| From : | Eka Kardava <e_kardava@yahoo.de> |
| To : | ntsatsiashvili@mia.gov.ge; tbarkalaia@moh.gov.ge; edgebuadze@mes.gov.ge; m.giorgobiani@mrdi.gov.ge; giorgi.kakauridze@mof.ge; khatia.tsilosani@mepa.gov.ge; rbregadze@mod.gov.ge; tkitiashvili@mes.gov.ge; glordkipanidze@justice.gov.ge; Ketevan Sarajishvili <ksarajishvili@justice.gov.ge>; tgabunia@moh.gov.ge; emikabadze@moesd.gov.ge; l.gigauri@smr.gov.ge; mmaghlapheridze@moh.gov.ge; nmerebashvili@pog.gov.ge; gtodradze@geostat.ge; kh.totladze@mfa.gov.ge; Sozar Subari <ssubari@geo.gov.ge>; ekardava@csb.gov.ge; eskhiladze@ombudsman.ge; nino.kadagidze@supremecourt.ge; mjajanidze@parliament.ge; r.kuprashvili@legalaid.ge; nino.tandilashvili@mepa.gov.ge; Lela Akiashvili <lakiashvili@gov.ge> |
| Subject : | Re: ეროვნული რეფერალური მექანიზმი |
| Cc : | Maka Peradze <mperadze@gov.ge>; Ketevan Tatuashvili <ktatuashvili@gov.ge> |
| Received On : | 23.12.2020 15:21 |
| Attachments : |
ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნული რეფერირების პროცედურებში (ეროვნული რეფერალური მექანიზმი), მიზანშეწონილია გათვალისწინებულ იქნეს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრული სამართლებრივი რეგულაცია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის თავშესაფარში ან/და კრიზისულ ცენტრში მოთავსების საკითხთან მიმართებაში.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოხელის სამსახურებრივი უფლებამოსილება ჩერდება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის თავშესაფარში ან კრიზისულ ცენტრში მოთავსებისას, თუ მოხელეს აღარ შეუძლია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება, მაგრამ წელიწადში არაუმეტეს 30 კალენდარული დღისა. ამ შემთხვევაში შესაბამისი საჯარო დაწესებულებისათვის შეტყობინების ვალდებულება ეკისრება მოხელისათვის მომსახურების გამწევ ორგანიზაციას.
ასევე, საქართველოს შრომის კოდექსიც ითვალისწინებს სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების საფუძვლებში ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის თავშესაფარში ან/და კრიზისულ ცენტრში მოთავსების საკითხს, თუ იგი ვეღარ ასრულებს სამსახურებრივ მოვალეობას, მაგრამ წელიწადში არაუმეტეს 30 კალენდარული დღისა.
ამდენად, მიზანშეწონილია ეროვნულ რეფერალურ მექანიზმში გაიწეროს შესაბამისი პროცედურები ზემოხსენებული ნორმების პრაქტიკაში სწორი და ერთგვაროვანი იმპლემენტაციის მიზნით, რაც ერთის მხრივ, თანხვედრაში იქნება და წინააღმდეგობაში არ მოვა არსებულ საკანონმდებლო რეგულაციებთან და მეორე მხრივ, უზრუნველყოფს ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერას.
მოგესალმებით ძვირფასო კოლეგებო,
იმედია თქვენსკენ ყველაფერი კარგად არის.
გვსურს მოგახსენოთ, რომ თქვენი უწყებების აქტიური ჩართულობით და თანამშრომლობით, რისთვისაც დიდ მადლობას გიხდით, დასრულდა მუშაობა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნული რეფერირების პროცედურებზე (ეროვნული რეფერალური მექანიზმი).
მოგეხსენებათ, რომ ამ პროექტზე მუშაობა 2017 წელს დაიწყო და პირველადი დოკუმენტიც მაშინ დაიწერა. წელს კი, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მხარდაჭერით და თქვენი ჩართულობით, დოკუმენტზე მუშაობა განახლდა და ამ ეტაპზე არის სრული საბოლოო ვარიანტიც.
აღსანიშნავია, რომ დოკუმენტში ასახულია, როგორც განსხვავებული საჭიროებების მქონე ადამიანების მხარდამჭერი მექანიზმები, ასევე ის საკანონმდებლო და ინსტიტუციური ცვლილებები, რაც ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა.
გთხოვთ, დაავალოთ თქვენს თანამშრომლებს გაეცნონ წარმოდგენილი დოკუმენტის საბოლოო, სამუშაო ვერსიას და შესაბმისი კომენტარები/შენიშვნები/მოსაზრებები გაგვიზიარონ საკოორდინაციო შეხვედრაზე, რომელიც გაიმართება ხუთშაბათს, 24 დეკემბერს, 16:00 საათზე.
შეხვედრა გაიმართება ზუმის პლატფორმის საშუალებით: https://bit.ly/2KPwwWz
ჩვენი დიდი სურვილია, რომ ეს 2017 წელს დაწყებული პროცესი 2021 წელზე აღარ გადავიდეს და მომავალ კვირაში დამტკიცდეს დოკუმენტი. შესაბამისად, 24 დეკემბერსვე ავსახავთ ყველა მიღებულ კომენტარს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და გაგიზიარებთ დოკუმენტს გენდერული თანასწორობის კომისიის წევრებს ელექტრონულად დასამტკიცებლად. ამის შემდგომ, დოკუმენტი აიტვირთება მთავრობაზე დასამტკიცებლად.
დიდი მადლობა თანამშრომლობისათვის!
პატივისცემით,
|
ლელა აქიაშვილი პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებების და გენდერული თანასწორობის საკითხებში
M: 599914323 |
|