• საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის ანგარიში პოზიტიურია და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების უწყვეტ გაღრმავებას მიესალმება, აღიარებს პროგრესს საქართველოს მიერ ყოვლისმომცველი რეფორმების განხორციელებაში, რის შედეგადაც საქართველო რეგიონში ევროკავშირის მთავარი პარტნიორია.
• ამასთან, ევროპარლამენტი განსკუთრებით მიესალმება საქართველოს მიერ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით განხორციელებულ რეფორმას, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მის უდიდეს მნიშვნელობას ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესში.
• ანგარიში ასევე მიესალმება კოვიდ-19-ის კრიზისის გამკლავებაში ჩვენს მიერ მიღწეულ შთამბეჭდავ შედეგებს და ხაზს უსვამს იმ ეფექტურ და პრევენციულ ზომებს, რომელიც საქართველომ გაატარა.
• აღსანიშნავია, რომ ევროპარლამენტმა არ გაიზიარა ოპოზიციის დაუსაბუთებელი ნარატივი, პოლიტიკური პატიმრების შესახებ და მსგავსი ჩანაწერი ანგარიშში არ ასახა.
• ეს კრიმინალური ოპოზიციის კიდევ ერთი საერთაშორისო ფიასკოა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მუდმივად ცდილობენ და ყველაფერს აკეთებენ, რომ ჩვენს ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებს დამახინჯებული ინფორმაცია მიაწოდონ.
• ანგარიშში ასევე ხაზგასმულია ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის პრობლემა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევით ეს საკითხი კვლავაც სათანადო დონეზე დგას საერთაშორისო პარტნიორების დღის წესრიგში.