From : Tamar Kerdzaia <kerdzaia.t@gmail.com>
To : Lika Klimiashvili <lklimiashvili@moh.gov.ge>
Subject : Re: სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომა
Cc : giorgi chavchavadze <gchavchavadze@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Tatia Khabeishvili <tatia.khabeishvili@gmail.com>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>
Received On : 08.07.2020 07:46

Დიდი მადლობა ლიკა. 

სამ, 7 ივლ, 2020, 15:20-ში Lika Klimiashvili <lklimiashvili@moh.gov.ge> დაწერა:

შუადღე მშვიდობის!

 

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 9 ივლისს  15:00  საათზე  სამინისტროს  საკონფერენციო დარბაზში მე-8 სართულზე იმართება სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომა.  სხდომას უძღვება მინისტრი.

 

სხდომაზე განვიხილავთ შემდეგ საკითხებს

 

·         სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის 2020-2022 წლების სამოქმედო გეგმას (თანდართულია); იქიდან გამომდინარე, რომ 2020 წელს აქტივობა ფაქტიურად არ ყოფილა ამ გეგმის ნაწილში (გასაგები მიზეზების გამო) გადავანაწილეთ 2021-2022 წლებზე. ახალი წერილობითი პოზიციები არ მიგვიღია მხარეებისგან, მაგრამ გვაქვს მანამდე დაფიქსირებული შენიშვნები/წინადადებები. მაგალითად, BAG-ის შენიშვნა ეხება  N183  კონვენციას და ითხოვენ რეგულირების გავლენის შეფასების ჩატარებას, რაც სახელმწიფოს არ შეუძლია და არ აქვს რესურსი, მაგრამ ამ საკკითხზე მუშაობს UN Women, რომელიც მხოლოდ კონკრეტული ნაწილების RIA-ს გააკეთებს (დასრულდება 2020 წელს, იმედია).

 

·         უნდა დამტკიცდეს მედიატორთა რეესტრი (გვაკლია წერილობითი პასუხი წულუკიანისგან და ჩხენკელისგან, პრემიერისგან თანხმობაა და სხვა მხარეებისგანაც). პროფკავშირების აქვთ სამ კანდიდადტზე პრობლემა და მათ აუცილებლად ამოვიღებთ რეესტრიდან.

 

·         საქართველოს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO)   ევროპის  ქვეყნების  რეგიონული  ოფისის  გადაფარვის  ქვეშ  გადასვლასთან დაკავშირებით (საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივაა, 2019 წლის კონფერენციაზე დასცვა ეს საკითხი; წერილი თანდართულია) - ამასთან დაკავშირებით მაქვს კითხვა, რამდენად მიზანშეწონილად მიგაჩნიათ ადმინისტრაციის წარმომადგენლის მოწვევა?

 

აქვე გაცნობებთ, რომ დღის წესრიგთან დაკავშირებით პროფკავშირებს აქვთ ინიციატივა, რომ კომისიამ იმსჯელოს საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ ცვლილებებზე შრომის კოდექსში.

 

პ.ს. დასტურები მინისტრებისგან არ გვაქვს, თუმცა ვესაუბრე ნინო ტალახაძეს და როგორც მითხრა, ისინი გაუწევენ ამ საკითხს ორგანიზებას. საჭიროების შემთხვევაში, მივმართავდით ხოლმე მთავრობის ადმინისტრაციაში მერაბ ჯაფარიძეს.

 

მადლობა!

სს

ლიკა