From : Solidarity Fund <solidarity@gov.ge>
To : Berdia Sichinava <bsichinava@gov.ge>; ts.kavlashvili@mof.ge; tbarkalaia@moh.gov.ge; khtotladze@mfa.gov.ge; khchachava@moh.gov.ge; ts.jeladze@tbilisi.gov.ge; mesebua@finca.ge; lvepkhvadze@bag.ge; a.gugava11@gmail.com; keti@economists.ge; teimurazmikeladze@yahoo.com; ciala.jeladze@gmail.com; Infomziurimed@gmail.com
Subject : Re: სოლიდარობის ფონდის მუდმივმოქმედი კომისიის 151-ე სხდომა
Cc : makatsaria.ia@gmail.com; Ekaterine Pestvenidze <ekapestvenidze@gmail.com>; Lasha Rtveladze <lrtveladze@gov.ge>; shorena chumburidze <shorenach@hotmail.com>
Received On : 04.02.2021 14:10

პატივცემულო კომისიის წევრებო,


 
მოგახსენებთ რომ ა(ა)იპ-საქართველოს სოლიდარობის ფონდის წესდების თანახმად 2021 წლის 4 თებერვალს ჩატარდა ფონდის მუდმივმოქმედი კომისიის 151-ე სხდომა ელექტრონულ ფორმატში.

151-ე კომისიის ფარგლებში განხილულ განცხადებებთან დაკავშირებით მიღებულია კომისიის 7 წევრის დასტური, რაც საკმარისია დაფინანსების თაობაზე დადებითი გადაწყვეტილების მისაღებად.

 
მადლობას მოგახსენებთ თანადგომისა და თანამშრომლობისთვის.
 
 
პატივისცემით,

 
ია მაქაცარია-ჩხაიძე
ა(ა)იპ საქართველოს სოლიდარობის ფონდის 
აღმასრულებელი დირექტორი



From: Solidarity Fund
Sent: Wednesday, February 3, 2021 4:14:50 PM
To: Berdia Sichinava; ts.kavlashvili@mof.ge; tbarkalaia@moh.gov.ge; khtotladze@mfa.gov.ge; khchachava@moh.gov.ge; ts.jeladze@tbilisi.gov.ge; mesebua@finca.ge; lvepkhvadze@bag.ge; a.gugava11@gmail.com; keti@economists.ge; teimurazmikeladze@yahoo.com; ciala.jeladze@gmail.com; Infomziurimed@gmail.com
Cc: makatsaria.ia@gmail.com; 'Ekaterine Pestvenidze'; Lasha Rtveladze; shorena chumburidze
Subject: სოლიდარობის ფონდის მუდმივმოქმედი კომისიის 151-ე სხდომა
 

მოგესალმებით ძვირფასო კომისიის წევრებო,
 
 
ა(ა)იპ საქართველოს სოლიდარობის ფონდის მუდმივმოქმედი კომისიის რიგით 151-ე სხდომაზე ელექტრონულ ფორმატში განსახილველად წარმოგიდგენთ  ფონდში  შემოსულ - 35 ბენეფიციარის 55 განცხადებას დაფინანსების თაობაზე.
 
მათ შორის 3 განცხადებით მოთხოვნილია დაფინანსება უცხოეთის კლინიკებსა და აფთიაქში, ხოლო დანარჩენი 52 განცხადებით - დაფინანსება საქართველოს კლინიკებში.  ჯამში წარმოდგენილია 32 000 (ოცდათორმეტი ათასი) ევროს,  10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარის და  139 855.69  (ას ოცდაცხრამეტი ათას რვაას ორმოცდათხუთმეტი და სამოცდაცხრა) ლარის სამედიცინო სერვისების დაფინანსების მოთხოვნა  (სხვა სახელმწიფო პროგრამების მიერ თანადაფინანსების გათვალისწინებით).
 
 
წერილზე თანდართულია ბენეფიციარების შესახებ ინფორმაცია (დაფარული პირადი მონაცემებით) დანართი N1-ის სახით და სრული სამედიცინო დოკუმენტაცია (ატვირთული We Transfer-ის პროგრამით).

 
გთხოვთ,  გაეცნოთ წარმოდგენილ დოკუმენტაციას, დააფიქსიროთ  თქვენი პოზიცია წერილზე მიბმულ დოკუმენტში ("კომისიის ოქმი") და ხელმოწერილი დოკუმენტი მოგვაწოდოთ სკანირებული ფორმით ელ-ფოსტის საშუალებით - solidarity@gov.ge  2021 წლის 4 თებერვლის  16:00 საათამდე
 

პატივისცემით,
 
ია მაქაცარია-ჩხაიძე
ა(ა)იპ საქართველოს სოლიდარობის ფონდის 
აღმასრულებელი დირექტორი