From : KVITSIANI Natia <nkvitsiani@iom.int>
To : tbarkalaia@moh.gov.ge
Subject : Trainings for the Staff
Cc : gbunturi@moh.gov.ge; bunturig@gmail.com; nino.velta@gmail.com
Received On : 06.11.2020 13:18
Attachments :

თამილა მოგესალმებით, იმედია ოჯახში ყველანი კარგად ხართ.

 

 

თუ გახსოვთ ვისაუბრეთ  ტრენინგის ჩატარებაზე შრომითი მიგრაციის სფეროში სამმართველოსა და შრომითი მიგრაციის

დეპარტამენტის კადრებისათვის და დასაქმების კერძო სააგენტოებისათვის.

ქვემოთ მოკლე ინფორმაციაა ონლაინ ტრენინგებთან დაკავშირებით. თემატიკა ჩამოყალიბებულია დართულ დღის წესრიგში.

იქნებ გადახედოთ ტერნინგების თემატიკას და თუ თემატიკა და ქვემოთ შემოთავაზებული განხორციელების მექანიზმი იანვრის მე-2 კვირიდან მოყოლებული, მოკლე ონლაინ სემინარების სახით, თქვენთვის მისაღებია, მაშინ შევუდგებით დაგეგმვას.

 

რადგან კოვიდის სიტუაცია ტრენინგების მხოლოდ ინტერნეტის საშუალებით ჩატარების შესაძლებლობას იძლევა, შესაბამისად, დართულ დღის წესრიგში გაწერილი საკითხები დაიყოფა თემატურ 2 ½ სთ სემინარებად და გავწერთ გარკევულ პერიოდზე, თქვენი დროის ინტერესებთან შეთანხმებით.

 

მანამ სანამ ამ სემინარებს ჩავატარებთ, სასწავლო მასალებს გავუგზავნით ახალ თანამშრომლებს და დავეხმარებით არაფორმალურ ონლაინ შეხვედრებში ამ მასალების გადახედვაში, რათა სემინარებისთვის მომზადებული იყვნენ და მაქსიმალური ცოდნა მიიღონ თემის ექსპერტებისაგან, მოკლე დროში.

 

ასევე, გათვალისწინებულია ტრენინგები დასაქმების კერძო სააგენტოებთან, რომ მათ გავაცნოთ სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკა ლიცენზირებისა თუ სერტიფიცირებაზე და განვუმარტოთ სერტიფიცირების მექანიზმის სიკეთეები, ასევე რეგისტრაციის აუცილებლობის მნიშვნელობა ქართული დასაქმების კერძო სააგენტოებისათვის, დღეს საქართველოს ბაზარზე არსებული უცხოურ სააგენტოებთან დიდი კონკურენციის პირობებში; დავანახოთ სამინისტროსთან პოტენციური თანამშრომლობის საინტერესო მხარეები.

 

დასაქმების კერძო სააგენტოების ლიცენზირების თუ სერტიფიცირების საკითხებზე ასევე კარგი იქნებოდა ეკონომიკის და სხვა სახ-ო სტრუქტურების წარმომადგენლებისათვის მოკლე სემინარის ჩატარება.

 

რადგან სააგენტოების მუშაობის რეგულირების საკითხი ასევე შეტანილია მიგრაციის ახალ სახელმწიფო სტრატეგიაში 2021-2030, არსებობს კარგი საფუძველი, მომდევნო წლიდან ამ თემაზე საუბრის დასაწყებად.

 

კიდევ ერთი თემაა, რომელზეც ცალკე მოგწერთ თუ შეიძლება.

 

 

საუკეთესო სურვილებით

 

და ბედნიერი შაბათი-კვირა

 

ნათია  

 

 

 

 

Natia Kvitsiani

National Programme Officer

International Organization for Migration

Tbilisi – GEORGIA (GMT +4)

12 Tengiz Abuladze Street, 1st Lane, 0162

T.  +995 32 2252216 | M. +995 577 411  123  

www.iom.int

 

 

================= The information contained in this electronic message and any attachments are intended for specific individuals or entities, and may be confidential, proprietary or privileged. If you are not the intended recipient, please notify the sender immediately, delete this message and do not disclose, distribute or copy it to any third party or otherwise use this message. The content of this message does not necessarily reflect the official position of the International Organization for Migration (IOM) unless specifically stated. Electronic messages are not secure or error free and may contain viruses or may be delayed, and the sender is not liable for any of these occurrences.