| From : | Aleko Tskitishvili <a.tskitishvili@gmail.com> |
| To : | tgabunia@moh.gov.ge; info@moh.gov.ge |
| Subject : | ადამიანის უფლებათა ცენტრი - შეხვედრის თხოვნა |
| Cc : | hrc@hrc.ge; nino tlashadze <ninotlashadze@gmail.com> |
| Received On : | 02.04.2021 13:02 |
| Attachments : |
ქალბატონო თამარ, მოგესალმებით.
მოგმართავთ უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციის - ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი.
ადამიანის უფლებათა ცენტრი 2021 წლის 20 იანვრიდან ახორციელებს პროექტს - „პანდემიის შედეგების შემსუბუქება მარტოხელა ხანდაზმულებისთვის შიდა ქართლში“. პროექტის ფარგლებში მოხალისეებმა ოთხივე მუნიციპალიტეტში (გორი, ხაშური, ქარელი, კასპი) პირდაპირი ვიზიტის ფარგლებში გამოკითხეს 100-ზე მეტი მარტოხელა/მარტო მცხოვრები ხანდაზმული. მათი აბსოლუტური უმრავლესობის განცხადებით, ისინი ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამით ვერ სარგებლობენ, მიუხედავად იმისა, რომ პროგრამა ითვალისწინებს რიგი დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფას.
ამ პრობლემებთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ცენტრმა ცოტა ხნის წინ გაავრცელა საჯარო მიმართვა
http://humanrights.ge/index.php?a=main&pid=20346&lang=geo
მიმართვაში წარმოდგენილია კონკრეტული რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინების შემთხვევაში, ჩვენი აზრით, პროგრამა უფრო ეფექტური იქნება.
ჩვენი სურვილია, ამ თემებთან დაკავშირებით შეგხვდეთ და ერთად განვიხილოთ ხანდაზმული ადამიანების მედიკამენტებით უზრუნველყოფის პრობლემებზე, გავცვალოთ ინფორმაცია და გაგაცნოთ ჩვენი ხედვები ამ პრობლემების მოგვარებისათვის.
გთხოვთ, 10-20 აპრილის შუალედში გამონახოთ დრო ან გამოყოთ სამინისტროში ამ თემატიკაზე მომუშავე და პასუხისმგებელ პირები, ვისაც შევხვდებით და გავუზიარებთ ჩვენს ხედვებს.
მნიშვნელოვანია, შეხვედრაში მონაწილეობა ასევე მიიღონ, სააფთიაქო ქსელების წარმომადგენლებმაც, რადგან ჩვენი რეკომენდაციის ნაწილი მათ ეხებათ.
ჩვენს მიმართვას ასევე გიგზავნით დანართის სახითაც.
დიდი მადლობა წინასწარ!
პატივისცემით და თანამშრომლობის
იმედით,
ალეკო ცქიტიშვილი