მოგესალმებით,
როგორც თქვენთვის ცნობილია, 2016 წლის 26 თებერვალს საქართველოს მთავრობის N100 დადგენილებით დამტკიცდა „საქართველოს მცირე და საშუალო
მეწარმეობის განვითარების სტრატეგია 2016-2020 წწ.“, ხოლო აღნიშნული სტრატეგიის ფარგლებში საქართველოს მთავრობის N582 დადგენილებით დამტკიცდა საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგის 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა. ამასთან, საქართველოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაევალა კოორდინაცია და მონიტორინგი გაუწიოს სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის განხორციელებას.
სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის ეფექტური განხორციელებისათვის, მოგმართავთ თხოვნით,
2020 წლის
წლიური ანგარიშის მომზადების მიზნით,
კომპეტენციის ფარგლებში,
მიმდინარე წლის 15 დეკემბრამდე
მოგვაწოდოთ ინფორმაცია სტრატეგიის სამოქმედო გეგმით
2020 წლისთვის
განსაზღვრული აქტივობების შესრულების/მიმდინარეობის თაობაზე
track-changes ფორმატში.
დანართის სახით
გიგზავნით
თქვენ მიერ წარმოდგენილი
ინფორმაციის საფუძველზე მომზადებულ 2020 წლის სამოქმედო გეგმის 9 თვის ანგარიშს
და 2018-2020
წლების სამოქმედო გეგმას.
ამასთან, მოგმართავთ თხოვნით, დამატებით მოგვაწოდოთ ინფორმაცია
COVID-19 პანდემიის ფარგლებში თქვენი უწყების მიერ განხორციელებული ღონისძიებების და აქტივობების თაობაზე დეტალური ინფორმაცია.
პატივისცემით,
თეა ლოლაძე
ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
CONFIDENTIALITY:
Any information and/or attached files contained in this e-mail are unambiguously confidential. It is intended only for the use of the named recipient(s). If you are not the envisaged recipient, immediately notify the sender and please note that it is forbidden
to read, use, copy or otherwise disseminate this e-mail.
DISCLAIMER: MINISTRY OF ECONOMY AND SUSTAINABLE DEVELOPMENT OF GEORGIA
puts the security of the client at a high priority, but Internet is not fully secure! Despite all the measures taken to minimize the possible risks regarding the internet, the integrity of this communication is not guaranteed nor is the communication itself
entirely protected from viruses, interceptions and/or interference.