From : Salome Zurabishvili <salome@globalcompact.ge>
To : tsisnami@moesd.gov.ge
Subject : Re: საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების 2021-2025 წლების სტრატეგიის პროექტი
Cc : emikabadze@moesd.gov.ge; George.khanishvili@mepa.gov.ge; tkitiashvili@mes.gov.ge; tbarkalaia@moh.gov.ge; lasha.khutsishvili@mof.ge; gtodradze@geostat.ge; mkhidureli@enterprise.gov.ge; akasradze@gita.gov.ge; Ilia.tamarashvili@arda.gov.ge; keti.gorgoshidze@icmpd.org; nino.gudadze@coleurope.eu; Lana Chkhartishvili <lana@cida.ge>
Received On : 01.02.2021 09:35
Attachments :

ქალბატონო ცისნამ,

პირველ რიგში მადლობა მინდა გადაგიხადოთ დოკუმენტების მოწოდებისთვის. სტრატეგია მნიშვნელოვან მიმართულებს ასახავს რაც მცირე და საშუალო ზომის საქარმოების განვითარებას ხელს შეუწყობს საქართველოში.

რამდენიმე მცირე კომენტარი მექნება, რომელსაც აქვე მეილში ჩამოვაყალიბებ და თუ დამატებით დაგჭირდათ კონკრეტული მიმართულებების უფრო დაწვრილებით ჩაშლა, დიდი სიამოვნებით მოგაწვდით. აქვე, ბოდიშს გიხდით კომენტარების დაგვიანებისთვის.

მოხარული ვართ, რომ პასუხისმგებლიანი ბიზნეს ქცევის შესახებ ჩანაწერი სტრატეგიული დოკუმენტის განათლების მიმართულების ნაწილში არის ასახული. თუმცა, მდგრადი მიდგომების მნიშვნელობის ხაზგასმა სხვა მიმართულებებშიც თუ აქტივობებში არის შესაძლებელი:  

  1. საქართველოს პროფილისა და ქვეყანაში მცირე და საშუალო მეწარმეობის მიმოხილვის ნაწილში პასხუსიმგებლიანი ბიზნეს ქცევის მნიშვნელობაზე არ წერია. განსაკუთრებით საქართველოს-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების მიმოხილვის ნაწილში (გვ.17) როცა საუბარია სტანდარტების დანერგვასა და საექსპორტო შესაძლებლობების გაზრდაზე, აღნიშნულის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა არის სწორედ პასუხისმგებლიანი ბიზნეს პრაქტიკის / სტანდარტების დანერგვის პოპულარიზაცია და SME-ებში დანერგვის მხარდაჭერა. ასოცირების შეთანხმების 5 მუხლი მოუწოდებს მთავრობას კორპროაციული პასუხისმგებლობის პოპულარიზაციას OECD-ის და სხვა სახლემძღვანელო სტანდარტების შესაბამისად. აქედან გამომდინარე, სტრატეგიის ხედვასა და მიზნებზე გადასვლამდე დოკუმენტში კარგი იქნება რომ სადმე იყოს ნახსენები პასუხისმგებლიანი ბიზნეს ქცების წახალისების საერთაშორისო ვალდებულება და მნიშვნელობა.
  2. პასუხისმგებლიანი ბიზნეს ქცევის მნიშვნელობა „პანდემია და ეკონომიკური შედეგების“ თავშიც იქნება რელევანტური. პასუხისმგებლიანი ბიზნეს ქცევის სტანდარტების დანერგვა რისკების იდენტიფიცირებას გულისხმობს და ისეთი პოლიტიკის დოკუმენტებისა და მექანიზმების დანერგვას, მათი ბიზნეს გეგმაში ასახვას, რომლებიც სწორედ სოცილაური და გარემოსდაცვითი გამოწვევების გამკვლავებაში ეხმარება ბიზნესს. პანდემიამ უკეთ დაგვანახა რომ საზოგადოების და გარემოს კეთილდღეობაზე არის დიდწილად დამოკიდებული ბიზნეს სექტორი და სამომავლოდ აღნიშნულის გათვალისწინება ბიზნესისთვის იქნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ეკონომიკური კრიზისის დაძლევისა და ბიზნესის აღორძინებისთვის საქართველოში პასუხისმგებლიანი ბიზნეს ქცევის სტანდარტების გათვალისწინება იქნება განსაკუთრებით მნიშნველოვანი მომდევნო წლებში.
  3. სტრატეგიის მეორე პრიორიტეტული მიმართულების „უსაფრთხო შრომითი გარემოს საჭიროების შესახებ ცნობიერების ამაღლების“ თავის ქვეთავად არის მოცემული „ბიზნესის პასუხისმგებლიანი ქცევის პოპულარიზაცია“. იქიდან გამომდინარე რომ პასუხისმგებლიანი ბიზნეს ქცევის პოპულარიზაცია მოიცავს არა მხოლოდ შრომის უფლებებს არამედ სხვა სოციალურ, გარემოსდაცვით და მმართველობითი სტანდარტების დანერგვას, კარგი იქნება თუ აღნიშნულ საკითხს ცალკე ქვე-თავი მიეძთვნება. აქვე, გარდა ტრენინგებისა, კარგი იქნება თუ სხვა აქტივობებსაც მოიცავს აღნიშნული მიმართულება, როგორიც არის: 1. მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის სახელძღვანელოს შექამნა ESG (გარემოსდაცვის, სოციალური და მმართველობის) მიმართულებით, აქვე, 2. კომპანიების მხარდაჭერა აღნიშნული სტანდარტების დანერგვაში (საპილოტედ შეიძლება გაკეთდეს და კარგი მაგალითები შეიქმნას რაც წაახალისებს სხვა კომპანიებსაც აღნიშნული მიმართულებით), 3. პასუხისმგებლიანი ქცევის მიმართულებით საუკეთესო მაგალითების შეგროვება და პოპულარიზაცია დაინტერესებულ მხარეებში. 4. ბიზნეს ასოციაციების ცნობიერების ამაღლება პასუხისმგებლიანი ბიზნეს ქცევის სტანდარდატებისა და პრაქტიკის შესახებ, მიმართულების პოპულარიზაციის მიზნით. 5. სახლმწიფო ინსტიტუტების თანამშრომლების გადამზადება პასუხისმგებლიანი ბიზნეს ქცევის სტანდარტებისა და პრაქტიკის შესახებ.
  4. გვ. 52 - ინვესტორების და SME-ების კავშირის გაძლიერებისთვის მნიშნველოვანია პასუხისმგებლიანი ბიზნეს სტანდარტების დანერგვა და შემდეგ ინვესტორებისთვის აღნიშნული მიმართულებით არსებული პროგრესის შესახებ ინფორმაციის რეგულარულად მიწოდება. საერთაშორისო დონეზე, მაგ. ჰოლანდიასა (https://www.mvorisicochecker.nl/en) და შვედეთში, ვებ-გვერდი არსებობს, სადაც ინვესტორებისთვის ეკონომიკური მონაცემების გარდა, სოციალური და გარემოსდაცვითი საკითხებიც არის ხელმისაწვდომი ინფორმაცია (არსებული პოლიტიკის მექანიზმები და პრაქტიკა). საქართველოშიც შეიძლება ანალოგიური ვებ-გვერდის გაკეთება რაც ხელს შეუწყობს ინვესტიციების გაზრდას ქვეყანაში.
  5. ქალთა მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებაში კარგი იქნება თუ დავამატებთ, კომპანიების მხარდაჭერას „ქალთა გაძლიერების პრინციპების“ (WEPs) დანერგვაში. გარდა იმისა რომ ქალ მეწარმეებს გავაძლიერებთ, მნიშნელოვანია მათი ჩართვა მსხვილი კომპანიების მიწოდების ჯაჭვში, და სწორედ ამას შეუწყობს ხელს WEPs. WEPs შემუშავდა გაეროს გლობალური შეთანხმების და გაეროს ქალთა ორგანიზაციიის მიერ გლობალურ დონეზე და საქართველოში 4 წელია უკვე აქტიურად ვმუშაობთ ჩვენ და გაეროს ქალთა ორგანიზაცია ბიზნესთან, აღნიშნული მიზნების დანერგვის მხარდაჭერის მიმართულებით. WEPs სამი მიმართულებით ეხმარება ბიზნესს გააძლიეროს ქალები - დასაქმების ადგილას, ბაზარზე და საზოგადოებაში. https://www.weps.org
  6. სახელმწიფო შესყიდვების მიმოხილვის ნაწილში, კარგი იქნება რომ ნახსენები იყოს მდგრადი შესყიდვები. აღნიშნული მიმართულებით სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ახალი კანონის პროექტში ჩანაწერი არსებობს უკვე. ეს მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს დაეხმარება გაზარდონ თავიანთი კონკურენტუნარიანობა სხვა საწარმოებთან მიმართებაში სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის დროს. (სტრატეგიის 1.7. მიმართულება)
  7. მწვანე ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის პრიორიტეტულ მიმართულებაში კარგი იქნება თუ ერთ-ერთი ქვე-მიმართულებად SME-ებში ეკო-ინოვაციების მიდგომის პოპულარიზაციას ჩავწერთ. ჩვენ ამჟამად ვახორციელებთ პროექტს, UNEP-თან თანამშრომლობით, ევროკავშირის დაფინანსებით, რომელიც საერთაშორისო დონეზე OECD და მსოფლიო ბანკის ჩართულობით ხორციელდება. აღნიშნული პროექტის ფარგლებში 8 მცირე და საშუალო ზომის საწარმოს დავეხამრებით ეკო-ინოვაციური სტანდარტების და მიდგომების გათვალისწინებაში ბიზნეს გეგმებში, ასევე შესაბამისი სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის მიღებაში. პროგრამის და აღნიშნული მიდგომის შესახებ ინფორმაცია მოცემულია შემდეგ ლინკზე: https://www.unenvironment.org/explore-topics/resource-efficiency/what-we-do/responsible-industry/eco-innovation

 

თუ დამატებით კითხვები გექნებათ, გთხოვთ, მოგვწერეთ.

კიდევ ერთხელ მადლობა.

კეთილი სურვილებით,

სალომე

 

Salome Zurabishvili

Executive Director 

 

I. Abashidze St. 34, Tbilisi 0179Georgia

Tel: +995551125051

www.cida.ge

globalcompact.ge

www.fb.com/cidacso

https://www.facebook.com/GCNgeorgia/

 

/Users/salome/Library/Containers/com.microsoft.Outlook/Data/Library/Caches/Signatures/signature_1230574431

 

 

From: Tsisnami Sabadze
Date: Wednesday, 20 January 2021 at 14:00
To: Mariam Gabunia , Eka Kubusidze , Zaza Chikhradze , Davit Advadze , gtoroshelidze@mes.gov.ge , tbakhtadze@mes.gov.ge , D.Kordzadze@mof.ge , NAgashenashvili@ssa.gov.ge , ekaterine.zviadadze@mepa.gov.ge , Lasha.Zivzivadze@mepa.gov.ge , snatroshvili@justice.gov.ge , Jaba.mekhrishvili@nbg.gov.ge , Lasha Bostashvili , Nika Pertakhia , Elene Mindadze , avashakmadze@gita.gov.ge , nino_mikanadze@yahoo.com , g.chitadze@gac.gov.ge , D.Mchedlidze@saras.gov.ge , dkupatadze@geostat.ge , tksovreli@geostat.ge , Paata.kurdadze@nfa.gov.ge , lasha.lobjanidze@eiec.gov.ge , Nikoloz.kavtaradze@arda.gov.ge , mbolotashvili@gcci.ge , ntsertsvadze@bag.ge , mchelidze@gsmea.ge , Salome Zurabishvili , Lana Chkhartishvili , elizinino@gmail.com , ilebanidze@gmail.com
Cc: Ekaterine Mikabadze , George.khanishvili@mepa.gov.ge , tkitiashvili@mes.gov.ge , tbarkalaia@moh.gov.ge , lasha.khutsishvili@mof.ge , gtodradze@geostat.ge , Mikheil Khidureli , a kasradze , Ilia.tamarashvili@arda.gov.ge , keti.gorgoshidze@icmpd.org , nino.gudadze@coleurope.eu
Subject: საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების 2021-2025 წლების სტრატეგიის პროექტი

მოგესალმებით,

პირველ რიგში, გილოცავთ ახალი წლის, შობისა და ნათლისღების დღესასწაულებს. ბედნიერი, წარმატებული და რაც მთავარია ჯანმრთელად ყოფნის წელი გქონოდეთ!!!

მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ სტრატეგიის შემმუშავებელი სამუშაო ჯგუფის ყველა წევრს,  საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების 2021-2025 წლების სტრატეგიის შესამუშავებლად მოწოდებული ინფორმაციისთვის.

გიგზავნით, თქვენს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, შემუშავებულ სტრატეგიის და ლოგიკური ჩარჩოს პროექტებს.

გთხოვთ, თქვენი კომპეტენციას ფარგლებში, განიხილოთ ზემოაღნიშნული პროექტები, თქვენი ჩასწორებები/შენიშვნები წარმოგვიდგინოთ Track Change-ის ფორმატში ან გვაცნობოთ მათ მიმართ შენიშვნების არარსებობის თაობაზე, 2021 წლის 28 იანვრამდე.

ასევე გთხოვთ, ლოგიკური ჩარჩოს პროექტში ღიად დარჩენილი ნაწილები შეავსოთ თქვენ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან მიმართებით.

 

წინასწარ დიდი მადლობა.

 

პატივისცემით,

 

Tsisnami Sabadze

Head of Economic Policy Department
Ministry of Economy and Sustainable Development of Georgia
Phone: (
+995 32) 299 10 65,    (+995 591) 19 77 19

E-mail: tsisnami@moesd.gov.ge

 

 

 

CONFIDENTIALITY: Any information and/or attached files contained in this e-mail are unambiguously confidential. It is intended only for the use of the named recipient(s). If you are not the envisaged recipient, immediately notify the sender and please note that it is forbidden to read, use, copy or otherwise disseminate this e-mail.

DISCLAIMER: MINISTRY OF ECONOMY AND SUSTAINABLE DEVELOPMENT OF GEORGIA puts the security of the client at a high priority, but Internet is not fully secure! Despite all the measures taken to minimize the possible risks regarding the internet, the integrity of this communication is not guaranteed nor is the communication itself entirely protected from viruses, interceptions and/or interference.