From : Nino Veltauri <nino.velta@gmail.com>
To : Giorgi Bunturi <gbunturi@moh.gov.ge>
Subject : Re: implementation Protocol
Cc : Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>
Received On : 13.08.2020 19:11
Attachments :

მოგესალმებით,
გიგზავნით პროტოკოლს ჩემი კომენტარებით.

გიორგისთან მაქვს შეკითხვა: კომენტარი მე-7 პარაგრაფის პირველ პუნქტთან დაკავშირებით, სადაც წერ რომ მე-5 პარაგრაფში ჩამოთვლილი პუნქტებიდან "d", "g" და "m" პუნქტებთან დაკავშირებით ისრაელს ისედაც ექნება ინფორმაციაო.  ისრაელმა საიდან უნდა იცოდეს აპლიკანტი რუსულ ან ინგლისურ ენებს ფლობს თუ არა?

გიორგი, ასევე მაქვს კითხვა შენს მეორე კომენტართან, რომელიც მიემართება პროტოკოლის მე-7 პარაგრაფის მე-5 პუნქტს. ორიგინალი საბუთების წარდგენის ვალდებულება რატომ გამორიცხავს აპლიკანტების ონლაინ რეგისტრაციის შესაძლებლობას?

ერთი ფუნდამენტური და ზოგადი კომენტარი: მოცემული სქემა იმდენად ცუდ პირობებში აყენებს აპლიკანტს და წინსწარ, ყოველგვარი დასაქმების გარანტიის გარეშე, იმდენი ხარჯის გაღება უწევს, რომ ვფიქრობ ჩვენი მხარისთვის საერთოდ არ იქნება მომგებიანი ასეთი ხელშეკრულების დადება. მეორე ვარიანტია, გაფორმდეს, მაგრამ მსურველი ძალიან ცოტა იქნება და იქნებ ამით მიხვდეს ისრაელი რომ პირობები უნდა შეიცვალოს.

პატივისცემით
ნინო

On Thu, Aug 13, 2020 at 4:51 PM Giorgi Bunturi <gbunturi@moh.gov.ge> wrote:

გიგზავნით პროტოკოლის საბოლოო რედაქციას (კომენტარებით).

 

პატივისცემით,

 

გიორგი ბუნტური

 

შრომითი მიგრაციის საკითხთა სამმართველოს უფროსი

პოლიტიკის დეპარტამენტი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

. თბილისი, აკ. წერეთლის 144, 0119

სამს.: +995 322 51 00 11 (1546)

მობ.: +995 595 42 49 39