| From : | Nani Bendeliani <nani.bendeliani@unwomen.org> |
| To : | Lika Klimiashvili <lik.klimiashvili@gmail.com>; Lika Klimiashvili <lklimiashvili@moh.gov.ge>; Irma Gelashvili <igelashvili@moh.gov.ge> |
| Subject : | RIA Reports |
| Cc : | Mehjabeen Alarakhia <mehjabeen.alarakhia@unwomen.org>; Tamar SABEDASHVILI <tamar.sabedashvili@unwomen.org>; tbarkalaia@moh.gov.ge |
| Received On : | 25.12.2020 08:21 |
| Attachments : |
ლიკა, ირმა, მოგესალმებით,
ეს არის დასრულებული RIA
189-ე კონვენციის რატიფიკაციის შესახებ, უახლოეს დღეებში ველოდები დასრულებულ
RIA-ს 183 კონვენციის შესახებ, თარგმანები იქნება იანვარში, ან თებერვლის დასაწყისში. გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხრიდან ანგარიშის საბოლოო დადასტურების, ასევე, სამინისტროსთან და სამმხრივი კომისიის სამუშაო ჯგუფთან ვალიდაციის პორცესში შესაძლებელია
შევიდეს მცირე ცვლილებები. ამჟამად ინგლისური ვერსიები გადიან ენობრივი რედაქტირების პროცესს.
ასევე, გაცნობებთ, რომ 156 კონვენციის
RIA დასრულდება 2021 წლის აპრილში - ISET-თან შევთანხმდით, რომ გააკეთებენ სრული კონვენციის
RIA-ს და არა მხოლოდ სოციალური სერვისების ნაწილს (ინგლისური ვერსია მზად იქნება აპრილში, ქართული მაისში).
კიდევ ერთხელ მინდა მოგმართოთ თხოვნით, გაგვიზიაროთ დედობის და ბავშვის მოვლის შვებულებასთან დაკავშირებული ანაზღაურების ინსტრუქციის სამუშაო ვერსია (თუ შესაძლებელია). რადგან კანონის ეს ნაწილი ცოტა ბუნდოვანია, არსებობს მოსაზრებები,
რომ სურვილის შემთხვევაში, ქალები ვეღარ მიიღებენ 183 დღეს, როგორც ანაზღაურებად შვებულებას.
კანონმდებლობის სამუშაო ჯგუფში ყოველთვის განიმარტებოდა, რომ სურვილის შემთხვევაში, დედები მიიღებდნენ 126+57 დღეს, ან, მიიღებდნენ მხოლოდ 126-ს და 57-ს მიიღებდა მამა. ეს ინსტრუქცია საჭიროა ასევე 183-ე კონვენციის
RIA-ს დასრულებისთვის.
დიდი მადლობა ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის 2020 წელს. ბედნიერ და ჯანრმთელ 2021 წელს გისურვებთ!
პატივისცემით,
ნანი ბენდელიანი
|
Nani Bendeliani (+995 32) 222 08 70
Cell: (+995) 599 485 022 |