From : IAGP Georgian Physicians <associationiagp@gmail.com>
To : Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
Subject : ასოციაციის განცხადება- მეგი ბაქრაძის საქმე
Received On : 22.03.2021 12:58

ქართველ ექიმთა საერთაშორისო ასოციაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მეგი ბაქრაძის გარდაცვალების გამო. უსამძიმრებს ოჯახს, კოლეგებს და ქვეყანას.
Ჩვენი კოლეგის გარდაცვალება მძიმე ადამიანური ტრაგედიაა, რომლის გამომწვევი მიზეზების ცოდნა უაღრესად მნიშნელოვანია, როგორც დაღუპულის ოჯახისთვის, ასევე ჩვენი ქვეყნისთვის და საერთაშორისო საზოგადოებისთვის, Რომელიც თვალყურს ადევნებს ვაქცინაციის მიმდინარეობას მთელ მსოფლიოში.
Დროული და ობიექტური დასკვნის გარანტად, მოკვლევების გამჭვირვალედ, პროფესიონალურად და თანმიმდევრულად წარმართვა მიგვაჩნია. Სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამოცანაა, პასუხი გაეცეს ყველა იმ კითხვას, რომლის ღიად დატოვებაც ზიანს აყენებს ქართულ მედიცინას და ცხადია, ვაქცინაციის ისედაც შეფერხებით მიმდინარე პროცესს.
Მეგი ბაქრაძის შემთხვევა, ადამიანურთან ერთად, არის კოლეგების, საზოგადოების, ქვეყნის ტრაგედია და ის თავისი მნიშვნელობით, იმსახურებს გახდეს დამოუკიდებელი, პროფესიონალური მოკვლევის პრეცენდენტი, Რომელიც პასუხს გასცემს კითხვაზე, რა გახდა გარდაცვალების მიზეზი - პროცესის გაუმართაობა, საექიმო შეცდომა, შეუქცევადი პათოლოგიური ცვლილებები თუ რამდენიმე ფაქტორი ერთად.
Მეგის სიცოცხლის ბოლო წუთებში გაჟღერებული მოწოდებები, ჰუმანიზმსა და კაცობრიობის კეთილდღეობას ემსახურებოდა. ის უნდა გახდეს კოვიდ-19 ბრძოლაში არა მხოლოდ სამედიცინო საზოგადოების, არამედ მთელი მოსახლეობის გაერთიანების საფუძველი.
Ქართველ ექიმთა საერთაშორისო ასოციაცია გამოთქვამს მზადყოფნას, ჩაერთოს მოკვლევის პროცესში დამოუკიდებელი საექსპერტო ჯგუფის სახით და როგორც ადამიანური, ასევე ინტელექტუალური რესურსის სრული მობილიზებით შეიტანოს წვლილი პროცესის ჯანსაღად წარმართვაში.

პატივისცემით,
ასოციაციის მმართველი საბჭო


photo
 
ქართველ ექიმთა საერთაშორისო ასოციაცია
International Association of Georgian Physicians
associationiagp@gmail.com
Social icon

IMPORTANT: The contents of this email and any attachments are confidential. They are intended for the named recipient(s) only. If you have received this email by mistake, please notify the sender immediately and do not disclose the contents to anyone or make copies thereof.