From : Elza Jgerenaia <ejgerenaia.ctr@impaqint.com>
To : etikaradze@moh.gov.ge
Subject : USDOL grant project with IMPAQ Int and Georgia
Cc : Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; mghadua@moh.gov.ge
Received On : 14.01.2021 12:03
Attachments :

მოგესალმებით ქალბატონო  ეკატერინე,

 

 

უპირველეს ყოვლისა,  გილოცავთ  შობა-ახალ  წელს!

 

ჩვენი ორგანიზაციის სახელით მინდა  გაცნობოთ, რომ აშშ-ს შრომის დეპარტამენტის (USDOL )- ის მიერ გამოყოფილი გრანტი-ს ფარგლებში  არსებული  პროექტი:  შრომის კანონმდებლობის აღსრულების მექანიზმების გაძლიერება საქართველოში (SGLLE )“  ოფიციალურად აჩერებს მოქმედებას.

 

როგორც თქვენთვის  ცნობილია, აღნიშნული პროექტი მიმართული  იყო  GSP-ის პრეფერენციით მოსარგებლე ქვეყნებისთვის   შრომის სტანდარტების გაუმჯობესების მიზნით, რაც ითვალისწინებდა   შრომის ინსპექციის საქმიანობის  განხორციელების, მისი მონიტორინგისა და მართვის სისტემის შექმნას,  პროგრამული  უზრუნველყოფის - ელექტრონული სისტემის  გზით - (Case System Management),  რასაც თან ახლდა ინსპექტორთა ტრენინგები, შესაბამისი გაიდლაინების, ინსტრუქციების მომზადება და ასევე სასამართლო პრაქტიკის გაუმჯობესებისათვის ქართველ მოსამართლეთა გადამზადება და  გამოცდილების გაზიარება ახალი  ელექტრონული  სისტემის გამოყენების კუთხით და ა.შ.

 

ვინაიდან საქართველოს  გააჩნია სხვადასხვა  დონორ ორგანიზაციათა მხარდაჭერა, გაჩნდა საფრთხე დუბლირებული აქტივობების  განხორციელების კუთხით, აქედან გამომდინარე,  აშშ-ს შრომის დეპარტამენტმა მიზანშეწონილად ჩათვალა, საქართველოსთვის  პროექტის შეჩერება. ჩვენი ორგანიზაცია   გააგრძელებს  თანამშრომლობას სხვა ბენეფიციარ ქვეყნებთან იგივე გრანტის  ფარგლებში.

 

IMPAQ Int.  სახელით კი, მინდა გამოვხატო მადლიერება  თანამშრომლობისათვის და ასევე წარმატებები ვუსურვო დონორ ორგანიზაციებს ქვეყნისთვის  მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების კუთხით.

გისურვებთ წარმატებებს!

 

 

პატივისცემით,

 

 

 

ელზა ჯგერენაია

 

ქვეყნის წარმომადგენლობის დირექტორი

 

 

 

Sincerely,

Elza Jgerenaia 

 

Country  Director

 

Strengthening Government Labor  Law Enforcement (SGLLE)

Tbilisi, Georgia

 

 

IMPAQ International, LLC

 

Head office: 1325 G Street NW, Suite 900

Washington, DC  20005

***************************************

Phone: +995 591 221100 | Web: impaqint.com