| From : | Naia Begashvili <nbegashvili@ndi.org> |
| To : | Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge> |
| Subject : | Re: ონლაინ შეხვედრა: NDI-ის სამომავლო პროექტისთვის საჭიროებების შეფასება |
| Cc : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Teona Kupunia <tkupunia@ndi.org>; Tamar Gvelesiani <tgvelesiani@ndi.org> |
| Received On : | 24.07.2020 11:42 |
ბმულზე გადასვლით, ნებაყოფლობით აძლევთ NDI-ს თანხმობას, რომ შეგროვებული ინფორმაცია გამოიყენოს ზემოთ აღნიშნული მიზნისთვის და გაუზიაროს NDI-ის ვაშინგტონის ოფისს. ინფორმაცია NDI-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ https://www.ndi.org/privacy-policy.
ნაია სალამი,
დიდი სიამოვნებით ჩავერთვები ონლაინ შეხვედრაში. ჩემთვის 29 ივლისს 13:00 საათის შემდეგ ნებისმიერი დრო მისაღებია.
საუკეთესო სურვილებით,თამუნა ბარკალაია
On Jul 22, 2020, at 15:04, Naia Begashvili <nbegashvili@ndi.org> wrote:
გამარჯობა ქ-ნო თამილა და ქ-ნო თამარ, როგორ ბრძანდებით?
ამჯერად, ჩვენს სამომავლო პროექტთან დაკავშირებით გვსურს თქვენთან გასაუბრება. მოგეხსენებათ, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) ახორციელებს დიდი ბრიტანეთის მთავრობის UKaid-ის მიერ დაფინანსებულ პროექტს „სახელმწიფო ინსტიტუტების ინკლუზიურობისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერება“, რომელიც მომავალი წლის დასაწყისში სრულდება. ამ პროექტის ფარგლებში, აქტიურად ვთანამშრომლობთ საქართველოს პარლამენტთან და ბოლო 1 წლის მანძილზე დავეხმარეთ საკანონმდებლო ორგანოს გენდერული თანასწორობის საბჭოსა და კომიტეტებს თემატური მოკვლევების განხორციელებაში. სწორედ, აღნიშნული თემატური მოკვლევებისა და პარლამენტის სხვა აქტივობების ფარგლებში ვითანამშრომლეთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთანაც.
იმის გათვალისწინებით, რომ NDI იწყებს ახალი საპროექტო იდეების შემუშავებას საპარლამენტო და აღმასრულებელი ხელისუფლების მხარდაჭერისთვის, ამ პროექტისთვის იდეების გენერირების მიზნით, ვახორციელებთ საჭიროებების შეფასებას ამჟამინდელ და პოტენციურ პარტნიორებთან. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მოსმენა და მომავალ პროგრამაში გათვალისწინება.
მოხარულები ვიქნებით თუ ჩვენს გუნდთან გასაუბრებას მომავალ კვირას მოახერხებთ. ონლაინ შეხვედრისთვის გთავაზობთ 29 ივლისს, 11:00 საათს, ან გთხოვთ თავად შემოგვთავაზოთ თქვენთვის მისაღები დრო.
ვირტუალური ინტერვიუ მაქსიმუმ ერთი საათი გაგრძელდება და მას NDI-ის მონიტორინგისა და შეფასების მენეჯერი და ასისტენტი ჩაატარებენ. შეგროვებული მონაცემები გაანალიზდება და გამოყენებული იქნება მხოლოდ განზოგადებული ფორმით.
პატივისცემით,
ნაია ბეგაშვილი
--
Naia Begashvili
GGF Parliamentary Program Coordinator
National Democratic Institute (NDI)
Address: 4 Besiki Street (Besiki Business Center), 0108, Tbilisi, Georgia
Tel: (995 32) 2 935 830Cell: (995 555) 411 272E-mail: nbegashvili@ndi.org
Please consider the environment before printing this email.