| From : | Lika Klimiashvili <lklimiashvili@moh.gov.ge> |
| To : | Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Irma Gelashvili <igelashvili@moh.gov.ge>; Shorena Okropiridze <sokropiridze@moh.gov.ge>; Maia Mtchedlishvili <mmtchedlishvili@moh.gov.ge>; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; giorgi chavchavadze <gchavchavadze@moh.gov.ge>; tatia khabeishvili <tatia.khabeishvili@gmail.com>; Beka Jakeli <bjakeli@moh.gov.ge> |
| Subject : | Re: შრომის ინსპექციის კანონი - ვალდებულებები |
| Received On : | 06.10.2020 12:38 |
მოგესალმებით,
წინა შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ მომდევნო შეხვედრისთვის საორიენტაციოდ ავიღებდით 7 ოქტომბერს. მზად თუ ვართ ხვალინდელი შეხვედრისთვის, შეგვიძლია დავგეგმოთ და ონლაინ შევიკრიბოთ :)
სს
ლიკა
შეხვედრის კვალდაკვალ და დაპირებისამებრ ჩვენი სამუშაო მიმოწერა :)
ჩვენი გეგმები:
- შეიქმნას კომისია, რომელიც უზრუნველყოფს შრომის ინსპექციისთვის გადასაცემი აქტივებისა და მიმდინარე ვალდებულებების, აგრეთვე სამსახურებრივი დოკუმენტაციის მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალისა, სხვა დოკუმენტაციის) და შრომის ინსპექციის სამსახურის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ქონების განსაზღვრას, განკარგვას და აღნიშნული შრომის ინსპექციის სამსახურისათვისათვის გადაცემას (ყველაზე სწრაფად დასაწყებია, ორშაბათიდან);
- სსიპ შრომის ინსპექციის დაფუძნებისთვის შესაბამისი აქტები, იქნება ეს დაფუძნების აქტი თუ სხვა, მთავრობის დადგენილება, რასაც უნდა მოჰყვეს მთავარი შრომის ინპსექტორის დანიშვნა;
- სსიპ ინსპექციის დებულება;
- ინსპექტორების ქცევის კოდექსი - პროექტი აქვს ინსპექციას (მაია, ქეთი);
- სსიპ-ის ბიუჯეტი, ბდდ- ფერაძე, ჯაყელი ;
- სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმა (განსაზღვრულია შრომის კოდექსით);
- რეორგანიზაცია სამინისტროში და დეპარტამენტის უფლებამოცვლედ სსიპი.
ყველაფერი მზად და დასრულებული უნდა იყოს 2021 წლის პირველ იანვრამდე.
თუ რამე გამომრჩა, მოიწერეთ.
ეს იყოს იმეილები, საჭიროების შემთხვევაში გავაკეთებთ WhatsApp ჯგუფს.
შემდგომი ონლაინ ან პირისპირ შეხვედრა მომდევნო კვირაში, საორიენტაციოდ ავიღეთ
7 ოქტომბერი.
მადლობა!
წარმატებებს გისურვებთ!
სს
ლიკა