From : Nino Veltauri <nveltauri@moh.gov.ge>
To : Ana Shikhashvili <ashikhashvili@moh.gov.ge>; tbarkalaia@moh.gov.ge; Giorgi Chavchavadze <gchavchavadze@moh.gov.ge>; bjakeli@moh.gov.ge; Lika Klimiashvili <lklimiashvili@moh.gov.ge>
Subject : Re: 286 დადგენილებაში ცვლილება
Cc : natkhmaladze@moh.gov.ge
Received On : 30.12.2020 11:59

მოგესალმებით


გადავხედე 286-ე დადგენილების ცვლილებას. წარმოდგენილ ცვლილებებთან დაკავშირებით შენიშვნები არ მაქვს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამავე დადგენილებაში საჭიროა შევიდეს დამატებითი ცვლილებები შემდეგი საკითხების დასარეგულირებლად:

- პირველი ეტაპის 300 ლარიანი კომპენსაციის მიმღებ პირთა შორის არიან ბენეფიციარები, რომელთა თანხები უკან დაბრუნდა მათ მიერ მითითებული ანგარიშის ნომრის ხარვეზის გამო. ჩვენ მათ ყველას რამდენჯერმე გავუგზავნეთ შეტყობინება და ვთხოვეთ ახალი ანგარიშის წარმოდგენა. ნაწილმა წარმოადგინა და ნაწილმა არა....დადგენილება არ საუბრობს როგორ ვიქცევით ამ ბენეფიციარებთან მიმართებით...ან როდემდე უნდა მივცეთ ვადა ახალი ანგარიშის წარმოდგენისთვის? ზოგერთ ბენეფიციარს კი აქვს წარმოდგენილი ახალი ანგარიში, მაგრამ შეიძლება მასზე ხელფასის ჩარიცხვაც დაფიქსირდეს ამასობაში, მაშინ როგორ იქცევა სააგენტო?

- ასევე გვყავს ბენეფიციარები, რომელთაც საერთოდ არ უფიქსირდებათ პირადობის დამდასტურებელი არანაირი აქტიური დოკუმენტი, შესაბამისად სააგენტოსთვის გაურკვეველია მათი სამოქალაქო სტატუსი და შედეგად გაურკვეველია ეს პირები აკმაყოფილებენ თუ არა კომპენსაციის მიღების წინაპირობას. დადგენილება არ საუბრობს როგრ უნდა მოხდეს კომპენსაციების ადმინისტრირება ასეთ შემთხვევაში.

- და კიდევ ერთი: ვინაიდან საკომპენსაციო სიების გენერირებას ახორციელებს შემოსავლების სამსახური, კარგი იქნებოდა თუ ისიც, დასაქმების სააგენტოსთან ერთად, დადგენილებით განისაზღვრებოდა როგორც პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელი კიდევ ერთი უწყება.


ეს საკითხები განხილულია სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურთანაც და მათი რეკომენდაციის საფუძველზე ვაჟღერებთ ამ საკითხებს თქვენს წინაშე. ასევე, სამინისტროში გამოგზავნილი გვაქვს მოხსენებითი ბარათებიც (N05/472 და N05/474).


პატივისცემით

ნინო ველთაური

დირექტორი

სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო


From: Ana Shikhashvili
Sent: 30 December 2020 12:33:56
To: tbarkalaia@moh.gov.ge; Giorgi Chavchavadze; bjakeli@moh.gov.ge; Lika Klimiashvili; Nino Veltauri
Cc: natkhmaladze@moh.gov.ge
Subject: 286 დადგენილებაში ცვლილება
 

მოგესალმებით!

შესათანხმებლად გიგზავნით, ელ. მთავრობის პროგრამაში ფინანსთა სამინისტროს მიერ ატვირთულ (56837) „ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის N286 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტს.

პატივისცემით,

ანა შიხაშვილი

Ministry of Internally Displaced Persons From

the Occupied Territories, of Labour, Health and

Social Affairs of Georgia
Legal Department
144, Tsereteli Ave., Tbilisi, Georgia, 0119

Tel.: +995 32 2510031 (0608)
E-mail: Ashikhashvili@moh.gov.ge