From : Raisa Liparteliani <rliparteliani@yahoo.com>
To : employer@employer.ge; emeladze@employer.ge; petriashvili@gtuc.ge; international@employer.ge; Lika Klimiashvili <lklimiashvili@moh.gov.ge>
Subject : Re: შეხვედრა სოციალურ პარტნიორებთან
Cc : Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; giorgi chavchavadze <gchavchavadze@moh.gov.ge>; Karchkhadze, Ekaterine <karchkhadze@ilo.org>; Albahnasi, Kinan <albahnasi@ilo.org>; Irma Gelashvili <igelashvili@moh.gov.ge>; tatia.khabeishvili@gmail.com
Received On : 26.10.2020 10:57

გამარჯობა ლიკა,

აუცილებლად ჩავერთვებით 28 ოქტომბრის შეხვედრაზე.

 დროსთან დაკავშირებით:  გვირჩევნია დღის პირველი ნახევარი, თუმცა თუ უმრავლესობას მოგვიანებით ურჩევნია, მზად ვართ.

 ორივე თემა ბუნებრივია, უაღრესად  მნიშვნელოვანია ჩვენთვის და შესაბამისად, აუცილებლად მიგვაჩნია ექსპერტების შერჩევაში სოციალური პარტნიორების ჩართულობა და შეთანხმება.

მითუმეტეს, რომ თემები არის სპეციფიკური და მოითხოვს უშუალოდ ამ   საკითხებზე მუშაობის  გამოცდილებას, შესაბამისად , ვფიქრობთ, არ იქნება მარტივი კომპეტენტური ექსპერტების შერჩევა.


საუკეთესო სურვილებით,
რაისა



On Monday, October 26, 2020, 11:11:15 AM GMT+4, Lika Klimiashvili wrote:


დილა მშვიდობის! 


იმედია ყველა ხართ კარგად და ჯანმრთელად :) 


რამდენადაც თქვენთვის ცნობილია, ბოლო დროს განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით, სამინისტროს გარკვეულ ვადებში შესასრულებელი აქვს რიგი ვალდებულებები (კოდექსით განსაზღვრული აქტები, შრომის ინსპექციის კანონიდან გამომდინარე ვალდებულებები და სხვ.)  გარდა ამისა, იცით, რომ ვმუშაბთ მედიაციისა და სოციალური პარტნიორობის განვითარებაზე. 


ამ მიზნების შესასრულებლად, სამინისტროს აქვს წინადადება, რომ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერით დაიქირაოს 2/3 ექსპერტი, რომლებიც მხარს დაუჭერენ ზემოაღნიშნული ვალდებულებების შესრულებაში. 


სანამ დავიწყებთ ToR-ებზე მუშაობას და ექსპერტების შერჩევის პროცესს, გვსურს, რომ საკითხზე ვიმსჯელოთ სოციალურ პარტნიორებთან ერთად. 


თქვენი თანხმობის შემთხვევაში, შემოგთავაზებდით ონლაინ შეხვედრას, მაგალითად ზეგ, 28 ოქტომბერს. 


დაველოდები თქვენს დასტურს, ასევე, დღის რომელ მონაკვეთში გაქვთ დრო შევედრისთვის? 


ველი თქვენს გამოხმაურებას.


მადლობა! 

საუკეთესო სურვილებით, 


ლიკა