| From : | Lika Kiladze <lika_kiladze@edec.ge> |
| To : | Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tea Gvaramadze <tgvaramadze@moh.gov.ge> |
| Subject : | debuleba |
| Cc : | Natia Namitcheishvili <programs@edec.ge> |
| Received On : | 12.10.2020 12:23 |
| Attachments : |
მოგესალმებით თამუნა, თეა
ვიცი რომ ძალიან დაძაბულ რეჟიმში გიწევთ მუშაობა რის გამოც სატელეფონო კომუნიკაცია რთულდება, ამიტომ ალბათ უმჯობესია მიმოწერით ვცადოთ
😊
ორი უახლოესი შეხვედრა გვაქვს დასაგეგმი, რომელზეც თქვენი მხრიდან უკუკავშირის მიღებაა საჭირო:
პირველ შეხვედრასთან დაკავშირებით თქვენი მხრიდან საჭირო იქნება კონკრეტული პირების განსაზღვრა, ვინც ამ შეხვედრას დაესწრება. სავარადუდოდ ამის ორგანიზებას რომელიმე სასტუმროში გავაკეთებთ. თუ თქვენთვის სამინისტროს შენობაში
შეხვედრა უფრო მოსახერხებელია, შეგვიძლია დავგეგმოთ, თუ არადა მოგაწვდით ინფორმაციას შეხვედრის ადგილის შესახებ. კარგი ფასილიტაციის პირობებში ამ შეხვედრას მაქსიმუმ 3–4 საათი დასჭირდება.
რაც შეეხება მეორე შეხვედრას, გიგზავნით სავარაუდო სიას დონორების, გთხოვთ გაეცანით და თუ ეს სია მისაღებია დავიწყებთ მოსაწვევების მომზადებას, თუმცა აქვე უნდა შევთანხმდეთ ვინ გააგზავნის მოსაწვევებს. ჩემი აზრით თუ სამინისტრო
იქნება ამ ღონისძიების წამყვანი, უფრო ლეგიტიმური და სწორიც იქნება. ჩვენ მაქსიმალურად ჩავერთვებით ყველა საორგანიზაციო საკითხის ფიზიკურად და ფინანსურად მოგვარებაში.
ასევე უნდა განვსაზღვროთ შეხვედრის ფორმატი, ვინ იქნებიან სპიკერები, რა ენაზე ჩატარდება ღონისძიება, საჭირო მასალები და ა.შ.
ველოდები უკუკავშირებს.
პატივისცემით,
ლიკა კილაძე