From : Ana Buchukuri <abuchukuri@gov.ge>
To : tbarkalaia@moh.gov.ge; mmaghlapheridze@moh.gov.ge; edgebuadze@mes.gov.ge; n.shatberashvili@mandaturi.gov.ge; geladzegeka@gmail.com; ntsatsiashvili@mia.gov.ge; glortkipanidze@justice.gov.ge; Ketevan Sarajishvili <ksarajishvili@justice.gov.ge>; aivanishvili@justice.gov.ge; gmurvanidze1@gmail.com; nkikabidze@expertiza.gov.ge; jusenashvili@pog.gov.ge; sbakhsoliani@stateinspector.ge; bkvaratskhelia@stateinspector.ge; nmeladze@legalaid.ge; ichkheidze@pog.gov.ge; mgagievi@pog.gov.ge; elene.martasvhili@yahoo.com; Ekaterine Skhiladze <eskhiladze@ombudsman.ge>; mgedevanishvili@ombudsman.ge; tkuchava@unicef.org; ntsikhelashvili@unicef.org; kmelikadze@unicef.org; nanachapidze@outlook.com; t.bibilashvili@mia.gov.ge; E_areshidze@yahoo.com; maisuradze.madona@yahoo.com; davitlevani@yahoo.com; ektavartkiladze@gmail.com; sbarbaqadze@moh.gov.ge; irobakidze@moh.gov.ge; tkepuladze@moh.gov.ge; l_saralidze@phf.org.ge; sbakhsoliani@stateinspector.ge; bkvaratskhelia@stateinspector.ge; m.peradze@mia.gov.ge; Milena Harizanova <mharizanova@unicef.org>
Subject : Re: ბარნაჰუსის კონცეფციის პროექტი
Cc : Ketevan Tatuashvili <ktatuashvili@gov.ge>; Meri Kajaia <mkajaia@gov.ge>
Received On : 17.09.2020 18:39
Attachments :

მოგესალმებით,


ინფორმაციისთვის გაცნობებთ, რომ დღეს მთავრობის მიერ დამტკიცდა ჩვენ მიერ მომზადებული "ბარნაჰუსის" კონცეფცია. ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს გაწეული შრომისთვის!


აქვე გეტყვით იმასაც, რომ მთავრობის განკარგულებითვე 15 დეკემბრამდე ძირითად რელევანტურ უწყებებს დაევალათ ე.წ. სტანდარტული ოპერაციული პროცედურების გაწერა. რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებათა სამდივნო მზადაა, კოორდინაცია გაუწიოს ამ პროცესსაც, რისთვისაც უახლოეს პერიოდში უწყებებთან კომუნიკაცია დაიგეგმება.


პარალელურად, გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, მოხდება ქ. თბილისსა და ქ. ქუთაისში შესაბამისი ფიზიკური ინფრასტრუქტურის მოწყობა. 


კიდევ ერთხელ, მადლობას გიხდით თითოელ თქვენგანს ჩართულობისთვის და იმედი მაქვს, რომ ასეთივე წარმატებით გავაგრძელებთ ამ მართლა ძალიან კარგი საქმის გარშემო გაერთიანებას.



კეთილი სურვილებით,


ანა


From: Ana Buchukuri
Sent: Thursday, July 16, 2020 12:42:48 PM
To: tbarkalaia@moh.gov.ge; mmaghlapheridze@moh.gov.ge; edgebuadze@mes.gov.ge; n.shatberashvili@mandaturi.gov.ge; geladzegeka@gmail.com; ntsatsiashvili@mia.gov.ge; glortkipanidze@justice.gov.ge; Ketevan Sarajishvili; aivanishvili@justice.gov.ge; gmurvanidze1@gmail.com; nkikabidze@expertiza.gov.ge; jusenashvili@pog.gov.ge; sbakhsoliani@stateinspector.ge; bkvaratskhelia@stateinspector.ge; nmeladze@legalaid.ge; ichkheidze@pog.gov.ge; mgagievi@pog.gov.ge; elene.martasvhili@yahoo.com; Ekaterine Skhiladze; mgedevanishvili@ombudsman.ge; tkuchava@unicef.org; ntsikhelashvili@unicef.org; kmelikadze@unicef.org; nanachapidze@outlook.com; t.bibilashvili@mia.gov.ge; E_areshidze@yahoo.com; maisuradze.madona@yahoo.com; davitlevani@yahoo.com; ektavartkiladze@gmail.com; sbarbaqadze@moh.gov.ge; irobakidze@moh.gov.ge; tkepuladze@moh.gov.ge; l_saralidze@phf.org.ge; sbakhsoliani@stateinspector.ge; bkvaratskhelia@stateinspector.ge; m.peradze@mia.gov.ge; Milena Harizanova
Cc: Ketevan Tatuashvili; Meri Kajaia
Subject: ბარნაჰუსის კონცეფციის პროექტი
 

მოგესალმებით,


პირველ რიგში, მადლობას ვუხდით ყველა იმ უწყებას, რომელთა აქტიური თანამშრომლობითაც შემუშავდა "ბარნაჰუსის" ცენტრის პირველადი კონცეფციის დოკუმენტი.


პანდემიიდან გამომდინარე, დოკუმენტის შემუშავება დროში გაჭინაურდა, თუმცა პროექტი არის და იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი და მოხარული ვარ, რომ დღეს უკვე შეგვიძლია დოკუმენტის პროექტი გაგიზიაროთ კომენტარებისა და მოსაზრებებისთვის.


აქვე გაცნობებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს უკვე გადაეცა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ფინანსური მხარდაჭერა, შესაბამისად, სააგენტო მალე დაიწყებს პროექტის განხორციელებისთვის მზადებას. ამ პროცესში ყველა მხარის ჩართულობა იქნება მნიშვნელოვანი, მათ შორის, ინფრასტრუქტურის გამართვის ნაწილში. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს კონსულტაციები პერსონალის გადამზადების საკითხებზე. ალბათ დაგვეთანხმებით, რომ პერსონალის მომზადება კრიტიკული კომპონენტია ამ მოდელისთვის. კიდევ ერთხელ, ძალიან დიდი მადლობა UNICEF-ს!


უწყებებთან ერთად საბოლოოდ შევთანხმდით, რომ:

  1. ცენტრი პილოტირების ფარგლებში კონცენტრირებულად იმუშავებს მხოლოდ სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვებზე. პილოტირების დასრულების შემდეგ მიღებული იქნება გადაწყვეტილება ბენეფიციართა წრის გაფართოების შესახებ.
  2. პილოტირების მიმდინარეობისას სასამართლოს კომპონენტი ცენტრის ფარგლებში არ განხორცილედება. ამისთვის ერთი მხრივ, საჭიროა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები. მეორე მხრივ, აუცილებელია, პილოტირების დასრულების შედეგების შეფასება, ცენტრის ბენეფიციართა წრის გაფართოებაზე გადაწყვეტილების მიღება და სწორედ ამის შემდეგ, სასამართლოს კომპონენტის შემოყვანა ცენტრში. 



ამდენად, გიგზავნით კონცეფციის პროექტს და გთხოვთ, წარმოდგენილ დოკუმენტზე მოსაზრებები მოგვაწოდოთ არაუგვიანეს 2020 წლის 24 ივლისისა. 


თქვენი კომენტარების მიღების შემდეგ, დოკუმენტი კიდევ ერთხელ გადამუშავდება და მიეცემა საბოლოო სახე. ამის შემდეგ, ჩართული უწყებების მიერ მომზადდება ე.წ. SOP-ები საკუთარი თანამშრომლებისთვის. პარალელურად ცენტრის ინფრასტრუქტურული ნაწილის მოწყობაზე იქნება აქტიური მუშაობა. 


მადლობას გიხდით კიდევ ერთხელ და ველით თქვენს გამოხმაურებას.


პატივისცემით,


ანა



 

E.GOV.GE

    

ანა ბუჩუკური

ადამიანის უფლებათა სამდივნოს უფროსი

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია
ინგოროყვას . 7, თბილისი 0114

M: 577177070