესპუბლიკის მთავრობას შორის ინვესტიციების წახალისებისა და დაცვის შესახებშეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით.

 

პატივისცემით,  

ნათია