From : Irma Gelashvili <igelashvili@moh.gov.ge>
To : Mzia Jokhidze <mjokhidze@moh.gov.ge>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; Lika Klimiashvili <lklimiashvili@moh.gov.ge>; Natela Khmaladze <nkhmaladze@moh.gov.ge>; Shorena Okropiridze <sokropiridze@moh.gov.ge>; Lela Tsotsoria <ltsotsoria@moh.gov.ge>; adarakhvelidze@moh.gov.ge; vaniko@moh.gov.ge; Giorgi Chavchavadze <gchavchavadze@moh.gov.ge>; Tbarkalaia@moh.gov.ge; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>; tgabunia@moh.gov.ge
Subject : Re: 281 ცვლილება
Received On : 15.12.2020 13:06
Attachments :

მოგესალმებით!

გამომდინარე იქიდან, რომ კოვიდის თემა რეგულირდება ცალკე მუხლით, მიზანშეწონილია მასთან დაკავშირებული ნორმები თავმოყრილი იყოს ერთად და არ იყოს მთელ ტექსტში გაბნეული. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით გიგზავნით ბრძანების კორექტირებულ ვერსიას.


From: Mzia Jokhidze
Sent: Tuesday, December 15, 2020 3:01:02 PM
To: Irma Gelashvili; Ekaterine Adamia; Lika Klimiashvili; Natela Khmaladze; Shorena Okropiridze; Lela Tsotsoria; adarakhvelidze@moh.gov.ge; vaniko@moh.gov.ge; Giorgi Chavchavadze; Tbarkalaia@moh.gov.ge; Tinatin Khardziani; tgabunia@moh.gov.ge
Subject: Re: 281 ცვლილება
 

მოგესალმებით,


მოგეხსენებათ დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესის შესახებსაქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის N281/ნ ბრძანებაში განხორციელდა ცვლილებები, რამაც საშუალება მოგვცა  იზოლაციისა და ონლაინ სამედიცინო მეთვალყურეობის რეჟიმში მყოფი პაციენტებისთვის საავადმყოფო ფურცლის გაცემის ხელმისაწვდომობა გაზრდილიყო. ამასთან, სამედიცინო დაწესებულებებთან კონსილტაციის შემდეგ (პაციენტების რაოდენობისა და ნაკადების გათვალისწინებით) შევთანხმდით ბრძანებაში დამატებით შევიდეს ცვლილებები, რომლებიც ითვალისწინებს:

ა) მკურნალი ექიმის მიერ საავადმყოფო ფურცლის გასცემას ერთპიროვნულად და ერთდროულად  21 კალენდარულ დღემდე ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) ან ამავე ინფექციაზე საეჭვო შემთხვევების (პაციენტები კოვიდინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომებ) მართვის დროს. შემდგომში მისი გაგრძელება მოხდება სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელთან შეთანხმებით

(მოქმედი რედაქციით: მკურნალ ექიმს უფლება აქვს საავადმყოფო ფურცელი გასცეს ერთპიროვნულად და ერთდროულად – 10 კალენდარულ დღემდე,  

შემდგომში მისი გაგრძელება ხდება სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელთან შეთანხმებით.)


ბ) მიუხედავად იმისა, რომ ბრძანების 82 მუხლი ამოქმედდა 2020 წლის 19 სექტემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე, პაციენტების რაოდენობისა და ნაკადების გათვალისწინებით კვლავ აქტუალურად დარჩა საავადმყოფო ფურცლის გასულ პერიოდზე გაცემის საკითხი. შესაბამისად, ამ ეტაპზე, მიზანშეწონილად ჩაითვალა ბრძანებით განსაზღვრულ საავადმყოფო ფურცლის გასულ პერიოდზე გაცემის გამონაკლისებში (მე-5 მუხლი მე-5 პუნქტი) გათვალისწინებულ იქნას ბრძანების №1 დანართის 82 მუხლით განსაზღვრული შემთხვევები (ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) ან ამავე ინფექციაზე საეჭვო შემთხვევების  მართვა).


წარმოგიდგენთ ბრძანების ცვლილების პროექტს და განმარტებით ბარათს.

გთხოვთ, შესაძლო მოკლე ვადაში, მოგვაწოდოთ თქვენი შენიშვნები და მოსაზრებები პროექტთან დაკავშირებით.


პატივისცემით,


მზია ჯოხიძე


ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის სამმართველო


From: Irma Gelashvili
Sent: Wednesday, November 25, 2020 10:28:16 AM
To: Ekaterine Adamia; Mzia Jokhidze; Lika Klimiashvili; Natela Khmaladze; Shorena Okropiridze; Lela Tsotsoria; adarakhvelidze@moh.gov.ge; vaniko@moh.gov.ge; Giorgi Chavchavadze; Tbarkalaia@moh.gov.ge; Tinatin Khardziani; mic@moh.gov.ge
Subject: Re: 281 ცვლილება
 
ვეთანხმები ეკას ვერსიას, სრულად მისაღებია.
პატივისცემით,
ირმა გელაშვილი
From: Ekaterine Adamia
Sent: Tuesday, November 24, 2020 4:30:29 PM
To: Mzia Jokhidze; Irma Gelashvili; Lika Klimiashvili; Natela Khmaladze; Shorena Okropiridze; Lela Tsotsoria; adarakhvelidze@moh.gov.ge; vaniko@moh.gov.ge; Giorgi Chavchavadze; Tbarkalaia@moh.gov.ge; Tinatin Khardziani; mic@moh.gov.ge
Subject: Re: 281 ცვლილება
 

მეგობრებო, გიგზავნით ბრძანების მცირედ კორექტირებულ ვერსიას. მიგვაჩნია, რომ მიზანშეწონილია არ დაკონკრეტდეს ,,ონლაინ-კლინიკის" დასახელება. წესი თანაბრად უნდა გავრცელდეს ამბულატორიული მეთვალყურეობის განმახორციელებელ  ყველა დაწესებულებაზე.


მადლობა, მგონი უკვე მზად არის პროექტი დასამტკიცებლად. 


საუკეთესო სურვილებით,


ეკა


From: Mzia Jokhidze
Sent: Tuesday, November 24, 2020 3:28:11 PM
To: Irma Gelashvili; Lika Klimiashvili; Natela Khmaladze; Ekaterine Adamia; Shorena Okropiridze; Lela Tsotsoria; adarakhvelidze@moh.gov.ge; vaniko@moh.gov.ge; Giorgi Chavchavadze; Tbarkalaia@moh.gov.ge; Tinatin Khardziani; mic@moh.gov.ge
Subject: Re: 281 ცვლილება
 

მოგესალმებით,


281/ნ ბრძანების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად საავადმყოფო ფურცლის გაცემის უფლება აქვთ სამედიცინო დაწესებულებებს, რომლებიც ეწევიან ავადმყოფების სტაციონარულ ან/და ამბულატორიულ მომსახურებას, მიუხედავად ამ დაწესებულებების ორგანიზაციულ-სამართლებრივი და საკუთრების ფორმისა.


დღეისათვის, ამ მკაცრი აღრიცხვის ფორმებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი აძლევს სოფლის ექიმებსაც და ისინიც გასცემენ ბიულეტენს. როგორც ვხვდები მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი არ ეწინააღმდეგება სოფლის ექიმების მიერ ბიულეტენის გაცემის უფლებას და შესაბამისად ჩვენს მიერ მომზადებული ცვლილებები გავრცელდება სოფლის ექიმებზეც და მათაც ექნება კოვიდის რეგულაციებით (82 მუხლით) ბიულეტენის გაცემის უფლება.


ასევე, მაინტერესებს გარდამავალი დებულებების ჩანაწერის „82 მუხლის მოქმედება გავრცელდეს  2020 წლის 19 სექტემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.“ შესაბამისობა  ბრძანების მე-5 მუხლის მე-5 პუნქტთან

„5. საავადმყოფო ფურცელი გაიცემა შრომისუუნარობის დადგენის დღეს, მათ შორის უქმე დღეებზე მორიგე ექიმის მიერ. არ შეიძლება საავადმყოფო ფურცლის გაცემა გასულ დღეებზე, როცა პაციენტი არ იყო შემოწმებული ექიმის მიერ. გამონაკლის შემთხვევაში  საავადმყოფო ფურცელი შეიძლება გაიცეს გასულ პერიოდზე:“


ალბათ ეს შემთხვევები გამოკნაკლის შემთხვევებად ჩაითვლება.


პატივისცემით,


მზია ჯოხიძე




From: Irma Gelashvili
Sent: Tuesday, November 24, 2020 2:21:55 PM
To: Lika Klimiashvili; Natela Khmaladze; Mzia Jokhidze; Ekaterine Adamia; Shorena Okropiridze; Lela Tsotsoria; adarakhvelidze@moh.gov.ge; vaniko@moh.gov.ge; Giorgi Chavchavadze; Tbarkalaia@moh.gov.ge; Tinatin Khardziani; mic@moh.gov.ge
Subject: Re: 281 ცვლილება
 

მოგესალმებით.

გიგზავნით 281-ე ბრძანების საბოლოო კორექტირებულ ვერსიას.


პატივისცემით,

ირმა გელაშვილი


From: Lika Klimiashvili
Sent: Tuesday, November 17, 2020 9:44:29 AM
To: Natela Khmaladze; Irma Gelashvili; Mzia Jokhidze; Ekaterine Adamia; Shorena Okropiridze; Lela Tsotsoria; adarakhvelidze@moh.gov.ge; vaniko@moh.gov.ge; Giorgi Chavchavadze; tbarkalaia@moh.gov.ge; Tinatin Khardziani; mic@moh.gov.ge
Subject: RE: 281 ცვლილება
 

ნათია, მადლობა!

 

დღეს მე და ანა დაველაპარაკებით ბატონ ვანოს და გავერკვევით მაგ ამბებშიც.

 

სს

ლიკა

 

 

 

პატივისცემით   |   Respectfully

 

ლიკა  კლიმიაშვილი | Lika Klimiashvili

 

პოლიტიკის დეპარტამენტის შრომისა და დასაქმების პოლიტიკისა და კოლექტიური შრომითი დავების სამმართველოს უფროსი |Head of Labour and Employment Policy and Collective Labour Disputes Division, Policy Department

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო | Ministry of Internally Displaced Persons from the Occupied Territories, Labour, Health and Social Affairs of Georgia 

 

აკ. წერეთლის გამზ. 144; თბილისი 0119; საქართველო | 144 Ak. Tsereteli Ave.; Tbilisi, 0119; Georgia

 

ოფისი:| Office: +995 (0322) 251 00 11 (1507)

მობ: |     Cell: +995 (595) 97 77 44

ელ. ფოსტა:| E-mail: lklimiashvili@moh.gov.ge

                                            www.moh.gov.ge

                                                                            

 

 

From: Natela Khmaladze
Sent: Tuesday, November 17, 2020 9:43 AM
To: Irma Gelashvili ; Mzia Jokhidze ; Ekaterine Adamia ; Lika Klimiashvili ; Shorena Okropiridze ; Lela Tsotsoria ; adarakhvelidze@moh.gov.ge; vaniko@moh.gov.ge; Giorgi Chavchavadze ; tbarkalaia@moh.gov.ge; Tinatin Khardziani ; mic@moh.gov.ge
Subject: Re: 281 ცვლილება

 

მადლობა ირმა პროექტის გაზიარებისთვის, 

 

პრინციპი სავსებით მისაღებია!.  ერთადერთი, როგორც ვისაუბრეთ, ვფიქრობ საჭიროა განხილულ იქნეს კოვიდსასტუმროების ბაზასთან წვდომისა და ინფორმაციის ლეგალური გამოყენების სქემა. 

 

 

პატივისცემით, 

ნათია ხმალაძე

 

 

 

 

From: Irma Gelashvili
Sent: Monday, November 16, 2020 5:35:21 PM
To: Mzia Jokhidze; Ekaterine Adamia; Lika Klimiashvili; Natela Khmaladze; Shorena Okropiridze; Lela Tsotsoria; adarakhvelidze@moh.gov.ge
Cc: Giorgi Chavchavadze; Tbarkalaia@moh.gov.ge; Tinatin Khardziani
Subject: RE: 281 ცვლილება

 

მოგესალმებით!

 

როგორც შევთანხმდით გავიარეთ კონსულტაციები სამედიცინო ჰოლდინგთან და ტურიზმის სააგენტოს წარმომადგენელთან. გამოირკვა შემდეგი:

1.       სამედიცინო ჰოლდინგი არ ახორციელებს ბრძანებით გათვალისწინებულ საქმიანობას, კერძოდ: „საავადმყოფო ფურცლის გაცემის უფლება აქვთ სამედიცინო დაწესებულებებს, რომლებიც ეწევიან ავადმყოფების სტაციონარულ ან/და ამბულატორიულ მომსახურებას, მიუხედავად ამ დაწესებულებების ორგანიზაციულ-სამართლებრივი და საკუთრების ფორმისა“, ასევე იქ ხელშეკრულებით მომუშავე ექიმებს არ აქვთ ბეჭედი, ზოგს არ აქვს დამოუკიდებელი სამედიცინო საქმიანობის უფლება და ა.შ., რითაც ირღვევა ამ ბრძანების მოთხოვნები. შედეგად არ მივიჩნიეთ მიზანშეწონილად ამ მიმართულებით წასვლა.

2.       ტურიზმის სააგენტოს წარმომადგენელმა შემოგვთავაზა მათ საკოორდინაციო შტაბის ბაზაზე წვდომა  და დამატებით თუ ბაზის მონაცემები ხარვეზიანი იქნება, გვიზიარებს სასტუმროს კურატორების საკონტაქტო ინფორმაციას, რომლებიც თავის მხრივ აკონტროლებენ სასტუმროებში მიმდინარე პროცესებს და აწარმოებენ აღრიცხვას. თუ ამ ვერსიას დავეთანხმებით, ჩვენ უნდა ვაცნობოთ მათ, რომ დაგვრთონ ნება ბაზაზე წვდომის (ელოდება ჩვენს ზარს, რომ გაარკვიოს, რა არის ამისთვის საჭირო. შესაძლებელია დაგვჭირდეს ოფიციალური წერილის გაგზავნაც). აქვე აღსანიშნავია, რომ ამ Soft-ის მფლობელი არ არის ტურიზმის სააგენტო(სააგენტოს თანამშრომლებს აქვთ საკუთარი user-ები) და როგორც მითხრეს არც პერსონალური მონაცემების გამოყენებისას არ გვექნება პრობლემა. შედეგად საავადმყოფო ფურცლის ნაცვლად კოვიდ-სასტუმროში მყოფ პირებზე გაიცემა სამინისტროს მიერ ცნობა არსებული წესით ამ ბაზაზე დაყრდნობით. გამომდინარე იქიდან, რომ Soft-ის მფლობელი არ არის ტურიზმის სააგენტო, ბრძანებაში მათ მიერ ინფორმაციის წარმოდგენის ვალდებულება აღარ ავსახე.

3.       ცენტრალური ონლაინ-კლინიკის შემთხვევაში შეიქმნება ბაზა, რომელსაც პერიოდულად შეავსებენ მომუშავე ექიმები და პარალელურად წვდომა ექნება ქ-ნ ანა დარახველიძის სამმართველოს და ცნობა იგივე წესით გაიცემა სამინისტროს მიერ.

4.       რაც შეეხება გარდამავალ პერიოდს, მიზანშეწონილია ბინაზე მკურნალობის დროს ონლაინ-კლინიკებს მივცეთ გასულ პერიოდზე საავადმყოფო ფურცლის გაცემის უფლება და ამით შევუმციროთ სამინისტროს სამუშაო.

 

ველოდები თქვენს პოზიციებს, განსაკუთრებით მე-2 საკითხთან დაკავშირებით, რათა დროულად მოგვარდეს ტურიზმის სააგენტოსთან ფორმალური მხარე, რადგან ამ Soft-თან მუშაობისთვის ტრენინგებიცაა საჭირო.

 

პატივისცემით   |   Respectfully

 

ირმა გელაშვილი | Irma Gelashvili

 

პოლიტიკის დეპარტამენტის შრომისა და დასაქმების პოლიტიკისა და კოლექტიური შრომითი დავების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი | Chief Specialist of Labour and Employment Policy and Collective Labour Disputes Division, Policy Department

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო | Ministry of Internally Displaced Persons from the Occupied Territories, Labour, Health and Social Affairs of Georgia

 

აკ. წერეთლის გამზ. 144; თბილისი 0119; საქართველო | 144 Ak. Tsereteli Ave.; Tbilisi 0119; Georgia

 

ოფისი:| Office: +995 (0322) 251 00 11 (1545)

მობ: |    Cell: +995 (577) 77 76 89

ელ. ფოსტა:| E-mail: igelashvili@moh.gov.ge

                                            www.moh.gov.ge

 

From: Irma Gelashvili
Sent: Thursday, October 29, 2020 5:53 PM
To: Mzia Jokhidze <mjokhidze@moh.gov.ge>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; Lika Klimiashvili <lklimiashvili@moh.gov.ge>; Natela Khmaladze <nkhmaladze@moh.gov.ge>; Shorena Okropiridze <sokropiridze@moh.gov.ge>; Lela Tsotsoria <ltsotsoria@moh.gov.ge>; Tea Gvaramadze <tgvaramadze@moh.gov.ge>
Cc: Giorgi Chavchavadze <gchavchavadze@moh.gov.ge>
Subject: Re: 281 ცვლილება

 

გიგზავნით 281/ნ ბრძანების პროექტს. მოქმედების ვადა 2020 წლის 30 ნოემბერი პირობითია და შეიცვლება შეთანხმების შესაბამისად.

პატივისცემით,

ირმა გელაშვილი


From: Mzia Jokhidze
Sent: Thursday, October 29, 2020 5:15:55 PM
To: Irma Gelashvili
Cc: Ekaterine Adamia
Subject: Re: 281 ცვლილება

 

გიგზავნით 281-ში მომზადებული ცვლილებების ბრძანების პროექტისთვის განმარტებით ბარათს.


From: Mzia Jokhidze
Sent: Thursday, October 29, 2020 3:53:05 PM
To: Irma Gelashvili
Cc: Ekaterine Adamia
Subject: Re: 281 ცვლილება

 

 


From: Mzia Jokhidze
Sent: Thursday, October 29, 2020 3:45:51 PM
To: Irma Gelashvili
Cc: Ekaterine Adamia
Subject: 281 ცვლილება

 

ირმა,

 

281-ის ცვლილების შესწორებულ ვერსიას. მწვანედ არის დამატებული ცვლილებები.

ვეცდები მოვამზადო განმარტებითი ბარათიც.

 

მზია