არსებული სერვისების შეუფერხებელი მიწოდების უზრუნველსაყოფად, გიგზავნით 322-ე დადგენილებაში ჩვენი ქვეთავის მიმართულებით დასამატებელი მუხლის შინაარსს. აბა ნახეთ რამდენად ასახავს ყველა მიმართულებასა და საჭიროებას და მომწერეთ თქვენი შენიშვნები და კომენტები.
მუხლი 22. უქმე დღეების გამოყენების განსხვავებული რეგულირება
1. სამინისტროსა და მის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიმართ, COVID 19-ის პრევენციისა და მართვის ღონისძიებების, აგრეთვე, მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური მომსახურების შეუფერხებელი მიწოდების უზრუნველსაყოფად, ორგანიზაციების ხელმძღვანელებს უფლება აქვთ განსაზღვრონ იმ მომსახურებებისა და მომსახურების მიმწოდებელი სამსახურების/თანამშრომლების ნუსხა, რომელთა მიმართაც არ ვრცელდება „უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ნოემბრის N698 დადგენილება.
2. სოციალური გასაცემლების შეუფერხებელი მიწოდების მიზნით, სამინისტროს ან/და მის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ-ს ევალებათ უზრუნველყონ სახელმწიფო სოციალური გასაცემლების დროული და შეუფერხებელი გაცემის ღონისძიებები.
პატივისცემით,
ნათია