From : Solidarity Fund <solidarity@gov.ge>
To : Berdia Sichinava <bsichinava@gov.ge>; ts.kavlashvili@mof.ge; tbarkalaia@moh.gov.ge; khtotladze@mfa.gov.ge; khchachava@moh.gov.ge; ts.jeladze@tbilisi.gov.ge; ciala.jeladze@gmail.com; mesebua@finca.ge; lvepkhvadze@bag.ge; a.gugava11@gmail.com; keti@economists.ge; teimurazmikeladze@yahoo.com
Subject : Re: სოლიდარობის ფონდის მუდმივმოქმედი კომისიის 146-ე სხდომა
Cc : makatsaria.ia@gmail.com; Ekaterine Pestvenidze <ekapestvenidze@gmail.com>; Lasha Rtveladze <lrtveladze@gov.ge>; Shorena Tchumburidze <stchumburidze@gov.ge>
Received On : 02.11.2020 16:55

მოგესალმებით ძვირფასო კომისიის წევრებო,

 

2020 წლის 30 ოქტომბერს ელექტრონულ ფორმატში განსახილველად გადმოგეგზავნათ ა(ა)იპ - საქართველოს სოლიდარობის ფონდის მუდმივმოქმედი კომისიის რიგით 146-ე სხდომის მასალები. კომისიის წევრების მიერ მათი პოზიციის დაფიქსირების ბოლო ვადას წარმოადგენდა 2020 წლის 2 ნოემბრის 14:00 საათი.


მოგეხსენებათ დღეს არსებული მდგომარეობა, რაც გამოწვეულია გლობალური პანდემიით. სამწუხაროდ უწყებების უმრავლესობა გადასულია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე, რაც იწვევს გარკვეულ შეფერხებებს. აღნიშნული პრობლემები შეეხო ფონდის მუდმივმოქმედ კომისიასაც და მიმდინარე სხდომის ფარგლებში, კომისიის მხოლოდ ექსვმა წევრმა შეძლო თავიანთი პოზიციის დაფიქსირება დედლაინით განსაზღვრულ ვადაში.


სხდომაზე განსახილველად გატანილი საკითხების ურგენტულობის და პანდემიის შედეგად გამოწვეული პრობლემების გათვალისწინებით, გახანგრძლივებულია განცხადებების განხილვის ვადა და მათ, ვინც ვერ მოასწრეს 2 ნოემბრის 14:00 საათამდე საკუთარი პოზიციის დაფიქსირება, შეუძლიათ სტანდარტულად, წერილობითი ოქმის სახით წარმოადგინონ ის 2020 წლის 3 ნოემბრის 17:00 საათამდე. კომისიის  წევრები, რომლებმაც უკვე დააფიქსირა თავისი პოზიცია, აღარ საჭიროებენ გადაწყვეტილების განმეორებით გამოგზავნას.

 

 

პატივისცემით,


ია მაქაცარია-ჩხაიძე
ა(ა)იპ საქართველოს სოლიდარობის ფონდის 
აღმასრულებელი დირექტორი








From: Solidarity Fund
Sent: Friday, October 30, 2020 1:58 PM
To: Berdia Sichinava; ts.kavlashvili@mof.ge; tbarkalaia@moh.gov.ge; khtotladze@mfa.gov.ge; khchachava@moh.gov.ge; ts.jeladze@tbilisi.gov.ge; ciala.jeladze@gmail.com; mesebua@finca.ge; lvepkhvadze@bag.ge; a.gugava11@gmail.com; keti@economists.ge; teimurazmikeladze@yahoo.com
Cc: makatsaria.ia@gmail.com; 'Ekaterine Pestvenidze'; Lasha Rtveladze; Shorena Tchumburidze
Subject: სოლიდარობის ფონდის მუდმივმოქმედი კომისიის 146-ე სხდომა
 

მოგესალმებით ძვირფასო კომისიის წევრებო,
 
 
ა(ა)იპ _ საქართველოს სოლიდარობის ფონდის მუდმივმოქმედი კომისიის რიგით 146-ე სხდომაზე ელექტრონულ ფორმატში განსახილველად წარმოგიდგენთ  ფონდში  შემოსულ - 23 ბენეფიციარის 27 განცხადებას დაფინანსების თაობაზე.
 
მათ შორის 6 განცხადებით მოთხოვნილია დაფინანსება უცხოეთის კლინიკებში, ხოლო დანარჩენი 21 განცხადებით - დაფინანსება საქართველოს კლინიკებში.  ჯამში წარმოდგენილია  10 000 (ათი ათასი) ევროს, 84 000 (ოთხმოცდაოთხი ათასი) აშშ დოლარის და 30 597.60  (ოცდაათი ათას ხუთას ოთხმოცდაჩვიდმეტი ლარი და სამოცი თეთრი) ლარის სამედიცინო სერვისების დაფინანსების მოთხოვნა  (სხვა სახელმწიფო პროგრამების მიერ თანადაფინანსების გათვალისწინებით).
 
 
წერილზე თანდართულია ბენეფიციარების შესახებ ინფორმაცია (დაფარული პირადი მონაცემებით) დანართი N1-ის სახით და სრული სამედიცინო დოკუმენტაცია (ატვირთული We Transfer-ის პროგრამით).

 
გთხოვთ,  გაეცნოთ წარმოდგენილ დოკუმენტაციას, დააფიქსიროთ  თქვენი პოზიცია წერილზე მიბმულ დოკუმენტში ("კომისიის ოქმი") და ხელმოწერილი დოკუმენტი მოგვაწოდოთ სკანირებული ფორმით ელ-ფოსტის საშუალებით - solidarity@gov.ge  2020 წლის 2 ნოემბრის 14:00 საათამდე. 
 

პატივისცემით,
 
ია მაქაცარია-ჩხაიძე
ა(ა)იპ საქართველოს სოლიდარობის ფონდის 
აღმასრულებელი დირექტორი