From : Donor Coordination Unit <dcu@gov.ge>
To : mnikoleishvili@moh.gov.ge; vtsintsadze@moesd.gov.ge; tpapaskua@moesd.gov.ge; zchikhradze@moesd.gov.ge; n.mshvidobadze@mof.ge; N.Sadunishvili@mof.ge; tornike.kapanadze@rda.gov.ge; lasha.inauri@mepa.gov.ge; tskarkashadze@sao.ge; trostiashvili@justice.gov.ge; kkhandolishvili@mes.gov.ge; m.shalikashvili@mrdi.gov.ge
Subject : ევროკავშირთან 2020 წელს დადებული კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ანგარიში
Cc : tgabunia@moh.gov.ge; tbarkalaia@moh.gov.ge; bdzamashvili@justice.gov.ge; n.gagua@mof.ge; emikabadze@moesd.gov.ge; m.giorgobiani@mrdi.gov.ge; eghazadze@sao.ge; Salome Gagua <sgagua@geo.gov.ge>; Tinatin Khatchvani <tkhatchvani@gov.ge>
Received On : 08.04.2021 15:12
Attachments :

პატივცემულო კოლეგებო,

 

უპირველეს ყოვლისა, მადლობას გიხდით ევროკავშირთან დადებული კონტრაქტის (State and Resilience Building Contract) შესრულების თაობაზე გუშინ გამართულ შეხვედრაში მონაწილეობისთვის. იმედი გვაქვს, აღნიშნული შეხვედრა წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება კონტრაქტით განსაზღვრული ფინანსური დახმარების მეორე ტრანშის - 15 მლნ ევროს - მიღებისთვის.

თუმცა შეხვედრის გარდა, ევროკავშირის მოთხოვნაა მომზადდეს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის შესრულების განახლებული ანგარიში. შეგახსენებთ, რომ მსგავსი შუალედური ანგარიში უკვე დაიწერა მთავრობის ადმინისტრაციის მიერ, თქვენი უწყებების ჩართულობით, პირველი ტრანშის (60 მლნ ევრო) ჩარიცხვამდე და ასახავდა 2020 წლის სექტემბრის მდგომარეობით არსებულ რეალობას. 

თანდართული დოკუმენტის სახით გიგზავნით ზემოხსენებულ ანგარიშს (დანართი N1), რომელიც საჭიროებს განახლებას 2020 წლის დეკემბრის ბოლოს არსებული მონაცემებით. დოკუმენტში შესაბამისი თემების მიხედვით მითითებულია პასუხისმგებელი უწყებები.

გარდა ამისა, წინა ვერსიისგან განსხვავებით, ამჯერად წარსადგენ ანგარიშში, ევროკავშირის მხრიდან დამატებით მოთხოვნილია კონტრაქტის დანართში მითითებული 5 სპეციალური ინდიკატორის შესრულების სტატუსის შესახებ დეტალური ინფორმაცია შესაბამისი მტკიცებულებებით. როგორც გუშინდელი შეხვედრაზეც გაცხადდა, პარტნიორი მხარე ითხოვს არა უბრალოდ სტატუსის შესახებ ინფორმაციას, არამედ მეთოდოლოგიის შესახებ ახსნა-განმარტებებსაც. ინფორმაცია ინდიკატორების, მათ შესრულებაზე პასუხისმგებელი უწყებების, მეთოდოლოგიისა და 2020 წლის დეკემბრის ბოლოსთვის მისაღწევი მიზნების შესახებ, გთხოვთ, იხილოთ თანდართულ კონტრაქტში (დანართი N2, გვ.15-20 pdf ფაილში). 

ვინაიდან, დოკუმენტების მიწოდება ევროკავშირის მხრიდან მოთხოვნილია მიმდინარე თვეში, გთხოვთ, განაახლოთ თქვენს კომპეტენციაში შემავალი ნაწილები, ასევე მოამზადოთ დეტალური ინფორმაცია ინდიკატორების შესრულების შესახებ  და  მოგვაწოდოთ ინგლისურ ენაზე არაუგვიანეს 19 აპრილისა. 

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში საკონტაქტო პირია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დონორების კოორდინაციის სამმართველოს უფროსი - თინათინ ხაჭვანი (ტელ: 591 92 62 37, mail - tkhatchvani@gov.ge). 

პატივისცემით,

 

დონორების კოორდინაციის სამმართველო

 

photoGOV.GE

http://e.gov.ge/sig/images/f.png  http://e.gov.ge/sig/images/t.png  http://e.gov.ge/sig/images/y.png

Donor Coordination Unit
 
Administration of the Government of Georgia
7 Ingorokva str., Tbilisi, Georgia. 0114
 
T:  032990900, 2157

QR-Code Generator