Subject : FW: მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ანა ბიერდე - ჩართვა
Location :
Start : 25.04.2021 03:00
End : 25.04.2021 03:30



-----Original Appointment-----
From: Salome Gagua <sgagua@geo.gov.ge>
Sent: სამშაბათი, თებერვალი 2, 2021 წელი 3:57 AM
To: Salome Gagua; nturnava@moesd.gov.ge; Eka Gabadadze; smdinaradze@gmail.com; gtsulaia@gmail.com; s.bakradze@mof.ge; Nikoloz Baramashvili; Nino Tsivtsivadze; nmetreveli@moesd.gov.ge; etikaradze@moh.gov.ge; mghadua@moh.gov.ge; i.matchavariani@mof.ge; ivanishvilikhatuna@gmail.com; skanchaveli@moesd.gov.ge
Subject: მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ანა ბიერდე - ჩართვა
When: პარასკევი, თებერვალი 5, 2021 წელი 18:00-19:00 Customized Time Zone.
Where: მთ. ადმინისტრაცია, მე-11 სართული


მოგმართავთ თხოვნით, ორგანიზება გაუწიოთ მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ანა ბიერდეს შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ბატონ გიორგი გახარიასთან. ცნობისთვის, ანა ბიერდემ მსოფლიო ბანკში აღნიშნული პოზიცია დაიკავა 2020 წლის 1 მაისს, შესაბამისად, ეს იქნება პირველი, გაცნობითი სახის შეხვედრა საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელთან.

ამასთან, ჩვენი სურვილია, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე განხილულ იქნას მსოფლიო ბანკსა და საქართველოს შორის პარტნიორობის სტრატეგია და კონკრეტული პრიორიტეტები. მათ შორის, მთავარ თემად მოვიაზრებთ, საქართველოს ვაქცინაციის ეროვნული გეგმის მხარდაჭერის პერსპექტივას.

გარდა ამისა, საუბარი შეეხება მსოფლიო ბანკის პორტფოლიოში არსებულ - მიმდინარე და ასევე დაგეგმილ პროექტებსაც, მათ შორის, მსოფლიო ბანკის მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების დახმარებისა და აღდგენის პროექტს (Georgia Relief and Recovery for MSMEs Project), ადამიანური კაპიტალის განვითარების პროექტს, ა.შ. ასევე, მსოფლიო ბანკი მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და შეხვედრაზე ამ საკითხზეც გამახვილდება ყურადღება.

ამ ვირტუალ შეხვედრას მსოფლიო ბანკის მხრიდან ანა ბიერდეს გარდა, დაესწრებიან მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსი, ასევე განსახილველი თემების შესაბამისი მიმართულებების ხელმძღვანელები როგორც მსოფლიო ბანკის სათაო, ასევე რეგიონული ოფისებიდან (ჯამში სავარაუდოდ 7 მონაწილე).