From : Info CENN <infocenn@cenn.ge>
To : cenn_ge List Member <tgabunia@moh.gov.ge>
Subject : [cenn_ge] Corporate Sustainability Academy's Free Certification Course
Received On : 06.04.2021 08:59
Attachments :

 

 

IFC Logo - PNG and Vector - Logo Download

 

 

კორპორაციული მდგრადობის აკადემიის უფასო სასერთიფიკატო კურსი

"გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი" (GCNG), "საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან" (IFC) პარტნიორობით, აცხადებს აპლიკაციების მიღებას კორპორაციული მდგრადობის აკადემიაში (Corporate Sustainability Academy) უფასო სასერტიფიკატო კურსზე.

 

სამიზნე აუდიტორია: სტუდენტები

კურსის ხანგრძლივობა: 2 თვე (სწავლება დაიწყება აპრილში)

ფორმატი: სწავლება წარიმართება დისტანციურად, კვირაში 2-ჯერ, საღამოს საათებში. (ჰიბრიდული სწავლების ფორმატი განიხილება პანდემიის სიტუაციის გათვალისწინებით).

 

სასწავლო კურსი მოიცავს 7 მოდულს:

 

  • კორპორაციული მდგრადობის შესავალი
  • ეთიკა და ეთიკური გადაწყვეტილებების მიღება
  • ეთიკური ლიდერობა და ადამიანური რესურსების მდგრადი მართვა
  • მდგრადობა
  • მდგრადი კორპორაციული მმართველობა
  • კორუფციასთან ბრძოლა
  • კომუნიკაცია და ანგარიშგება.

 

სალექციო კურსთან დაკავშირებული საინფორმაციო ვიდეორგოლი იხილეთ ბმულზე:  https://www.youtube.com/watch?v=3CNC0Q0gMdY

 

"კორპორაციული მდგრადობის აკადემიაში" სწავლა შეუძლია საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამივე საფეხურის (ბაკალავრი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) ნებისმიერი ფაკულტეტის სტუდენტს.

 

მონაწილეთა შერჩევა:

აკადემიაში სწავლის მსურველებმა, 2021 წლის 8 აპრილამდე, უნდა გამოგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი, რომელიც უპასუხებს კითხვას "რა როლს თამაშობს საქართველოში ბიზნეს სექტორი 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგის მისაღწევად?"

 

აპლიკაციები მიიღება ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე: info@globalcompact.ge (სათაურის ველში მიუთითეთ: "კორპორაციული მდგრადობის აკადემია").

 

შერჩეულ აპლიკანტებს აკადემიის თანამშრომლები დაუკავშირდებიან არაუგვიანეს 2021 წლის 14 აპრილისა.

 

კურსთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ მისამართზე: etuna@globalcompact.ge

დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს:  https://bit.ly/3rVDKIp

 

 

CENN is a member of the:

 

This information was sent by info@cenn.org

Instant removal with SafeUnsubscribe | Editorial Policy | Privacy Policy.

Disclaimer: The views and opinions expressed herein are those of the author and do not necessarily reflect the official opinion of CENN, unless otherwise stated.

 

T +995 32 275 19 03/04
F +995 32 275 19 05
info@cenn.org
www.cenn.org